„იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 100’000’000 (ასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება
მიღების თარიღი 15.12.2014
ძალაში შესვლა 15.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №57/18
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016302
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| 1. ტრანსაქცია | 2. შემსყიდველი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 500’000’000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის იაპონური გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი II-ის თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 500’000’000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ” ნოტების გაცვლის გზით შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
„იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 100’000’000 (ასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და „იაპონიის მთავრობას შორის 100’000’000 (ასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება
(იაპონიის ნოტა)
თბილისი, 2014 წლის 15 დეკემბერი
თქვენო აღმატებულებავ,
მაქვს პატივი მოვიხსენიო უკანასკნელ ხანებში იაპონიის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებები, რომლებიც ეხებოდა მეგობრული ურთიერთობების და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, იაპონიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელებას, და იაპონიის მთავრობის სახელით შემოგთავაზოთ შემდეგი შეთანხმება:
1. ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საქართველოს მთავრობის მცდელობების ხელშეწყობის მიზნით, იაპონიის მთავრობა, იაპონიის შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობას გამოუყოფს გრანტს (შემდგომში მოხსენიებული როგორც “გრანტი”) ასი მილიონი იაპონური იენის (100 000 000) ოდენობით.
2. (1) საქართველოს მთავრობა გამოიყენებს გრანტს და მასზე დარიცხულ პროცენტს სათანადოდ და ექსკლუზიურად მხოლოდ ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის ორმხრივად შეთანხმებული სიით განსაზღვრული პროდუქციის შესყიდვისათვის, ასევე ამ პროდუქციასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვისთვის, იმ პირობით, რომ ეს პროდუქცია წარმოებულია მისაღებ ქვეყანაში.
(2) ქვეპარაგრაფ (1)-ით განსაზღვრულ სიაში შესაძლოა ცვლილებების შეტანა, რაც უნდა შეთანხმდეს ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის.
(3) ქვეპარაგრაფ (1)-ით განსაზღვრული მისაღები ქვეყნები შეთანხმდება ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის.
3. (1) საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობის სახელით გახსნის იენის ჩვეულებრივ სადეპოზიტო ანგარიშს (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ანგარიში”) იაპონიის ბანკში წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან 14 (თოთხმეტი) დღის განმავლობაში და წერილობით აცნობებს იაპონიის მთავრობას ანგარიშის გახსნის პროცედურის დასრულების შესახებ ანგარიშის გახსნიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში.
(2) ანგარიშის გახსნის ერთადერთი მიზანია იაპონიის მთავრობისგან იაპონური იენით თანხის მიღება მე-4 პარაგრაფის შესაბამისად; ასევე მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციის და მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო თანხის გადახდა, ასევე იმ გადახდების განხორციელება, რომლებიც შესაძლოა შეთანხმდეს ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის.
4. იაპონიის მთავრობა გასცემს გრანტს თანხის ანგარიშზე გადარიცხვით იაპონურ იენაში, (1) პარაგრაფით განსაზღვრული ოდენობით იმ პერიოდში, რომელიც იწყება (3) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან და გრძელდება 2015 წლის 31 მარტამდე. ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენელთა შეთანხმების საფუძველზე.
5. (1) საქართველოს მთავრობა მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოს:
(a) გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის სრულად გამოყენება საქონლის ან მომსახურების შესყიდვისთვის, გრანტის გაცემის თარიღიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში, თუ ეს პერიოდი არ გაგრძელდება ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ასევე იაპონიის მთავრობისთვის ანგარიშზე დარჩენილი თანხის უკან დაბრუნება ამ პერიოდის გასვლის შემდეგ.
(b) რომ საბაჟო მოსაკრებლები, შიდა გადასახადები და სხვა ფისკალური მოსაკრებლები, რომლებიც შესაძლოა დაწესებული იქნეს საქართველოში (2) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვაზე, არ გადაიხდება გრანტის თანხიდან.
(c) გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის სათანადოდ და ეფექტიანად გამოყენება ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობისთვის;
(d) იაპონიის მთავრობისათვის მისაღები ფორმით, იაპონიის მთავრობას დაუყოვნებლივ წარუდგინოს ანგარიში წერილობით, ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ, კონტრაქტების ასლებთან, ვაუჩერებთან და იმ დოკუმენტებთან ერთად, რომლებიც ეხება შესაბამის ოპერაციებს, მას შემდეგ, როდესაც გრანტი და მასზე დარიცხული პროცენტი სრულად დაიხარჯება ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვაზე, ანდა ამოიწურება გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების პერიოდი ამ პარაგრაფის (a) ქვეპარაგრაფის დებულებების შესაბამისად, ან იაპონიის მთავრობის მიერ მოთხოვნისას; და
(e) გრანტის გამოყენებისას სათანადო მნიშვნელობა მიანიჭოს გარემოსდაცვის და სოციალურ საკითხებს;
(2) თხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს იაპონიის მთავრობას გრანტთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციით.
