საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში
2014 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 23 განცხადება. სამინისტროში შემოსული 21 განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია გაიცა სრულად, ერთი განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ იმის გათვალისწინებით, რომ სერვერის დაზიანების გამო სამინისტროში არ იყო დაცული შესაბამისი ინფორმაცია, ვერ გაიცა სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე (contact@moa.ge) 2011-2012 წწ შემოსული შეკითხვებისა და წერილების რაოდენობისა და ოფიციალური ელექტრონული ფოსტით გაცემული პასუხების შესახებ ინფორმაცია, ხოლო ერთი განცხადება კომპეტენციის გათვალისწინებით ,,საქართევლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-80 მუხლის შესაბამისად გადაიგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში და აღნიშნულის თაობაზე ეცნობა განმცხადებელს.
საანგარიშო პერიოდში სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ არ დარღვეულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები და შესაბამისად არ მიღებულა გადაწყვეტილება პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე.
2014 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე სამინისტროში არ შემოსულა საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნა.
სამინისტროს მიერ 2014 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაწეულა.
მინისტრი ზ. ფუტკარაძე