📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.12.2014
ძალის დაკარგვა 01.12.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19-75
სარეგისტრაციო კოდი 330120000.35.101.016061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,457 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.12.2014 მიღება
01.12.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ                ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება№19-75 2014 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის,  „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე აქტის გამოცემის წესი თანდართული რედაქციით. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილება. 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი მუხლი 1🔗. თანხმობის გაცემას დაქვემდებარებული ხაზობრივი ნაგებობები/სამუშაოები 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია: ა) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს), იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება, რომელიც საჭიროებს ტრანშეის მოწყობას; ბ) III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი; გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოება (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზისმოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/დასხვასახის თანხმობა; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეარსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე (კავშირგაბმულობის ხაზები, გაზსადენის, წყალსადენის, წყალარინების მილების და ა.შ.) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ მუხლის1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებასა დაარსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო). 4. ამ წესით გათვალისწინებული კომპეტენციის განხორციელებისას, სააგენტო უფლებამოსილია ყველა საჭირო დოკუმენტაციის შექმნა/გაცემა განახორციელოს როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, ასევე მოითხოვოს საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს ინტერნეტსაიტის მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ იურიდიული ძალა ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე. 5. სააგენტო უფლებამოსილია ამ დადგენილებით გათვალისწინებული აქტების გამოცემისას, განმცხადებელს კანონმდებლობის ან/და ამ წესის შესაბამისად, დაუწესოს შეზღუდვები ან/და სხვა პირობები. 6. ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის (აქტის) შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეს აქტის გაცნობისა და სამუშაოების დაწყებისათვის განესაზღვრება ვადა სააგენტოს მიერ აქტის გამოცემიდან 30 კალენდარული დღის ოდენობით. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ ვადაში დაინტერესებული მხარე აქტს არ გაეცნობა, იგი ჩაითვლება ძალადაკარგულად და თანხმობის მისაღებად დაინტერესებულმა მხარემ სააგენტოსუნდა მიმართოსახალი განაცხადით. მუხლი 2🔗. პასუხისმგებლობა 1. ამ წესის შესაბამისად სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაციის სისწორეზე, შესრულებული სამუშაოების ან/და არსებული ნაგებობების უსაფრთხოებაზე, ტექნიკურ გამართულობაზე, შემდგომ უსაფრთხო ექსპლუატაციაზე და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი (სამუშაოს მწარმოებელი,  ნაგებობის მფლობელი ან სხვა უფლებამოსილი პირი). 2. ამ წესის ან/და სააგენტოს მიერ დადგენილი პირობების დარღვევა ან ამ წესით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებიდან ან პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანილი ტერიტორიის 1 წლის ვადაში დაზიანება ან/და ჩავარდნა ჩაითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 152​3 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევად  და გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას, ხოლო დამდგარი ზიანის ანაზღაურება განხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 40​1 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებას ახორციელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებული ტერიტორია არ არის მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში ან/და არასათანადოდ არის აღდგენილი, დამრღვევს დარღვევის გამოსაწორებლად განესაზღვრება ვადა, არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ვალდებულია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, უზრუნველყოს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნაგებობის განთავსებისთვის/სამუშაოების წარმოებისთვის გაცემული თანხმობის პირობების დარღვევით ან ამ სამუშაოების თვითნებურად წარმოების შედეგად დამდგარი უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა (კერძოდ: დაზიანებული საფარის აღდგენა/პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა). 6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციისა და მათი საფასურის განმსაზღვრელი  დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური დამრღვევს დააკისრებს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. მუხლი 3🔗. თანხმობა ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე 1. ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შესახებ თანხმობის მიღებისთვის დაინტერესებული პირი სააგენტოს მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მუშაპროექტი, შეთანხმებული მიწისქვეშა კომუნიკაციის მფლობელებთან; გ) საპროექტო ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი (ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმით); დ) გამოსაყენებელი ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა. 2. გარდა ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციისა, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/მასალის წარმოდგენა. 3. სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების/შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა დაადგენს ოქმს. 4. იმ შემთხვევაში, თუ ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟისთვის გათვალისწინებულია სამუშაოების წარმოება სატრანსპორტო საშუალებების ინტენსიური მოძრაობის მონაკვეთზე, ან საპატრულო პოლიციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ელექტრონულად მოთხოვნილია/დადგენილია საგზაო მოძრაობის სქემის საჭიროება, სააგენტო შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში, ამზადებს  დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემას. სააგენტო უფლებამოსილია დამზადებული  დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემას შეათანხმოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან -ელექტრონულად. 5. იმ შემთხვევაში, თუ ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟისათვის პროექტით გათვალისწინებულია საჰაერო სივრცის გამოყენება და ამ მიზნით საყრდენების მოწყობა,  სააგენტო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისგან (შემდგომში - არქიტექტურის სამსახური)  გამოითხოვს სარეკომენდაციო ხასიათის წერილობით პოზიციას ან ელექტრონულად ათანხმებს მასთან საყრდენის მოწყობის მიზნით ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით  საზოგადოებრივი სივრცისგამოყენების მიზანშეწონილობისსაკითხს. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმით განსაზღვრული პირობების მხედველობაში მიღებით სააგენტო გამოსცემს აქტს: ა) ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის შესახებ; ბ) ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემაზე უარის შესახებ. 7. იმ შემთხვევაში, თუკი საკითხის შესწავლა საჭიროებს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ვადაზე მეტ დროს, სააგენტო გამოსცემს აქტს განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ და აწვდის განმცხადებელს ინფორმაციას საკითხის დამატებით განხილვის/შესწავლის საჭიროების თაობაზე. 8. თუ სააგენტო განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დაადგენს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულია ან არ შეესაბამება მოთხოვნილ სამუშაოთა მოცულობას, განმცხადებელს აცნობებს ხარვეზის თაობაზე და ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას არანაკლებ 5 დღის ვადით. მუხლი 4🔗. ხაზობრივი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები  1. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული თანხმობა შესაძლებელია გაცემული იქნას შემდეგი შეზღუდვით ან/და პირობით: ა)ასფალტის საფარი უნდა გაიჭრას ფრეზის ან ხერხის გამოყენებით; ბ) სავალ ნაწილზე კომუნიკაციის ქსელის ჩადება მოხდეს ტექნიკური ნორმებით დასაშვებ სიღრმეზე და გატარდეს გარცმის მილში; გ) სატრანსპორტო საშუალებათა ინტენსიური მოძრაობის მონაკვეთში სამუშაოების წარმოება განხორციელდეს ღამის საათებში (00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე). სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი აღდგეს სამუშაოს დაწყებიდან სააგენტოს მიერ განსაზღვრულ  ვადაში; დ)თხრილის დამუშავებისას გრუნტი გატანილ იქნას ამოღებისთანავე. ზემოაღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში განმცხადებელს დაეკისრება ადმინისტრაციული სახდელი „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ 146​2  მუხლის შესაბამისად; ე) 60 სმ-ის სიღრმის ქვემოთ თხრილი უნდა შეივსოს ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით (მაქსიმალურიზომა 120მმ. ფრაქციით) ხოლო 60 სმ-ისზემოთშეივსოს ფრაქციულიღორღით (0მმ-40მმფრაქციით), მოყვანილ იქნას ოპტიმალურ ტენიანობამდე და დაიტკეპნოს 20 სმ-იან ფენებად ვიბრომტკეპნის საშუალებით, რომლის შემდგომ ზედაპირი დამუშავდეს 300-450 გრ/მ​2 ოდენობი სბიტუმის ემულსიით; ვ) ჩაჭრილ სწორ კუთხოვან ნაწიბურებზე მისი გასუფთავების შემდეგ მოეწყოს თვითწებვადი ბიტუმისლენტიან დამუშავდეს თხევადი მოდიფიცირებული ბიტუმით. ამის შემდეგ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა მოეწყოს ასფალტის საფარი არსებული კონსტრუქციის შესაბამისად, ფენებს შორის 250-350 გრ/მ2 ბიტუმის ემულსიის მოსხმით; ზ) ქუჩის გადაკვეთა მოხდეს გვირაბული მეთოდით; თ) სავალი ნაწილის განივი კვეთისას, ასფალტის საფარი აღდგეს და სამუშაოების დასრულებისთანავე მოყვანილ იქნას პირვანდელ მდგომარეობაში. ი) საავტომობილო სავალი გზის ასფალტბეტონის საფარის აღდგენა განხორციელდეს არსებული ფენების შესაბამისად, ორ ფენად (6ს.მ. + 4 ს. მ.), სრული ნორმების დაცვით, სპეციალური ტექნიკის საშუალებით. კ) ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოსახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნას არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით; ლ) გრუნტისსაფარიან (და გამწვანების) ზოლში სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტერიტორია მოყვანილ იქნას პირვანდელ მდგომარეობაში; მ) ახალი ჭის მონტაჟის დროს, ჭის ხუფის ზედა ნიშნული მოყვანილ უნდა იყოს არსებული საფარის ნიშნულზე; ნ) ქვაფენილით (მოკირწყვლით, ბეტონით, ფილებით) საფარის მოწყობის დროს, ტროტუარის პროფილი მოეწყოს ისე, რომ გათვალისწინებულ იქნას წყლის მოცილება, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება; ო) ქვაფენილით (მოკირწყვლით, ბეტონით, ფილებით) მოპირკეთებული საფარი, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოყვანილ იქნას პირვანდელ მდგომარეობაში; პ) პროექტი შეთანხმდეს ყველა მიწისქვეშა კომუნიკაციის მფლობელთან (საჭიროების შემთხვევაში მიწის იმ ყველამფლობელთან, სადაც უნდა გაიაროს ხაზობრივმა ნაგებობამ); ჟ) სამუშაოს დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში აღდგენილი ასფალტობეტონის საფარის ჯდენის ან სხვა სახის ხარვეზის გამოვლენისას იგი გამოსწორებულ უნდა იქნეს განმცხადებლის ხარჯებით შეტყობინებიდან 10 (ათი) დღის ვადაში; რ)ტრანსპორტის და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოძრაობის უსაფრთხოების სქემა შეთანხმდეს ქ. თბილისის საპატრულო პოლიციასთან; ს) სამუშაოების შესრულება შეთანხმდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან; ტ) სამუშაოთა წარმოების ადგილას მოეწყოს საინფორმაციო აბრა შემსრულებელი ორგანიზაციის სახელწოდებისა და ტელეფონის მითითებით; უ) იმ შემთხვევაში თუ სამუშაოების წარმოება ხორციელდება ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ მონაკვეთზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაო ზონა უნდა შემოიფარგლოს დამცავი ჯებირით, ხოლო ღამის პერიოდში ასევე მოციმციმე სასიგნალო ნათურებით. სამუშაოების წარმოების ადგილზე უნდა განთავსდეს სამუშაოების წარმოებისა და მოძრაობის მაჩვენებელი შესაბამისი ნიშნები; ფ) სატრანსპორტო საშუალებათა სავალი ნაწილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოციმციმე სასიგნალო ნათურებით და გამაფრთხილებელი თანამედროვე საგზაო ნიშნებით; ქ) სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები ეცნობოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს; ღ) სამუშაოების წარმოების დაწყება წინასწარ ეცნობოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო ნაწილს ტელეფონოგრამის სახით. ყ)სამუშაოების წარმოება განხორციელდეს უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. ტექნიკური პირობების და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისროს სამუშაოების მწარმოებელს. 2. სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა. მუხლი 5🔗. თანხმობა სამუშაოების წარმოებაზე 1. ამ წესის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის მისაღებად დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) საპროექტო ნაგებობის ესკიზური ნახაზი/ფოტომონტაჟი/პროექტი; გ) გამოსაყენებელი ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა; დ) გამოსაყენებელი ტერიტორიის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი (ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმით). 2. გარდა ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციისა, სააგენტომ განმცხადებელს შესაძლებელია მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/მასალის წარმოდგენა. 3. მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის ან/და შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მონტაჟის სამუშაოების წარმოებაზე განცხადების წარმომდგენმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად სააგენტოს უნდა წარუდგინოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა და არსებობის შემთხვევაში მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი, რომლითაც გათვალისწინებულია შესაბამისი მშენებლობის განხორციელებისთვის დროებითი ღობე/ხარაჩო. სააგენტო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისგან (შემდგომში - არქიტექტურის სამსახური)  გამოითხოვს სარეკომენდაციო ხასიათის წერილობით პოზიციას ან ელექტრონულად ათანხმებს მასთან დროებითი ღობის/ხარაჩოს მონტაჟის ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით ტერიტორიის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე. 4. საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე გზის მოსაწყობად თანხმობის მისაღებად განმცხადებელი პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად სააგენტოს წარუდგენს არქიტექტურის სამსახურის ქალაქგეგმარებით დასკვნას  ან სააგენტო არქიტექტურის სამსახურისგან წერილობითა ან ელექტრონული ფორმით გამოითხოვს პოზიციას საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე გზის მოწყობასთან დაკავშირებით. 5. იმ შემთხვევაში, თუ ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟისთვის გათვალისწინებულია სამუშაოების წარმოება სატრანსპორტო საშუალებების ინტენსიური მოძრაობის მონაკვეთზე, ან საპატრულო პოლიციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ელექტრონულად მოთხოვნილია/დადგენილია საგზაო მოძრაობის სქემის საჭიროება, სააგენტო შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში, ამზადებს  დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემას. სააგენტო უფლებამოსილია დამზადებული  დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემა შეათანხმოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან -ელექტრონულად. 6. სააგენტოს მიერ გაცემული აქტით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის ამოწურვამდე დაინტერესებულ პირს შეუძლია, სამუშაოთა წარმოების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართოს სააგენტოს. ამ შემთხვევაში, ახალი აქტის გამოცემა ხორციელდება  „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-74  დადგენილებით დამტკიცებული წესით. 7. სააგენტოს მიერ შეთანხმებულ პროექტში ცვლილების შეტანა შესაძლებელია სამუშაოს წარმოების/ხაზობრივი ნაგებობის განსათავსებლად განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე. დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს სამუშაოს წარმოების პირობების ცვლილება ან/და შეთანხმებულ პროექტში კორექტირების შეტანა. მუხლი 6🔗. სამუშაოთა წარმოება ავარიის/გადაუდებელი აუცილებლობისას 1. წინამდებარე წესის პირველი მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელთა წარმოებაც განპირობებულია ავარიით ან/და გადაუდებელი აუცილებლობით და თუ სამუშაოსთვის გამოსაყენებელი ტერიტორიის ფართობი არ სცილდება 10 გრძივ ან 10 კვადრატულ მეტრს, შესაძლებელია, განხორციელდეს სააგენტოს თანხმობისა და შესაბამისი მომსახურების საფასურის გარეშე. სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია, სამუშაოთა დაწყებამდე წერილობით შეატყობინოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს სამუშაოთა დაწყებიდან ერთი კვირისა სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია წერილობითი ან/დაელექტრონული ფორმით. 2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებული ტერიტორიაზე საფარი ან/და მოიყვანოს იგი პირვანდელ მდგომარეობაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისთვის შეტყობინებიდან ათი კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ სამუშაოთა სირთულის გამო ამ ვადაში შეუძლებელია აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება,  სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს წარუდგინოს მოტივირებული წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დამატებით, არა უმეტეს ათ კალენდარულ დღეში, განხორციელების  შესახებ. მუხლი 7🔗. ხაზობრივი ნაგებობების შემდგომი გამოყენება 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე, აგრეთვე იმ ბოძებზე, რომელთა განთავსებაც აუცილებელია ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟისთვის, საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ხოლო ტერიტორია, რომელზეც განთავსებულია ნაგებობა, რჩება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. 2. საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის სააგენტო თანხმობას გასცემს როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა ხაზობრივ ნაგებობებზე, რომელთა განთავსებისთვისაც საჭიროა ტრანშეის მოწყობა. მუხლი 8🔗. საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადებასთან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი (ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმით); გ) ორთოფოტო ხაზობრივი ნაგებობის ტრაექტორიის ზუსტი მონიშვნით (ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმით); დ) ხაზობრივი ნაგებობის განთავსების ტერიტორიის ამსახველი ფოტო-მასალა; ე) ხაზობრივ ნაგებობასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაცია; ვ) უფლებამოსილი ორგანოების/დაწესებულებების მიერ ხაზობრივ ნაგებობასთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტაცია არსებობის შემთხვევაში; ზ) დაინტერესებული პირის მიერ ხაზობრივი ნაგებობით სარგებლობის ან/და მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; თ) სააგენტოს მოთხოვნით გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაცია/მასალა. მუხლი 9🔗. ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის შეზღუდვები და პირობები 1. სამუშაოების წარმოებაზე/ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, სააგენტოს თანხმობა გაიცემა ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში ხაზობრივი ნაგებობის გასხვისების შეზღუდვის პირობით. 2. საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის თანხმობა არ გაიცემა: ა) თუ ხაზობრივი ნაგებობის სიგრძე არ აღემატება 200 გრძივ მეტრს. ბ) თუ არ არის დასრულებული ან არასათანადოდ არის დასრულებული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების სამუშაოები. 3. სამუშაოების წარმოებაზე/ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის არსებობის შემთხვევაში, თუ დარღვეულია ხაზობრივი ნაგებობის აქტით განსაზღვრული ტრაექტორია, სააგენტო გასცემს რეგისტრაციაზე თანხმობას, რის შემდეგაც ატყობინებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დარღვევის შესახებ. რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემა არ ათავისუფლებს დამრღვევს კანონმდებლობით განსაზღვრული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. 4. ხაზობრივი ნაგებობის რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემა არ ათავისუფლებს განმცხადებელს ხაზობრივი ნაგებობისთვის გამოყენებული საზოგადოებრივი სივრცის ან/და ტერიტორიის შემდგომი მოვლა–აღდგენის ვალდებულებისაგან, თუ მოვლა/აღდგენითი სამუშაოების წარმოების აუცილებლობა განპირობებულია განმცხადებლის მიერ წარმოებული სამუშაოებით. 5. საზოგადოებრივ სივრცესა ან/და ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობის განთავსების ადგილას ინფრასტრუქტურის მოწყობის ან სხვა სამუშაოების წარმოების აუცილებლობისას, მთავრობა ან მის მიერ სააგენტო უფლებამოსილია ნაგებობის მესაკუთრეს/მფლობელს მოსთხოვოს ნაგებობის კონფიგურაციის ცვლილება, გადატანა ან დემონტაჟი მესაკუთრის/მფლობელის ხარჯებით. ხაზობრივი ნაგებობის კონფიგურაციის ცვლილება, გადატანა ან დემონტაჟი უნდა აისახოს სააგენტოს მიერ გაცემულ თანხმობასა და საჯარო რეესტრის მონაცემებში. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებისა და პირობების დარღვევა  წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს, რაც საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. მუხლი 10🔗. მომსახურების საფასური ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების საფასური დადგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-74 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის და ვადების განმსაზღვრელი წესით“.