(3) გრანტით და მასზე დარიცხული პროცენტით შესყიდული საქონელი არ იქნება საქართველოდან რეექსპორტირებული.
6. ამ შეთანხმების განსახორციელებლად საჭირო შემდგომი პროცედურული დეტალები შეთანხმდება ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის კონსულტაციების შედეგად.
7. ორი მთავრობა გამართავს ერთმანეთთან კონსულტაციებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ მაქვს პატივი გამოვთქვა იმედი, რომ ეს ნოტა და თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტა, რომელიც საქართველოს მთავრობის სახელით დაადასტურებს ზემოხსენებულ შეთანხმებას, შეადგენს ორ მთავრობას შორის შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევა თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტის მიღების თარიღიდან.
კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვხატავ ჩემს ღრმა პატივისცემას თქვენი აღმატებულების მიმართ.
საქართველოს ნოტა
თბილისი, 2014 წლის 15 დეკემბერი
თქვენო აღმატებულებავ,
მაქვს პატივი გაცნობოთ თქვენი აღმატებულების დღევანდელი დღით დათარიღებული ნოტის მიღების შესახებ, სადაც ვკითხულობთ:
მაქვს პატივი მოვიხსენიო უკანასკნელ ხანებში იაპონიის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებები, რომლებიც ეხებოდა მეგობრული ურთიერთობების და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, იაპონიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელებას, და იაპონიის მთავრობის სახელით შემოგთავაზოთ შემდეგი შეთანხმება:
1. ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საქართველოს მთავრობის მცდელობების ხელშეწყობის მიზნით, იაპონიის მთავრობა, იაპონიის შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობას გამოუყოფს გრანტს (შემდგომში მოხსენიებული როგორც “გრანტი”) ასი მილიონი იაპონური იენის (100 000 000) ოდენობით.
2. (1) საქართველოს მთავრობა გამოიყენებს გრანტს და მასზე დარიცხულ პროცენტს სათანადოდ და ექსკლუზიურად მხოლოდ ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის ორმხრივად შეთანხმებული სიით განსაზღვრული პროდუქციის შესყიდვისათვის, ასევე ამ პროდუქციასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვისთვის, იმ პირობით, რომ ეს პროდუქცია წარმოებულია მისაღებ ქვეყანაში.
(2) ქვეპარაგრაფ (1)-ით განსაზღვრულ სიაში შესაძლოა ცვლილებების შეტანა, რაც უნდა შეთანხმდეს ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის.
(3) ქვეპარაგრაფ (1)-ით განსაზღვრული მისაღები ქვეყნები შეთანხმდება ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის.
3. (1) საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობის სახელით გახსნის იენის ჩვეულებრივ სადეპოზიტო ანგარიშს (შემდგომში მოხსენიებული როგორც “ანგარიში”) იაპონიის ბანკში წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან 14 (თოთხმეტი) დღის განმავლობაში და წერილობით აცნობებს იაპონიის მთავრობას ანგარიშის გახსნის პროცედურის დასრულების შესახებ ანგარიშის გახსნიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში.
(2) ანგარიშის გახსნის ერთადერთი მიზანია იაპონიის მთავრობისგან იაპონური იენით თანხის მიღება მე-4 პარაგრაფის შესაბამისად; ასევე მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციის და მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო თანხის გადახდა, ასევე იმ გადახდების განხორციელება, რომლებიც შესაძლოა შეთანხმდეს ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის.
4. იაპონიის მთავრობა გასცემს გრანტს თანხის ანგარიშზე გადარიცხვით იაპონურ იენაში, (1) პარაგრაფით განსაზღვრული ოდენობით იმ პერიოდში, რომელიც იწყება (3) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან და გრძელდება 2015 წლის 31 მარტამდე. ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენელთა შეთანხმების საფუძველზე
.
5. (1) საქართველოს მთავრობა მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოს:
(a) გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის სრულად გამოყენება საქონლის ან მომსახურების შესყიდვისთვის, გრანტის გაცემის თარიღიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში, თუ ეს პერიოდი არ გაგრძელდება ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ასევე იაპონიის მთავრობისთვის ანგარიშზე დარჩენილი თანხის უკან დაბრუნება ამ პერიოდის გასვლის შემდეგ.
