ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
ძალის დაკარგვა 22.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19-64
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.016070
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.02.2018
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19-64
2014 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N10 ბრძანება.
3.
დადგენილება ძალაშია 2015 წლის 1 იანვრიდან.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის
მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის (ადმინისტრაცია და საქალაქო სამსახურები) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას.
2. სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
3. სამსახური მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
4. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების რეგისტრაციის შტამპი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები.
5. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე.
6. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას ახორციელებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერი ან/და მერის ერთ-ერთი მოადგილე.
7. სამსახურის ადგილსამყოფელია: თბილისი, შარტავას №7.
მუხლი 2🔗.
სამსახურის მიზანი, ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის მიზანია ხელი შეუწყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და მუნიციპალიტეტის მერიის გამგებლობაში არსებული სხვა სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას, შესყიდვის პროცედურების კანონიერების დაცვას, შესყიდვებში მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფას, შესყიდვების პროცესში ჯანსაღი კონკურენციის განვითარებასა და ამ პროცესის გამჭვირვალობის ამაღლებას.
2. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას.
3. სამსახურის ამოცანებია:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ, დადგენილი ფორმით წარმოდგენილი წლიური მოთხოვნების საფუძველზე, საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ბ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მეთოდური ხელმძღვანელობა;
გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ გამოცემული აქტების შესაბამისობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნებთან;
დ) სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა;
ე) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა.
4. სამსახურის ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ დადგენილი ფორმით მოწოდებული წლიური მოთხოვნების საფუძველზე. აღნიშნულ გეგმაში საჭიროებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, ცვლილებების შეტანა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება.
ბ) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურთან შეთანხმებული მოთხოვნის შესაბამისად, შესყიდვის საშუალების შერჩევა და ხელშეკრულებების მომზადება. შერჩეული საშუალების კანონმდებლობით გათვალისწინებული, დოკუმენტაციის შედგენა, შესყიდვის პროცედურების მომზადება, სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციების შესრულება და სატენდერო პროცედურების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფა;
გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულების დადგენა (განხილვა) და დაზუსტება; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენის და დაზუსტების მიზნით შიდა ან/და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების კვლევა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის შესწავლა; სამსახურში შემოსული შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულების დადგენასა და დაზუსტებასთან დაკავშირებული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიული ორგანოების (რაიონების გამგეობები) მიერ დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების რეგისტრაცია, აღრიცხვა და შენახვა;
ე) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების ცვლილებებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე შეთანხმების აქტის ან/და გადაწყვეტილებების ან გადაწყვეტილების პროექტების მომზადება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების დასაბუთებული მოთხოვნების საფუძველზე საჯარიმო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ან/და საჯარიმო სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადება და წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;
თ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზების პროცესში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ი) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე და მისი ეფექტური შესრულების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული ცალკეული დოკუმენტების (მოთხოვნის და სხვა) ფორმების შემუშავება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
კ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის მოსამსახურეთა ცოდნის გაღრმავებისა და უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით სასწავლო ღონისძიებების მოწყობა;
ლ) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიული ორგანოებისა და მერიის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევა;
მ) სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში შემოსული საჩივრის განხილვის ორგანიზება და საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების მიღება ან/და პროექტების მომზადება, სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივრების განხილვის სხდომებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერესების დასაცავად.
ო) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
5. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის ინსპექტირების პროცესში.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი. მისი თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისათვის სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
გ) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას; უზრუნველყოფს დამტკიცებული სამუშაო გეგმის შესრულებას;
დ) მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობისას;
ე) კონტროლს უწევს სამსახურის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს მოსამსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ვ) განსაზღვრავს უფროსის მოადგილეების და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას სამსახურის საქმიანობის მიმართულებათა მართვისათვის;
ზ) განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო მოხელეთა სამუშაო გეგმის ფორმას; ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო მოხელეთა სამუშაო გეგმებს და საერთო ზედამხედველობას უწევს მათ შესრულებას; განსაზღვრავს ანგარიშების წარდგენის წესს და პერიოდულობას;
თ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
ი) თბილისის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
კ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
მ) საკითხს აყენებს დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მთავრობაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ყოველი მომდევნო წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვის გეგმის მოწონების თაობაზე შემდგომში დამტკიცების მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარსადგენად;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფროსის მოადგილეები
1. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი.
2. სამსახურის უფროსის მოადგილეები მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით ხელმძღვანელობენ და ორგანიზაციას უწევენ თავიანთ საკურატორო დანაყოფების საქმიანობას.
3. სამსახურის უფროსის მოადგილეები მინდობილ სფეროში მუშაობის სწორი ორგანიზებისათვის პასუხს აგებენ სამსახურის უფროსის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის მოადგილეთა შორის ფუნქციებსა და კომპეტენციებს, ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, ანაწილებს სამსახურის უფროსი.
5. სამსახურის უფროსის დავალებით, ერთ-ერთი მოადგილე ცვლის სამსახურის უფროსს და ხელმძღვანელობს (კოორდინაციას უწევს) სამსახურის საქმიანობას უფროსის არყოფნისას.
მუხლი 5🔗.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) საგეგმო-საანგარიშგებო განყოფილება;
ბ) საქონლისა და მომსახურების შესყიდვების განყოფილება;
გ) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების განყოფილება;
დ) შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულების დადგენის განყოფილება.
2. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც უშუალოდ ემორჩილება სამსახურის უფროსს, აგრეთვე ქვემდებარეობის მიხედვით სამსახურის უფროსის მოადგილეს.
3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და სამსახურის სხვა მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი.
4. საგეგმო-საანგარიშგებო განყოფილება, მისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ დადგენილი ფორმით მოწოდებული წლიური მოთხოვნების საფუძველზე. აღნიშნულ გეგმაში საჭიროებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, ცვლილებების შეტანა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება;
გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის მიერ 5000 ლარს ზევით დადებული და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების რეესტრის მომზადება;
დ) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე და მისი ეფექტური შესრულების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული ცალკეული დოკუმენტების (მოთხოვნის და სხვა) ფორმების შემუშავება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მერიის შესაბამის მოსამსახურეთა ცოდნის გაღრმავებისა და უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით, სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვა.
5. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების განყოფილება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – შესყიდვის საშუალების შერჩევა და შერჩეული საშუალების შესაბამისი, კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შედგენა (წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად), შესყიდვის პროცედურების მომზადება, სატენდერო კომისიების აპარატების საქმიანობაში მონაწილეობა და სატენდერო პროცედურების ტექნიკურად უზრუნველყოფა, სატენდერო დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების აღრიცხვა-შენახვა;
დ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა;
ე) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე და მისი ეფექტური შესრულების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული ცალკეული დოკუმენტების (მოთხოვნის და სხვა) ფორმების შემუშავება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების ცვლილებებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე შეთანხმების აქტის ან/და გადაწყვეტილებების მომზადება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის დასაბუთებული მოთხოვნების საფუძველზე საჯარიმო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ან/და საჯარიმო სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
თ) სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში შემოსული საჩივრის განხილვის ორგანიზება და საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
6. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – შესყიდვის საშუალების შერჩევა და შერჩეული საშუალების შესაბამისი, კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შედგენა (წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად), შესყიდვის პროცედურების მომზადება, სატენდერო კომისიების აპარატების საქმიანობაში მინაწილეობა და სატენდერო პროცედურების ტექნიკურად უზრუნველყოფა. სატენდერო დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების აღრიცხვა, არქივის წარმოება.
დ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა;
ე) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე და მისი ეფექტური შესრულების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული ცალკეული დოკუმენტების (მოთხოვნის და სხვა) ფორმების შემუშავება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების ცვლილებებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე შეთანხმების აქტის ან/და გადაწყვეტილებების მომზადება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის დასაბუთებული მოთხოვნების საფუძველზე საჯარიმო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ან/და საჯარიმო სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
თ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
7. შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულების დადგენის განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულების დადგენა (განხილვა) და დაზუსტება;
ბ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენის და დაზუსტების მიზნით შიდა ან/და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების კვლევა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის შესწავლა;
გ) სამსახურში შემოსული შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულების დადგენასა და დაზუსტებასთან დაკავშირებული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და მიღებული გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება.
მუხლი 6🔗.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
მუხლი 7🔗.
სამსახურის დაფინანსება და ქონება
1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით.
2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
მუხლი 8🔗.
დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებას თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.