სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4648
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2014 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაქვეყნებლად გიგზავნით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2014 წლის ანგარიშს საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით:

2014 წლის პირველი იანვრიდან დღეის მდგომარეობით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით წარმოდგენილ იქნა 26 განცხადება, აქედან 25 დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო 1 დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დოკუმენტის ვერმოძიების გამო.

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ საჯარო ინფორმაციაზე არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას.

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის  მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შემთხვევები არ ყოფილა;

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკაშირებთ, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არ უთქვამს უარი. ასევე, კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა, ასევე კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილების ფაქტი არ ყოფილა, შესაბამისად , გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები და მათ შორის, მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდა არ დაკისრებია.

საჯარო ინფორმაციის გაცემისას სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

თავმჯდომარე

ლევან რაზმაძე