(b) რომ საბაჟო მოსაკრებლები, შიდა გადასახადები და სხვა ფისკალური მოსაკრებლები, რომლებიც შესაძლოა დაწესებული იქნეს საქართველოში (2) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვაზე, არ გადაიხდება გრანტის თანხიდან.
(c) გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის სათანადოდ და ეფექტიანად გამოყენება ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობისთვის;
(d) იაპონიის მთავრობისათვის მისაღები ფორმით, იაპონიის მთავრობას დაუყოვნებლივ წარუდგინოს ანგარიში წერილობით, ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ, კონტრაქტების ასლებთან, ვაუჩერებთან და იმ დოკუმენტებთან ერთად, რომლებიც ეხება შესაბამის ოპერაციებს, მას შემდეგ, როდესაც გრანტი და მასზე დარიცხული პროცენტი სრულად დაიხარჯება ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვაზე, ანდა ამოიწურება გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების პერიოდი ამ პარაგრაფის (a) ქვეპარაგრაფის დებულებების შესაბამისად, ან იაპონიის მთავრობის მიერ მოთხოვნისას; და
(e) გრანტის გამოყენებისას სათანადო მნიშვნელობა მიანიჭოს გარემოსდაცვის და სოციალურ საკითხებს;
(2) თხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს იაპონიის მთავრობას გრანტთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციით.
(3) გრანტით და მასზე დარიცხული პროცენტით შესყიდული საქონელი არ იქნება საქართველოდან რეექსპორტირებული.
6. ამ შეთანხმების განსახორციელებლად საჭირო შემდგომი პროცედურული დეტალები შეთანხმდება ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის კონსულტაციების შედეგად.
7. ორი მთავრობა გამართავს ერთმანეთთან კონსულტაციებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ მაქვს პატივი გამოვთქვა იმედი, რომ ეს ნოტა და თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტა, რომელიც საქართველოს მთავრობის სახელით დაადასტურებს ზემოხსენებულ შეთანხმებას, შეადგენს ორ მთავრობას შორის შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევა თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტის მიღების თარიღიდან.
კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვხატავ ჩემს ღრმა პატივისცემას თქვენი აღმატებულების მიმართ“.
მაქვს პატივი საქართველოს მთავრობის სახელით დავადასტურო ზემოხსენებული შეთანხმება და დავეთანხმო, რომ თქვენი აღმატებულების ნოტა და ეს საპასუხო ნოტა შეადგენს შეთანხმებას ორ მთავრობას შორის და ძალაში შევა ამ საპასუხო ნოტის მიღების თარიღიდან.
ვსარგებლობ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გამოვხატავ თქვენი აღმატებულების მიმართ დიდ პატივისცემას.
(პროცედურულ დეტალებზე შეთანხმების ოქმის პროექტი 2)
(იაპონია/დონორი და საქართველო/მიმღები) უნდა შეიცვალოს საქართველოს მხარის ტექსტში
პროცედურულ დეტალებზე შეთანხმების ოქმი
იაპონიის მთავრობას (შემდგომში მოხსენიებული, როგორც “დონორი) და საქართველოს მთავრობას (შემდგომში მოხსენიებული, როგორც “მიმღები”) შორის -------- წლის --- ---------ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც “ნოტების გაცვლა”), რომელიც ეხება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნით, მიმღების მცდელობების ხელშეწყობისთვის, იაპონიის ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელებას (შემდგომში მოხსენიებული როგორც “გრანტი”), დონორის და მიმღების წარმომადგენლები გამოთქვამენ სურვილს, წერილობით გააფორმონ ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის შეთანხმებული შემდეგი პროცედურული დეტალები:
1. ნებადართული პროდუქციის სია
ნოტების გაცვლის (2) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფში მითითებული პროდუქტები არის I დანართში ჩამოთვლილი პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობის მცდელობების ხელშეწყობისთვის უნიკალური, ეფექტური და მოსახმარად მარტივი იაპონიის მცირე და საშუალო საწარმოების მიერ წარმოებული ტექნოლოგიების გამოყენებით.
2. შესაბამისი ქვეყნები
ნოტების გაცვლის მე-2 პარაგრაფის (3) ქვეპარაგრაფში მითითებული შესაბამისი ქვეყანა არის იაპონია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ორი მთავრობის შესაბამისი წარმომადგენლები, ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე არ გადაწყვეტენ სხვაგვარად.
3. შესყიდვები
(1) გრანტი და მასზე დარიცხული პროცენტი გამოყენებული იქნება ნოტების გაცვლის მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციის და მომსახურების შესასყიდად; მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა ეკონომიურობასა და ეფექტიანობას, თუ ორი მთავრობის შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენლები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
(2) ასეთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მიმღებმა უნდა დაიქირავოს დამოუკიდებელი და კომპეტენტური აგენტი ნოტების გაცვლის მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვისთვის.
