⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.03.2018)
გაუქმებულია:

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.12.2014
ძალის დაკარგვა 16.03.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 020080160.35.148.016242
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 990 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.12.2014 მიღება
16.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (7)
1 2
17 18
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კონსტანტინე თავზარაშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
საქმეთა დასახელება
თანამ დებობა სახელი
დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ოქმები შენიშვნა
დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის №
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 2014 წლის 19 დეკემბერი ქ. გორი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის თანდართული ფორმა №1 დანართის თანახმად.  ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა  №2 დანართის თნახმად. გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი  №3 დანართის თნახმად. დ) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტი  №4 დანართის თნახმად. მუხლი 2🔗 გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება. მუხლი 3🔗 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოება, ოქმის შედგენა, და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება უზრუნველყოს გორის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი დანართი №1 ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ოქმი № __________________________________           „ ____“   ______________  2014   წ.    ____   ____ სთ          (ოქმის  შედგენის  ადგილი)                                                  (ოქმის  შედგენის  დრო) ______________________________________________________________________________________  __________________________    გორის მუნიციპალიტეტის  გამგეობა _________________________ _______________________________________________________________________________________ (ოქმის  შემდგენლის  თანამდებობა, სამხედრო წოდება,  სახელი,  მამის  სახელი, გვარი)  მონაცემები  სამართალდამრღვევის შესახებ __________________________________________ _______________________________________________________________________________________ (სამხედრო წოდება, თანამდებობა, სახელი,  გვარი, პირადობის  დამადასტურებელი მოწმობის  რეკვიზიტები,  დაბადების  ადგილი,  თარიღი,  განათლება და საცხოვრებელი  ადგილის მისამართი)   ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის  შესახებ ____________ ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________                                                                      (ადგილი, დრო, არსი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი _____________________________________ ____________________________________________________________________________________                                                                    (მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი) მოწმე (თუ  არის): 1.   ________________________________ /__________   ___________________/  2. ________________________________________/ ____________________________/ (სახელი, მამის სახელი გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი №)        (ხელმოწერა) დაზარალებული (თუ არის): 1.______________________________________________________     2.________________________________________________________/  ____________________/ (სახელი, მამის სახელი,გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი №)                   (ხელმოწერა) სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტებები:  ______________________________________________ ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები:____________________________________________    ____________________________________________________________________________________ ადმნისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა -განმარტებანი, წარადგინოს  მტკი-ცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ    ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის შესახებ მიღებული    დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  საქმე  განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ   პასუხისგებაში .პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთვაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის   განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების  თაობაზე. შენიშვნები ოქმის შინაარსის შესახებ (შენიშვნის შინაარსი):  _______________________________ ____________________________________________________________________________________ სამართალდამრღვევი:____________________________/____________________________ /                                        (ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა)             (თარიღი -----) ოქმის შემდგენელი: _______________________________ /    _______________________ /                                                  (სახელი, გვარი,   ხელმოწერა)                         (თარიღი------------) . დანართი №2 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი № გაცემის თარიღი ოქმის № ოქმის გამცემი ოქმის მიმღები შედგენილი ოქმები თანამ დებობა სახელი გვარი ხელმო წერა თანამ დებობა სახელი გვარი ხელმო წერა ოქმის № თანამ დებობა სახელი გვარი ხელმო წერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ოქმები შენიშვნა დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის № ოქმის № თანამდებობა სახელი გვარი 17 18 19 20 21 22 23 დანართი №3 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. აღნიშნული წესი შემუშავებულია საქართველოს კანონის  „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 2. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (შემდგომში – ოქმი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე. მუხლი 2🔗. ოქმის მომარაგება, გაცემა და დაბრუნება 1. ოქმის შეკვეთას მუნიციპალიტეტი აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 2. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. 3. ოქმების გაცემა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ზედამხედველობის სამსახურის ან იურიდიული სამსახურის (შემდგომში – სამსახური)  წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.  4. ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში. მუხლი 3🔗. ოქმების შენახვა 1. ოქმების შენახვა ხორციელდება საქართველოს კანონის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“  მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 2. სათავსო, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 3. ოქმები ინახება ამ ფორმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან ან პირებთან. მუხლი 4🔗. ოქმების შევსება და წარმოება 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს უფლებამოსილი პირები ავსებენ სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას. 2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება: ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ; დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში; ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება; თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. 4. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. 5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში. 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში. 7. ოქმი, მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. დანართი №4 აქტი № გორის მუნიციპალიტეტი ---- ----------------- 20--- წ. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის შესახებ № საქმეთა დასახელება რაოდენობა ოქმის ექსკლუზიური № ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმების ჩამოწერის სისწორეს ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ------------------------------- ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი -----------------------------