ტექნიკური რეგლამენტის - „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №689
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018309
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,016 სიტყვა · ~10 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დახურული რადიოაქტიური წყარო - რადიოაქტიური ნივთიერება, რომელიც ჰერმეტულად ინკაპსულირებულია, მჭიდროდ
არის დალუქული და მექანიკურად მდგრადია
მუხლი 2
ღია რადიოაქტიური წყარო - რადიოაქტიური ნივთიერება, რომელიც არ
არის კაპსულირებული (თხევადი, ფხვნილი, აირი) და შესაბამისად, შესაძლებელია მისი მოხვედრა გარემოსა და ცოცხალ ორგანიზმში. 2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 03.12.2025 ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 08.12.2014 ტექნიკური რეგლამენტის − სატრანსპორტო საშუალებისა და ავტონაწილების ტიპის დამტკიცების წესის დამტკიცების თაობაზე წელი 86% 16.01.2023 „ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 86% 27.05.2020 „ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული დაცულობის“ დამტკიცების თაობაზე R ფაქტორის მნიშვნელობა 85% 23.05.2025

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტის - „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №689 2014 წლის 19 დეკემბერი ქ.თბილისი ტექნიკური რეგლამენტის - „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,        დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი - „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესი, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაცია“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ტექნიკური რეგლამენტი მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესი, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაცია მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და მიზანი 1. ეს ტექნიკური რეგლამენტი ადგენს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენებისა და ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების პროცედურებს, აგრეთვე, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის სისტემის შექმნის საფუძველს. 2. ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა მიხედვით და ვრცელდება საქართველოში არსებულ მაიონებელი გამოსხივების ყველა სახის წყაროზე, გარდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მარეგულირებელი კონტროლისგან გათავისუფლებული, ამოღებული ან/და გამორიცხული წყაროებისა. 3. ტექნიკური რეგლამენტის მიზნებია: ა) მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნასა და წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურის  სამართლებრივი საფუძვლების დადგენა; ბ) მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის სისტემის ჩამოყალიბება, რომლის მიხედვითაც დგინდება მათთან მოპყრობის, კონტროლის და ფიზიკური დაცვის (დაცულობის) პირობები. 4. ბირთვული მასალების, როგორც მაიონებელი გამოსხივების წყაროების,  რეგისტრაცია ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების თანახმად. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის კონვენციის ფარგლებში, საქართველოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის გარანტიების შესახებ შეთანხმებისა და მისი დამატებითი ოქმის მოთხოვნათა შესაბამისად, ბირთვული მასალების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პროცედურებით შექმნილი აღრიცხვისა და კონტროლის სისტემა, რომელიც განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ბრძანებით. მუხლი 2🔗.  ტერმინთა განმარტება 1. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა)  ასოცირებული დანადგარი - მოწყობილობა, რომელიც შეიცავს და რომლის ფუნქციონირებისთვისაც გამოიყენება ღია ან დახურული რადიოაქტიური წყარო; ბ)  აქტივობა -  ფიზიკური სიდიდე, რომელიც განსაზღვრულ ენერგეტიკულ მდგომარეობაში მყოფი რადიონუკლიდის განსაზღვრული რაოდენობისათვის დროის მოცემულ მომენტში  გამოიხატება შემდეგი ფორმულით:   dN A=--------- dt სადაც, A აქტივობაა, dN - მოცემული ენერგეტიკული მდგომარეობიდან ბირთვული გარდაქმნების მოსალოდნელი რიცხვი dt დროის განმავლობაში. აქტივობის ერთეული განზომილებათა საერთაშორისო სისტემაში არის ბეკერელი (ბკ). ასევე, გამოიყენება სისტემგარეშე ერთეული კიური (კი). 