„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოძალადეს (შემდგომში – მოძალადე) დამცავი ორდერის მოქმედების ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში ეკრძალება იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) ტარება.“.
2. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. მოძალადეს დამცავი ორდერის მოქმედების ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში ეკრძალება იარაღის შეძენა.“.
3. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი პირის მიმართ სასამართლომ გამოსცა დამცავი ორდერი – ამ ორდერის მოქმედების ან ორდერით განსაზღვრულ პერიოდში.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 მაისი.
№3144-Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.05.2006.
- როდის იქნა მიღებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.05.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3144. სარეგისტრაციო კოდი — 140.120.000.05.001.002.260.
- სად არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.05.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე, №3144, 24.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.05.001.002.260 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/26428/