აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ 2014 წლის განმავლობაში გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ
· 2014 წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა. შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია;
· საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მიზნით საარჩევნო კომისიაში მოთხოვნა არ შემოსულა;
· აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში შემოსული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილებას ღებულობს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი;
· საარჩევნო კომისიის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება/დამუშავებას ადგილი არ ჰქონია;
· საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევევბი არ დაფიქსირებულა. აგრეთვე არ მომხდარა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დადება;
· 2014 წლის მანძილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიის მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით ხარჯები არ გაწეულა.
თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე