სსიპ-ქალაქ ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ ქალაქ ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2014 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის " ინფორმაციის თავისუფლების " თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე :

ა) რესურსცენტრში შემოვიდა 6 განცხადება  საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე.

ბ) დაკმაყოფილდა 6 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. უარის თქმის შესახებ არცერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. ასევე  არ შემოსულა მოთხოვნა საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე. პერსონალური მონცემების სხისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.

დ) 2014 წლის საანგარიშო პერიოდში ქალაქ ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დასაქმებულთა მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

ე) რესურსცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის "ზ" პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ  ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ რესურსცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა და შესაბამისად არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.

ამასთან ქალაქ ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2014 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

6

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

0

პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

 

გიორგი კობახიძე

ქალაქ ქარელის

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი