📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.12.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19-76
სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.101.016064
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 993 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების)განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის), ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 30.12.2014 მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 08.12.2014 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 22.12.2014 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 22.12.2014 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 29.09.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19-76 2014 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, „ მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის  8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1.   დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის თანდართული წესი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-61  გადაწყვეტილება. 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად და განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების და წილების (შემდგომში – აქციები და წილები) მართვის უფლებით გადაცემის წესს. 2. აქციების და წილების მართვის უფლებით გადაცემას ახორციელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 3. აქციების და წილების მართვის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ: ა) მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოები; ბ) საქართველოს სამინისტროები და უწყებები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოები,საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები. 4. აქციებისა და წილების მართვისუფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ამწესის შესაბამისად. 5. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, რომელიც აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას მისი მართვის უფლებით გადაცემის შესახებ. 6. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის ვადას განსაზღვრავს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 7. აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის საწყისი  საფასური ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წარდგინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ,არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის 5%-ის ოდენობით. 8. წინამდებარე წესით გათვალისწინებული კომპეტენციის განხორციელებისას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება შეიქმნას და გაიცეს როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია მისი შემდგენელი/გამომცემი ორგანოს ინტერნეტსაიტის მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ იურიდიული ძალა ხელმოწერის და ბეჭდის გარეშე. მუხლი 2🔗. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის აუქციონის ორგანიზება 1. წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით. 2. აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და მაქსიმალური ფასის გადახდა. 3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. 4. აუქციონის პირობებს ადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით მართვის უფლებით გადასაცემი აქციების ან/და წილის მნიშვნელობის გათვალისწინებით. 5. აუქციონის ფორმით აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემისას აუქციონატორის მიერ მის ვებგვერდზე www.iauction.ge ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) აუქციონატორის დასახელებას; ბ) ობიექტის დასახელებას; გ) ელექტრონული აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი; დ) წილების და აქციების მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს ობიექტის მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს. ვ) ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს; ზ) ელექტრონული აუქციონის პირობებს (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში); თ) ბიჯის სიდიდეს; ი) აუქციონატორის საკონტაქტო ინფორმაციას; კ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას. 6. ამ წესით დადგენილი ელექტრონული ან საჯარო აუქციონის ჩატარების წესებით დადგენილი გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია, დამატებით, შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას აქციების საერთო რაოდენობის შესახებ, ნომინალური ღირებულების მითითებით, მუნიციპალიტეტის წილის ოდენობას სააქციო ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, საწარმოს კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებას. 7. საჭიროების შემთხვევაში, აუქციონის პირობებად შეიძლება განისაზღვროს სხვა პირობებიც, მათ შორის, დივიდენდების განაწილების წესი და ბიუჯეტის სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში). 8. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს აუქციონატორი.აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება ხდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული წესის, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესით“ დადგენილი აუქციონის ჩატარების წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.          მუხლი 3🔗. აქციების ან წილის მართვის უფლების მქონე პირის პასუხისმგებლობა 1. აქციების ან წილის მართვის უფლების მქონე პირი ქონების მესაკუთრეს მოთხოვნისთანავე წარუდგენს ინფორმაციას (ანგარიში) შესაბამისი ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე. 2. აქციების ან წილის მართვის უფლების მქონე პირს მუნიციპალიტეტის ქონების მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე უფლება არა აქვს: გაასხვისოს საკუთრებაში არსებული ან ბალანსზე რიცხული ქონება, ან უფლებრივად დატვირთოს აქციები ან წილი, ასევე, მიიღოს გადაწყვეტილებები საზოგადოების საკუთრებაში არსებული ან ბალანსზე რიცხული ქონების განკარგვის ან უფლებრივად დატვირთვის თაობაზე. ამასთან მართვის უფლების მიმღები პირი ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს საზოგადოების ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა. 3. შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში, აქციების ან წილის მართვის უფლების მიმღები იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკისრება შესაბამისი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება აუქციონის ან/და პირდაპირი განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების და სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) მართვის უფლების გადაცემის საზღაურის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც იხდის მართვის უფლების მიმღები, მართვის უფლების გადაცემის  საზღაურის გადაუხდელი თანხის 0.1%-ით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%-ით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) მართვის უფლების მიმღები პირის მიერ სხვა სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით. 4. თუ მართვის უფლების მიმღები პირი არ იხდის პირგასამტეხლოს და არ ასრულებს სააუქციონო და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს მუნიციპალიტეტის მესაკუთრეს უფლება აქვს ზემოაღნიშნული ხელშეკრულება მოშალოს ცალმხრივად. მართვის უფლების მიმღებ პირს ჩამოერთმევა აქციების ან წილის მართვის უფლება.         მუხლი 4🔗. დავათა განხილვის წესი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს (მათ შორის, და აუქციონით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სასამართლო.