თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის უსასყიდლოდ განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.12.2014
ძალის დაკარგვა 27.02.2018
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.126.016131
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გურგენიძე | თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის უსასყიდლოდ განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №46
2014 წლის 22 დეკემბერი
ქ. თერჯოლა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის უსასყიდლოდ განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის უსასყიდლოდ განკარგვის წესი თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ გურგენიძე
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის უსასყიდლოდ განკარგვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესი განსაზღვრავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის განკარგვის პირობებს.
მუხლი 2🔗.
საშეშე და სამასალე მერქნის მიმღები ოჯახების კატეგორია
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე მერქანი უსასყიდლოდ გადაეცემა სოფლის ამბულატორიებს და თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს.
2. ამ მუხლის პირველ პუქტში აღნიშნული სოციალურად გაჭირვებული ოჯახებია: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, ასევე, მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი, მარტოხელა პენსიონერთა, მრავალშვილიანთა, მძიმე ავადმყოფთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ ან დასახიჩრებულ მეომართა ოჯახები.
3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სამასალე მერქანი უსასყიდლოდ გადაეცემა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც სტიქიური მოვლენების შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებია: მიწისძვრის, მეწყერის, ღვარცოფის, წყალდიდობის, ხანძრის, ქარიშხლის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები.
მუხლი 3🔗.
საშეშე და სამასალე მერქნის განკარგვის პირობები
1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში აღნიშნული ოჯახი (ოჯახის უფლებამოსილი წევრი) შესაბამისი განცხადებით მიმართავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელს. განცხადებას თან უნდა დაერთოს ნებისმიერი დოკუმენტი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, პენსიის, მძიმე ავადმყოფობის, მრავალშვილიანობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპვის ან დასახიჩრების შესახებ დოკუმენტი და სხვა დოკუმენტი) რომელიც ასახავს ოჯახის სოციალურ პირობებს, ან სტიქიური მოვლენის შედედად საცხოვრებელი სახლის დაზიანების ფაქტს.
2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის განკარგვის მიზნით თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით იქმნება სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შესაძლებელია შევიდეს საზოგადოების სხვადასხავა სფეროს წარმომადგენლები.
3. კომისია განიხილავს ამ წესის პირველ პუნქტში აღნიშნულ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას, ადგილზე მისვლით ამოწმებს ოჯახის სოციალურ პირობებს ან სტიქიური მოვლენის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას და ადგენს შესაბამის დასკვნას განცხადების დაკმაყოფილების ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განცხადების დაკმაყოფილების შესახებ კომისიის დასკვნაში აღნიშნული უნდა იყოს განმცხადებლისათვის გადასაცემი საშეშე ან სამასალე მერქნის მოცულობა.
4. კომისიის დასკვნა შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს, რომელიც კომისიის დასკვნის საფუძველზე ამზადებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტს საშეშე/სამასალე მერქნის განმცხადებლისათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
5. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების გამოცემის შემდეგ, საშეშე ან სამასალე მერქნის განმცხადებლისათვის გადაცემა ხდება კომისიასა და განმცხადებელს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
6. სოფლის ამბულატორიებს საშეშე მერქანი გადაეცემა უსაყიდლოდ ამბულატორიის ხელმძღვანელის წერილობითი მომართვის საფუძველზე ამ წესის დებულებების გათვალისწინებით.