⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.05.2019)
გაუქმებულია:

ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.12.2014
ძალის დაკარგვა 07.05.2019
გამომცემი ორგანო ერედვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი რიგითი №
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 829 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.12.2014 მიღება
07.05.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ ბერუაშვილი ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
რიგითი № მხარჯავი დაწესებ. პროგრამა, ღონისძიება
I II
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 2014 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.გ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 ნაწილის,   ,,საქართველოს  საბიუჯეტო კოდექსის“  საქართველოს კანონის 69-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’  საქართველოს  კანონის და 25-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი თანდართული  დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების  ცნობის ფორმა თანდართული  დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,ერედვის მუციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ’’ ერედვის მუციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 ივნისის  №11 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი დანართი №1 ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის განაწილების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის უზრუნველყოფის მიზნით. 2. ეს წესი განსაზღვრავს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების მექანიზმს.  მუხლი 2🔗. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების ძირითადი პრინციპები    1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით;    2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა დასაბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება;    3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა);    4. ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებლის (შემდგომში - ,,გამგებელი“) სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.    5. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე გამგებელი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ ქვეპროგრამის/ ღონისძიების დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელების შეცვლა, პროგრამული კოდის დამატება) პროგრამულ კლასიფიკაციაში.    6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით გამგებელი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით წარედგინება ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მუხლი 3🔗. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება 1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, მხარჯავი დაწესებულება ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების შესახებ წარუდგენს ერედვის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო-საბუჯეტო სამსახურს (შემდგომში – სამსახური) მხარჯავი დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით. წერილში აუცილებელია მოყვანილ იქნეს სათანადო არგუმენტაცია და დასაბუთება, მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ასიგნებათა გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების არსებობის თაობაზე. 2. მოთხოვნა სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით იმ საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერით, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს ასიგნებები. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. 3. სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა გამგებელს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი) ასიგნების განაწილების  თაობაზე. 4. განაწილების თაობაზე გამგებლის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამგებელი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 5. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საბიუჯეტო ორგანიზაციამ  სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულების დოკუმენტი იმ ასიგნებაზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა. 6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე,  სამსახური ამზადებს გამგებლის ბრძანების პროექტს ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. ბრძანების გამოცემის შემდეგ სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 7. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების ცნობით (დანართი №2). გეგმის ცვლილების ცნობა დგება სამ ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება  სამსახურის  საფინანსო- საბიუჯეტო განყოფილებას, მეორე  ეგზემპლარი ეგზავნება შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას. 8. ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების  ცნობით ასევე შესაძლებელია დაზუსტდეს სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების  აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გაცემა ხორციელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. 9. სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტი. 10. იმ შემთხვევაში, თუ მხარჯავ დაწესებულებას წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ასიგნების გადამეტებით სახსრები გამოეყოფა სარეზერვო ან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან, ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების ცნობის საფუძველზე, შესაბამისი თანხებით მცირდება აღნიშნული ფონდები და იზრდება წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული შესაბამისი გასაცემლები. ამ შემთხვევაში მხარჯავი დაწესებულების დაფინანსების წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გაცემა ხორციელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. დანართი №2 ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხარჯთაღრიცხვის  ცვლილების ცნობა № 201   წლის ______________________________________________________________________                                         მხარჯავი ორგანიზაციის დასახელება, ორგანიზაციული კოდი ___________________________________________________________________________________                            (ცვლილების საფუძველი – დადგენილება, განკარგულება, ბრძანება) 201    წლის ________________________________________________________________                                                 ცვლილებების შინაარსი (ათ.ლარებში) რიგითი № მხარჯავი დაწესებ. პროგრამა, ღონისძიება ორგანიზაციული კოდი ეკონომიკური  კლასიფიკაციის მუხლი დამტკიცებული გეგმა დაზუსტებული გეგმა ცვლილების თანხა +/- (გადიდებული შემცირებული) I      II III  IV 1 2 3 4 დაფარვის ან მიმართვის წყარო 1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება. 2. სარეზერვო ფონდი. 3. სხვა ცვლილება, ვალდებულების დაფარვა. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი: