ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულება

მიღების თარიღი 22.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
ძალის დაკარგვა 22.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19-68
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.016066
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,239 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.12.2014 მიღება
01.01.2015 ძალაში შესვლა
22.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19-68 2014 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანდართული დებულება.    2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2009 წლის 27 ივლისის N38 ბრძანება.  3. დადგენილება ძალაშია 2015 წლის 1 იანვრიდან.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ - თბილისი) მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამწვანებას, სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით ბუნებათსარგებლობას, გარემოს დაცვასა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას. 2. სამსახური მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის,  თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. 3. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები. 4. სამსახური ანგარიშვალდებულია თბილისის მერისა და თბილისის მთავრობის წინაშე. 5. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას ახორციელებს თბილისის მერი ან/და თბილისის მერის ერთ-ერთი მოადგილე. 6. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, შარტავას ქ. №7. მუხლი 2🔗. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები  1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) თბილისის მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ეკოლოგიური პირობების შექმნა და ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება; ბ) მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული გამწვანების ობიექტების მოწყობა, მოვლა-პატრონობა და ექსპლუატაცია; გ) თბილისის ტერიტორიაზე ბუნებათსარგებლობის, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) თბილისის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანებული ტერიტორიების სპეციალური გამოკვლევა, აღდგენა და გაშენება-გამწვანება; ბ) მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა და აღრიცხვის წარმოება; გ) თბილისის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავების (გარდა ხილკენკროვანი მცენარეებისა) ჭრაზე ნებართვის გაცემა; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სპეციალური ჭრების დაგეგმვა და განხორციელება; ე) თბილისის მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ვ) თბილისის გამწვანების პრიორიტეტების, პროგრამებისა და გეგმების შემუშავება; ზ) თბილისის ცენტრალურ გამზირებზე, ქუჩებზე, ბაღ-სკვერებში, პარკებში, მოედნებსა და გამწვანების სხვა ობიექტებში არსებული ზეხმელი და ავარიული ხეების გეგმური ფორმირება და ამოძირკვა; თ) თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებთან დაკავშირებული სხვადასხვა სასწავლო–სამეცნიერო და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა; ი) სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა ბუნებათსარგებლობის, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში; კ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული შემოსასვლელების, სანაპიროებისა და პარკების პროექტირება და მოწყობა; ლ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული შემოსასვლელების, სანაპიროებისა და პარკების გამწვანება–განაშენიანება, დაზიანებული და განადგურებული ტერიტორიების აღდგენა; მ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული შემოსასვლელების, სანაპიროებისა და პარკების მოვლა–პატრონობა; ნ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული შემოსასვლელებში, სანაპიროებზე და პარკებში დეკორატიული კუთხეების  პროექტირება და მოწყობა; ო) თბილისის ტერიტორიაზე არსებული სარწყავ–სამელიორაციო სისტემების დაგეგმარება და მშენებლობა; პ) არსებული სარწყავი ქსელების შესწავლა, მოწესრიგება და რეაბილიტაცია; ჟ) ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებებში მონაწილეობა; რ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული გაზონების, ფერდობებისა და ყვავილნარების მოვლა–პატრონობა; ს) გაზონებზე, ფერდობებსა და ყვავილნარებში დეკორატიული კუთხეების პროექტირება და მოწყობა; ტ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული გაზონების, ფერდობებისა და ყვავილნარების გამწვანება-განაშენიანება, დაზიანებული და განადგურებული ტერიტორიების აღდგენა.           უ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება. მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი. 2. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის წინაშე. 3.  სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას; უზრუნველყოფს დამტკიცებული სამუშაო გეგმის შესრულებას; გ) განსაზღვრავს სამსახურის უფროსის მოადგილეების, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და მოსამსახურეთა ფუნქციებს, კომპეტენციებსა და პასუხისმგებლობას; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას; ვ)  უნაწილებს კორესპონდენციას მოსამსახურეებს, აწესებს  კონტროლს მის შესრულებაზე, ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საჯარო მოსამსახურეთა შორის, ისმენს ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას; ზ) განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო მოხელეთა სამუშაო გეგმის ფორმას; ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო მოხელეთა სამუშაო გეგმებს და საერთო ზედამხედველობას უწევს მათ შესრულებას; განსაზღვრავს ანგარიშების წარდგენის წესს და პერიოდულობას; თ) თბილისის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ი) თბილისის მერს და თბილისის მთავრობას წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კ) თბილისის მერს და თბილისის მთავრობას პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ლ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; მ) ახორციელებს კანონმდებლობით, თბილისის მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.    მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსის მოადგილეები 1.  სამსახურის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერი. 2.  სამსახურის უფროსის მოადგილეები მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესრუ­ლების მიზნით ხელმძღვანელობენ და ორგანიზაციას უწევენ თავიანთ საკურატორო დანაყოფების საქმიანობას. 3.  სამსახურის უფროსის მოადგილეები მინდობილ სფეროში მუშაობის სწორი ორგანიზებისათვის პასუხს აგებენ სამსახურის უფროსის წინაშე.           4.  სამსახურის  უფროსის  მოადგილეთა შორის ფუნქციებსა და კომპეტენციებს, ამ დებულებით დადგენილი წესის  შესაბამისად, ანაწილებს სამსახურის უფროსი. 5.  სამსახურის უფროსის დავალებით, ერთ-ერთი მოადგილე ცვლის სამსახურის უფროსს და ხელმძღვანელობს (კოორდინაციას უწევს) სამსახურის საქმიანობას უფროსის არყოფნისას. მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები 1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა) თბილისის  შემოსასვლელების, სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილება; ბ) ბაღ-სკვერების, მოედნების, ფერდობების, გაზონების, ყვავილნარების, ლანდშაფტების ექსპლუატაციის, აღდგენისა და მოწყობის განყოფილება; გ) ეკოლოგიის, მწვანე ნარგავების მოვლისა და გარემოს დაცვითი ღონისძიებების განყოფილება. 2. თბილისის შემოსასვლელების, სანაპიროებისა და პარკების აღდგენის და მოწყობის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე–2 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულებას. 3. ბაღ-სკვერების, მოედნების, ფერდობების, გაზონების, ყვავილნარების, ლანდშაფტების ექსპლუატაციის, აღდგენისა და მოწყობის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“–„ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულებას. 4. ეკოლოგიის, მწვანე ნარგავების მოვლისა და გარემოს დაცვითი ღონისძიებების განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულებას. მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი 1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თბილისის მერი. 2.სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; პასუხს აგებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ფუნქციების ჯეროვნად შესრულებაზე; ბ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამუშაო გეგმებს; დ) ანაწილებს დავალებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; ზ) ხელს აწერს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას; თ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის  მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ; ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 7🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ ფუნქციებს. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მერიის შინაგანაწესი, თბილისის საკრებულოს, თბილისის მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.  მუხლი 8🔗. სამსახურის დაფინანსება და ქონება 1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება თბილისის ბიუჯეტის სახსრებით. 2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს თბილისის საკუთრებას.  მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებას თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.