ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №165
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016288
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესის დამტკიცების შესახებ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების შესახებ ბიოლოგიური ნიმუშის აღების, განადგურების, ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირების, გენეტიკური პროფილის დამუშავებისა და გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №165
2014 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის შესახებ“ დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი
დებულება
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის შესახებ
მუხლი 1🔗
1.
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის (შემდგომში - ერთიანი რეესტრი) შესახებ დებულებით (შემდგომში - დებულება) განისაზღვრება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის წარმოების წესი.
2.
ამ დებულებაში გამოყენებული ტერმინი „ინსერტი“ - ნიშნავს დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ) ფრაგმენტს, რომელიც ინტეგრირებულია კლონირების ვექტორში.
3.
ამ დებულებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა.
მუხლი 2🔗
1.
ერთიანი რეესტრი იწარმოება დოკუმენტური (მატერიალური) და ელექტრონული ფორმით. ერთიანი რეესტრის ელექტრონული ვერსია განთავსებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ვებ-გვერდზე.
2.
ერთიან რეესტრში შეიტანება:
ა)
ინფორმაცია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების შესახებ;
ბ)
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობები, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა დაშვებულია საბაზრო ქსელში განთავსების მიზნით.
3.
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში ინფორმაციის მიღებიდან 2 დღის ვადაში ერთიან რეესტრში შეიტანება:
ა)
ინფორმაცია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების საბაზრო ქსელში განთავსებისთვის ან ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისათვის სამინისტროში წარდგენილი განაცხადის/შეტყობინების (განმცხადებლის/შეტყობინების შემტანი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები) და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ;
ბ)
განაცხადის/შეტყობინების/განცხადების სარეგისტრაციო ნომერი;
გ)
შესაბამისი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სრული დასახელება;
დ)
ინფორმაცია შესაბამისი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენების მიზნების შესახებ;
ე)
ინფორმაცია პირების შესახებ, რომელთაც მიიღეს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია ან სამინისტროს წერილობითი დადასტურება განზრახული საქმიანობის უსაფრთხოების პირველ კლასთან შესაბამისობის/შეუსაბამობის შესახებ ან თანხმობა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე;
ვ)
ინფორმაცია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემის ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესახებ, რომელშიც აღწერილია შესაბამისი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ზოგადი მახასიათებლები და მითითებულია ლიცენზიის მიმღები;
ზ)
ინფორმაცია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის წარმოების ადგილის და მის წარმოებაში მონაწილე პირების შესახებ, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის აღწერილობა და ზოგადი მახასიათებლები;
თ)
ცნობები შესაბამისი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მახასიათებლების, ადგილმდებარეობის და საქმიანობის განმახორციელებლის შესახებ – მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას;
ი)
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მონაცემები, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებასთან დაკავშირებით.
4.
ერთიანი რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 3🔗
დებულების მე-2 მუხლი გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად, ერთიან რეესტრში, 2 დღის ვადაში, შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:
ა)
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების შემთხვევაში:
ა.ა)
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების შესახებ ლიცენზიის ნომერი;
ა.ბ)
საქმიანობის განმახორციელებლის იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი;
ა.გ)
საქმიანობის განმახორციელებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის ინფორმაცია პროექტის ხელმძღვანელის შესახებ და საკონტაქტო ინფორმაცია;
ა.დ)
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სარეგისტრაციო ნომერი, დასახელება და მახასიათებლები.
ბ)
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში განთავსების შემთხვევაში:
ბ.ა)
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მწარმოებლის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი;
ბ.ბ)
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტიორის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი;
ბ.გ)
ინფორმაცია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესახებ;
ბ.დ)
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გავრცელებული (ასევე, სამეცნიერო) დასახლება, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მიმღები/მასპინძელი ორგანიზმის ან შესაბამის შემთხვევაში, მშობელი ორგანიზმის დასახელება;
ბ.ე)
ინფორმაცია ინსერტის შესახებ, მათ შორის:
ბ.ე.ა)
ინფორმაცია ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის (სიქვენსი) შესახებ, რომელიც გამოიყენება დეტექციისათვის, სადაც საჭიროა ინფორმაცია ინსერტის მთლიანი თანმიმდევრობის, ასევე, მასპინძლის გენომში მომიჯნავე რეგიონების თანმიმდევრობების შესახებ. ასევე, ინფორმაცია ინსერტის საიდენტიფიკაციო ნომრის შესახებ, რომელიც გამოიყენება მონაცემთა ბაზაში აღნიშნული ინსერტის მოსაძიებლად;
ბ.ე.ბ)
ინსერტირებული დნმ-ის დეტალური რუკა, ყველა გენეტიკური ელემენტის, მაკოდირებელი და არამაკოდირებელი რეგიონების ჩათვლით;
ბ.ვ)
ინფორმაცია დეტექციისა და იდენტიფიცირების მეთოდების შესახებ, მათ შორის დეტექციისა და იდენტიფიცირების ტექნიკის აღწერა;
ბ.ზ)
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში განთავსების პირობები და შეზღუდვები;
ბ.თ)
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სარეგისტრაციო ნომერი, რეგისტრაციის თარიღი, რეგისტრაციის ვადა.
გ)
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებისას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე სამინისტროს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის სარეგისტრაციო ნომერი.
მუხლი 4🔗
1.
ერთიანი რეესტრი საჯარო დოკუმენტია.
2.
ერთიან რეესტრში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, სამინისტრო უზრუნველყოფს ერთიანი რეესტრის ინტერნეტის მეშვეობით ხელმისაწვდომობას.
მუხლი 5🔗
სამინისტრო ვალდებულია:
ა)
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ამოიღოს ერთიანი რეესტრიდან - საქართველოს საბაზრო ქსელში დაშვების ვადის გასვლის ან რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში;
ბ)
ერთიან რეესტრში განათავსოს ინფორმაცია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაციის დროებითი შეჩერების და რეგისტრაციის შეჩერების მიზეზის შესახებ.
გ)
განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოქმედებები, ერთიანი რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით.