📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2016
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №61
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016239
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 571 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.2014 მიღება
01.01.2015 ძალაში შესვლა
01.01.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №61 2014 წლის 23 დეკემბერი ქ. ამბროლაური ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3  და მე-4 პუნქტების, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ნოემბრის N52 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 20/11/2014; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016230). მუხლი 3🔗 დადგენილება  ძალაში შევიდეს  2015 წლის 1 იანვრიდან. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი დანართი №1 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (არანაკლებ ექვსი თვისა)  მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პროგრამას. 2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით. მუხლი 2🔗. სამედიცინო მომსახურების სახეები მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები: ა) მწვავე გადაუდებელი და გეგმიური ოპერაცია (გეგმიური ოპერაცია: 0-18 წლამდე ასაკის მოზარდები;  სოციალურად დაუცველი პირები); ბ) ონკოლოგიური/სიმსივნური (ოპერაცია; ქიმიოთერაპია; სხივური თერაპია; ჰორმონოთერაპია; მედიკამენტური მკურნალობა); გ) დიალიზი; დ) კორონაროგრაფია. მუხლი 3🔗. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება სამედიცინო მომსახურებისათვის საყოველთაო და სხვა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების მოსარგებლის გადასახდელი ნაწილი დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, წლიური ლიმიტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა (გარდა დიალიზისა). მუხლი 4🔗. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტაცია 1. მოქალაქემ/წარმომადგენელმა პროგრამის მეორე მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაღვრული სამედიცინო მომსახურების  დაფინანსების მიზნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100); დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) საგარანტიო ფურცლის ასლი (სადაზღვევო კომპანიიდან) ან თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან გასაწევი სამედიცინო მომსახურების, სახელმწიფო ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების მხრიდან დაფინანსების არ არსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსების არსებობის და მისი ოდენობის შესახებ; ვ) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია პირის მუდმივად ცხოვრების შესახებ. 2. მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მწვავე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად, ბენეფიციარის სამედიცინო დიაგნოზში უფლებამოსილი პირის მიერ მითითებული უნდა იყოს „მწვავე გადაუდებელი“. 3. მე–2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გეგმიური (სოციალურად დაუცველი პირების შემთხვევაში) სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, რომ ბენეფიციარის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 001–ს. მუხლი 5🔗. დიალიზის კომპონენტის მოსარგებლეთა დახმარება 1. პროგრამის მოსარგებლედ შეიძლება დარეგისტრირდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება და მის ოჯახს არ გააჩნია საცხოვრისი იმ ქალაქში, სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“. 2. მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ბინის ქირის ან/და ტრანსპორტირების ხარჯებისათვის. 3. დაფინანსების მიღების მიზნით დაინტერესებულმა მხარემ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ)  ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100); დ) საბანკო ანგარიში; ე) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია პირის მუდმივად ცხოვრების შესახებ. მუხლი 6🔗. ფინანსური უზრუნველყოფა პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან 93 900 (ოთხმოცდაცამეტი ათას ცხრაასი) ლარის ოდენობით. მუხლი 7🔗. პროგრამის ადმინისტრირება ბრძანებას, ბენეფიციარისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხის ანაზღაურების თაობაზე გამოსცემს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სოციალური  სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის შესაბამისად.