1 კიური=3,7*10​10 ბკ; გ) დახურული რადიოაქტიური წყარო - რადიოაქტიური ნივთიერება, რომელიც ჰერმეტულად ინკაპსულირებულია, მჭიდროდ არის დალუქული და მექანიკურად მდგრადია; დ)  დეტერმინირებული ეფექტი - რადიაციული გამოსხივებისგან მიღებული კლინიკურად გამოვლენილი მავნე ბიოლოგიური ეფექტი, რომლისთვისაც არსებობს დოზის ზღვრული დონე და რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, ეფექტი იზრდება დოზის მატებასთან ერთად; ე) დეპარტამენტი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი; ვ) რადიოაქტიური ნარჩენის იმობილიზაცია - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რადიოაქტიური ნარჩენის განთავსება რომელიმე ნივთიერების მატრიცაში; ზ) რადიონუკლიდი - არასტაბილური იზოტოპი, რომლის დაშლისას წარმოიქმნება მაიონებელი გამოსხივება; თ) სამინისტრო - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ი) სტოქასტური ეფექტი - რადიაციული გამოსხივების ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, რომლისთვისაც არ არსებობს დოზის ზღვრული დონე და რომლის წარმოქმნის ალბათობა დოზის პროპორციულია, ხოლო ბიოლოგიური ეფექტების გამოვლენის სიმძიმე არ არის დამოკიდებული დოზაზე. სტოქასტური ეფექტის შემთხვევაში, დოზის გაზრდასთან ერთად იზრდება არა ბიოლოგიური ეფექტების სიმძიმე, არამედ, მათი გამოვლენის ალბათობა (რისკი); კ) ღია რადიოაქტიური წყარო - რადიოაქტიური ნივთიერება, რომელიც არ არის კაპსულირებული (თხევადი, ფხვნილი, აირი) და შესაბამისად, შესაძლებელია მისი მოხვედრა გარემოსა და ცოცხალ ორგანიზმში. 2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში. მუხლი 3🔗. მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის საფუძველი 1. მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაცია ვრცელდება მხოლოდ ღია და დახურულ რადიოაქტიურ წყაროებზე და არ ვრცელდება მაიონებელი გამოსხივების გენერატორებსა და რადიოაქტიურ ნარჩენებზე. 2. მაიონებელი გამოსხივების წყაროების რეგისტრაციისას დადგენილი უნდა იყოს მათი კატეგორია, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება: ა) უსაფრთხოებისა და დაცულობის პირობები, იმ მიზნით, რომ გარემოს, მოსახლეობისა და მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მომუშავე პერსონალისათვის მინიმიზირებული იყოს მაიონებელი გამოსხივების წყაროებისაგან დასხივებით მიღებული შედეგები; ბ) ადამიანის ჯანმრთელობაზე მაიონებელი გამოსხივებით გამოწვეული  დეტერმინირებული ეფექტი. 3. მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაცია დამოკიდებულია მათ აქტივობასა და გამოყენების სფეროზე. 4. მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის განსაზღვრის დროს, არ განიხილება შემდეგი კრიტერიუმები: ა) ბირთვული და რადიაციული ავარიითა და უკანონო ქმედებით გამოწვეული შედეგები; ბ) დასხივების სტოქასტური ეფექტი; გ) პაციენტთა სამედიცინო დასხივება (თუმცა, ამ მიზნით გამოყენებული მაიონებელი გამოსხივების წყაროები ექვემდებარება კატეგორიზაციას). მუხლი 4🔗. მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაცია 1. დახურული/ღია რადიოაქტიური წყაროს კატეგორია განისაზღვრება საერთაშორისოდ მიღებული თითოეული რადიონუკლიდის საფრთხის განსაზღვრის მუდმივი D-სიდიდის (საფრთხის მნიშვნელობა) მიხედვით (დანართი №1). ფარდობა A/D განსაზღვრავს წყაროს კატეგორიას, წყაროს ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სადაც A არის წყაროს მიმდინარე აქტივობა, D - რადიოაქტიური წყაროს სახიფათო მნიშვნელობა. აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით, დახურული/ღია რადიოაქტიური წყაროები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) თუ A/D≥1000, წყაროს ენიჭება I კატეგორია; ბ) თუ  1000>A/D>10, წყაროს ენიჭება II კატეგორია; გ) თუ  10≥A/D>1, წყაროს ენიჭება III კატეგორია; დ) თუ  1≥A/D>0.01,  წყაროს ენიჭება IV კატეგორია; ე) თუ 0.01≥A/D>A/E, წყაროს ენიჭება V კატეგორია (E აღნიშნავს უმცირეს მნიშვნელობას (მარეგულირებელი კონტროლიდან ამოღების დონეს), რომლის ქვემოთაც მაიონებელი გამოსხივების წყაროზე აღარ ვრცელდება მარეგულირებელი კონტროლი. 2. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა რადიონუკლიდების შერევა შენახვის, წარმოების ან სხვა საქმიანობის დროს, კატეგორიის დასადგენად გამოიყენება შემდეგი ფორმულა:                            ∑ i Ai,n ,         A/D =  ∑ n------------------                                 Dn სადაც Ai,n  n რადიონუკლიდის ცალკეული i-ური წყაროს აქტივობაა; Dn – n რადიონუკლიდის D მნიშვნელობაა. 3. I, II და III კატეგორიების რადიოაქტიური წყაროები ითვლება მაღალი აქტივობის მქონე წყაროებად, რომლებიც საჭიროებს უსაფრთხოებასა და ფიზიკურ დაცვასთან (დაცულობასთან) დაკავშირებულ სპეციალურ პირობებს. 4. სამინისტროს უფლება აქვს, გაითვალისწინოს წყაროს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობაში გამოყენების სპეციფიკა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისგან განსხვავებული კრიტერიუმით  წყარო მიაკუთვნოს  უფრო მაღალ ან დაბალ კატეგორიას. მუხლი 5🔗. მაიონებელი გამოსხივების წყაროების და მათთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრაცია 1. ლიცენზიის მაძიებლის მიერ ლიცენზიის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული საბუთების წარდგენისას დეპარტამენტის მიერ ხდება ლიცენზიის მაძიებლის მიერ განსახორციელებელი საქმიანობის ავტორიზაციის რეგისტრაცია. სამინისტროს მიერ ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, დეპარტამენტი არეგისტრირებს ლიცენზიის მაძიებლის კუთვნილებაში არსებულ მაიონებელი გამოსხივების გენერატორებს. ღია და დახურული რადიოაქტიური წყაროების, ასევე, მათთან დაკავშირებული ასოცირებული დანადგარის რეგისტრაცია წარმოებს მხოლოდ, ლიცენზიის ფარგლებში გაცემული ნებართვის საფუძველზე, იმპორტირებულ ან კანონმდებლობის შესაბამისად, ლიცენზირებული ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან მიღებულ რადიოაქტიურ წყაროებზე. 2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მაიონებელი გამოსხივების წყაროს მიღებიდან  (ან გადაცემიდან) 10 დღის ვადაში, შეატყობინოს სამინისტროს ამავე წყაროს შესახებ, ამ ტექნიკური რეგლამენტის №2 დანართში მოყვანილი ფორმების შესაბამისად. 3. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ღია ან/და დახურული წყაროს მოხმარებიდან ამოღების შემთხვევაში, 10 დღის ვადაში, შეატყობინოს სამინისტროს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე რადიოაქტიური წყაროს მწარმოებელთან უკან დაბრუნების ან რადიოაქტიური ნარჩენების ცენტრალურ საცავში გადაცემის შესახებ. 4. მაიონებელი გამოსხივების გენერატორის ან ასოცირებული დანადგარის მოხმარებიდან ამოღების თაობაზე ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ამის შესახებ 10 დღის ვადაში შეატყობინოს სამინისტროს. 5. ლიცენზიის ფარგლებში, დამატებითი მაიონებელი გამოსხივების წყაროების რეგისტრაცია ხორციელდება ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეტყობინების ან/და ინსპექტირების  შედეგების  საფუძველზე. 6. რეგისტრაციისას მაიონებელი გამოსხივების წყაროს სამინისტროს მიერ ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც უნიკალურია და არ იცვლება წყაროს სტატუსის ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში. 7. ლიცენზიის მფლობელის შეტყობინების საფუძველზე, სამინისტრო ანიჭებს მაიონებელი გამოსხივების წყაროს/ასოცირებულ დანადგარს სარეგისტრაციო ნომერს შემდეგი ფორმატით: S-xxxx - დახურული წყაროებისთვის, U-xxxx - ღია წყაროებისთვის და A-xxxx - ასოცირებული დანადგარისათვის, ხოლო ლიცენზიის მფლობელის/მაძიებელის მიერ წარდგენილი საბუთების საფუძველზე, მაიონებელი გამოსხივების გენერატორს სარეგისტრაციო ნომერი ენიჭება ფორმატით:  G-xxxx. 8. დეპარტამენტი ლიცენზიის მფლობელს აწვდის ინფორმაციას მაიონებელი გამოსხივების წყაროს სარეგისტრაციო ნომრის შესახებ, რის საფუძველზეც ლიცენზიის მფლობელი აკეთებს შესაბამისი მაიონებელი გამოსხივების წყაროს ან/და ასოცირებული დანადგარის  მარკირებას. 9. მაიონებელი გამოსხივების წყაროების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, შენახვა და განახლება წარმოებს დეპატამენტის მიერ. 10. მაიონებელი გამოსხივების წყაროების უწყებრივი რეესტრი მოიცავს ინფორმაციას ყველა სახის მაიონებელი გამოსხივების წყაროს შესახებ. 11. უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროს აღმოჩენის შემთხვევაში, დეპარტამენტი ვალდებულია, თვითონ მოახდინოს წყაროს იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია. 12. არალეგალური მიმოქცევიდან ამოღებული რადიოაქტიური წყარო რეგისტრირდება მას შემდეგ, რაც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად მოეხსნება ნივთიერი მტკიცებულების სტატუსი. 13. რადიოფარმპრეპარატების შემთხვევაში, რომლებიც განიხილება როგორც ღია რადიოაქტიური წყარო, რეგისტრაციას ექვემდებარება ლიცენზიის მფლობელზე გაცემული შესაბამისი ნებართვით განსაზღვრულ პერიოდში იმპორტირებულ ან ადგილზე წარმოებულ ფარმაკოლოგიურ ნივთიერებაში არსებული რადიონუკლიდი,  მისი ჯამური აქტივობის ჩვენებით. 14. ლიცენზიის მფლობელი მაიონებელი გამოსხივების წყაროების და მათი მახასიათებლების შესახებ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას ინახავს ადგილზე და მისი გადამოწმება ხდება სამინისტროს მიერ განხორციელებული  ინსპექტირების დროს.  15. თუ დახურული/ღია რადიოაქტიური წყარო შეიცავს ერთზე მეტ რადიონუკლიდს, რომელთა ერთმანეთისაგან გაყოფა შეუძლებელია წყაროს ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, მაშინ უწყებრივ რეესტრში ფიქსირდება  დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობის მქონე რადიონუკლიდი, რომლის აქტივობა მეტია დანარჩენთან შედარებით, თუმცა, წყაროს კატეგორია გამოითვლება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული მეთოდის გათვალისწინებით. წყაროში არსებული დანარჩენი რადიონუკლიდების ნუსხა დაფიქსირებული უნდა იყოს დამატებითი ინფორმაციის სახით. მუხლი 6🔗. რადიოაქტიური ნარჩენების რეგისტრაცია 1. რადიოაქტიური ნარჩენების რეგისტრაცია ეფუძნება რადიოაქტიური ნარჩენების შემდეგ კლასიფიკაციას: ა) გათავისუფლებული ნარჩენები (EM); ბ) ძალიან დაბალი სიცოცოხლის მქონე ნარჩენები (VSLW); გ) ძალიან დაბალი დონის ნარჩენები (VLLW); დ) დაბალი დონის ნარჩენები (LLW); ე) საშუალო დონის ნარჩენები (ILW); ვ) მაღალი დონის ნარჩენები (HLW). 2. თითოეულ კონდიცირებულ რადიოაქტიურ ნარჩენს სამინისტროს მიერ მიენიჭება სარეგისტრაციო ნომერი, რადიოაქტიური ნარჩენების კლასის მითითებით (მაგ.VLLW-xxxx). 3. რადიოქტიური ნარჩენების რეგისტრაციის დროს  გათვალისწინებული უნდა იყოს ოპერატორის მიერ განსაზღვრული მახასითებელები, №2 დანართის მიხედვით. მუხლი 7🔗. ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრი 1. დეპარტამენტი შესაბამის უწყებრივ რეესტრში აწარმოებს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციასთან დაკავშირებული თითოეული ეტაპის (განაცხადის შემოტანა, დოკუმენტაციის განხილვა, ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება) შედეგების რეგისტრაციას, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობისა  და ნებართვის  სახეების  მითითებით. 2. ავტორიზაციის უწყებრივ რეესტრში არსებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) ოფიციალურ მონაცემებს ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის შესახებ (საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, მისამართი (იურიდიული ან/და ფაქტობრივი), საიდენტიფიკაციო კოდი, ლიცენზიის მაძიებელი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის ხელმძღვანელის, რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაცია); ბ) ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლის განცხადებაზე სამინისტროს მიერ  მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს; გ) სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის/ნებართვის მოწმობის ნომერს; დ) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობებსა და ნებართვის სახეებს; ე) ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის თარიღს; ვ) ავტორიზაციის ეტაპების აღწერას, შესაბამისი თარიღების მითითებით; ზ) მაიონებელი გამოსხივების წყაროების ნუსხას, რომელთა გამოყენებაზე მოთხოვნილია ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია/ნებართვა ან იმ მაიონებელი გამოსხივების წყაროების ნუსხას, რომელთა გამოყენებაც დამატებით მოთხოვნილია არსებული ლიცენზიის ფარგლებში; თ) ნებისმიერ დამატებით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ავტორიზაციასთან. 3. ავტორიზაციის ელექტრონული უწყებრივი რეესტრი უნდა შეიცავდეს ლიცენზიის მფლობელის მიერ საქმიანობასთან დაკავშირებული ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების და ფიზიკური დაცვის (დაცულობის) ყველა შესაბამისი საბუთის ელექტრონულ ვერსიას. მუხლი 8🔗. უწყებრივი რეესტრის წარმოება 1. მაიონებელი გამოსხივების წყაროების და რადიოაქტიური ნარჩენების უწყებრივი რეესტრის წარმოება ხდება ელექტრონული, ხოლო ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის - ბეჭდვითი და ელექტრონული სახით და მათი განახლება წარმოებს ავტორიზაციიდან და ინსპექტირებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.  ავტორიზაციის ბეჭდვით უწყებრივ რეესტრში  სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების გაცემა დასტურდება ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის  ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამისილი პირის ხელმოწერით და იურიდიული პირის ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში).  2. ავტორიზაციის ელექტრონული უწყებრივი რეესტრი უნდა მოიცავდეს ამომწურავ ინფორმაციას მაიონებელი გამოსხივების წყაროს, რადიოაქტიური ნარჩენების (№2 დანართი - მაიონებელი გამოსხივების წყაროებისა და ასოცირებული დანადგარების სარეგისტრაციო ფორმების მიხედვით)  და ლიცენზიების/ნებართვების შესახებ. უწყებრივი რეესტრის მოთხოვნებით განსაზღვრული ინფორმაციის ნებისმიერი ცვლილება შეტანილ უნდა იქნეს უწყებრივ რეესტრში. 3. ელექტრონული უწყებრივი რეესტრის მონაცემების წაშლა აკრძალულია. 4. ყოველ სამ თვეში ერთხელ უნდა განხორციელდეს ელექტრონულ უწყებრივ რეესტრში დაცული ინფორმაციის სარეზერვო კოპირება. მუხლი 9🔗. მაიონებელი გამოსხივების წყაროების, ნარჩენების და ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული მხარეების ვალდებულებები          1. დეპარტამენტი ვალდებულია: ა) შეაგროვოს, დაარეგისტრიროს და ერთიან სისტემაში მოიყვანოს უწყებრივი რეესტრისათვის საჭირო ინფორმაცია; ბ) ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება შეიტანოს უწყებრივ რეესტრში; გ) დაიცვას უწყებრივი რეესტრის ინფორმაციის, საბუთების და სარეზერვო არქივების უსაფრთხოება; დ) დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების თანახმად. 2. ლიცენზიის მფლობელი  ვალდებულია: ა) დოკუმენტურად შეინახოს ყველა ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებლია ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან, ასევე, მის მფლობელობაში არსებულ მაიონებელი გამოსხივების წყაროებსა და წარმოქმნილ ნარჩენებზე; ბ) უზრუნველყოს მაიონებელი გამოსხივების წყაროს მარკირება დეპარტამენტის მიერ გაცემული სარეგისტრაციო ნომრით: ბ.ა) დახურული/ღია რადიოაქტიური წყაროს შემთხვევაში - დამცავი კონტეინერის ზედაპირზე; ბ.ბ) მაიონებელი გამოსხივების გენერატორისა და ასოცირებული დანადგარის შემთხვევაში - აპარატის გარე კორპუსის ზედაპირზე; ბ.გ) რადიოაქტიური ნარჩენის შემთხვევაში - შეფუთვის ზედაპირზე; გ) დეპარტამენტს მიაწოდოს მაიონებელი გამოსხივების წყაროს ისეთი ფოტოსურათები, რომლებზეც ნათლად ჩანს მარკირება სარეგისტრაციო ნომრით. მუხლი 10🔗. დაშვება ინფორმაციაზე და უსაფრთხოება 1. უწყებრივ რეესტრში დაცული ინფორმაცია კონფიდენციალურია. 2. ლიცენზიის მფლობელს შეუძლია გაეცნოს უწყებრივ რეესტრში დაცულ ინფორმაციას მხოლოდ მის კუთვნილებაში არსებული წყაროების, ნარჩენების და გაცემული ლიცენზიის/ნებართვის საბუთების შესახებ. 3. უწყებრივ რეესტრში დაცული ინფორმაციის გადაცემა შესაძლებელია საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. 4. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება ელექტრონული უწყებრივი რეესტრის ადმინისტრატორი, ოპერატორი და მათი ფუნქციები, აგრეთვე, სამინისტროს თანამშრომლების უწყებრივ რეესტრში წვდომის სხვადასხვა დონე. 5. ელექტრონულ უწყებრივ რეესტრში არსებული ინფორმაცია  დაცული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 6. უწყებრივი რეესტრის ინფორმაციის გავრცელება, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აკრძალულია. მუხლი 11🔗.  ინფორმაციის სიზუსტე სამინისტრო უფლებამოსილია, გადაამოწმოს ლიცენზიის მფლობელის ან ლიცენზიის მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტე, ამ მიზნით განახორციელოს ინსპექტირება და საჭიროების შემთხვევაში, განაახლოს უწყებრივი რეესტრის მონაცემები.