ამ მიზნით, მიმღები, ნოტათა გაცვლის ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში დადებს დაქირავების კონტრაქტს Japan International Cooperation System-თან (შემდგომში მოხსენიებული, როგორც “აგენტი”), რომელიც იმოქმედებს მიმღების სახელით, აგენტის მომსახურების სფეროს ფარგლებში, როგორც განსაზღვრულია II დანართით.
(3) აღნიშნული დაქირავების კონტრაქტი ძალაში შევა დონორის მიერ წერილობით დადასტურების შემდეგ.
(4) ნოტათა გაცვლის მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული, პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვა განხორციელდება იაპონურ იენაში აგენტსა და იაპონიის მოქალაქეებს შორის (ტერმინი “იაპონიის მოქალაქეები” წინამდებარე პროცედურალ დეტალებზე შეთანხმების ოქმში გულისხმობს იაპონიის მოქალაქე ფიზიკურ პირს ან იაპონიის იურიდიულ პირებს, რომლებსაც აკონტროლებენ იაპონიის მოქალაქე ფიზიკური პირები).
(5) ნოტათა გაცვლის მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვა განხორციელდება “არასაპროექტო გრანტისთვის იაპონიის შესყიდვების სახელმძღვანელოს” შესაბამისად, რაც მათ შორის მოიცავს, ტენდერის პროცედურებს, გარდა იმ შემთხვევისა, სადაც ასეთი პროცედურები არის შეუსაბამო ან მიუღებელი.
(6) მიმღები მიიღებს საჭირო ზომებს გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების დასაჩქარებლად, მათ შორის, არსებული საიმპორტო პროცედურების ხელშესაწყობად.
4. კომიტეტი
(1) ნოტების გაცვლის ძალაში შესვლის თარიღიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში (დონორი) და (მიმღები) დანიშნავენ საკუთარ წარმომადგენლებს, რომლებიც იქნებიან საკონსულტაციო კომიტეტის წევრები (შემდგომში მოხსენიებული, როგორც ”კომიტეტი”), რომლის ფუნქციაც იქნება ნოტების გაცვლის დოკუმენტთან ან მასთან დაკავშირებული, ნებისმიერი წარმოშობილი საკითხის განხილვა. ამ დოკუმენტის მე-3 პარაგრაფის (2) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული დაქირავების კონტრაქტის დადებისთანავე აგენტი დანიშნავს საკუთარ წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კომიტეტის შეხვედრებში მრჩეველის სტატუსით.
(2) კომიტეტს თავმჯდომარეობას გაუწევს მიმღების წარმომადგენელი. აგენტის გარდა, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიძლება მიწვეულ იქნენ კომიტეტის შეხვედრებზე რჩევების მისაწოდებლად.
(3) კომიტეტის კომპეტენცია განისაზღვრება V დანართით.
(4) კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართება დონორის მიერ ამ დოკუმენტის მე-3 პარაგრაფის (2) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული დაქირავების კონტრაქტის დამტკიცებისთანავე. შემდგომი შეხვედრები გაიმართება (დონორის) ან (მიმღების) მოთხოვნის შემთხვევაში. აგენტს შეუძლია მიაწოდოს რჩევა (დონორს) ან (მიმღებს) კომიტეტის სხდომის მოწვევის საჭიროების შესახებ.
5. თანხების ჩამორიცხვის პროცედურა
გრანტიდან და მასზე დარიცხული პროცენტიდან პროდუქციის და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვისთვის, ასევე აგენტის მომსახურებისთვის თანხის გადახდისთვის თანხების ჩამორიცხვის პროცედურა არის შემდეგი:
(1) მიმღები (ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი) და ნოტების გაცვლის მე-3 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული იაპონიის ბანკი (შემდგომში მოხსენიებული, როგორც “ბანკი”) დადებენ შეთანხმებას თანხების გადაცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც მიმღები დანიშნავს აგენტს, როგორც წარმომადგენელს, რომელიც იმოქმედებს მიმღების სახელით იმ ურთიერთობებისას, რომლებიც ეხება აგენტისათვის თანხების ყველა ტრანსფერს.
(2) აგენტი ბანკს წარუდგენს თანხების გადაცემის შესახებ მოთხოვნებს, რათა დაფაროს ხარჯები, რომლებიც საჭიროა ნებადართული პროდუქციის და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესასყიდად, ასევე II დანართით განსაზღვრული აგენტის მომსახურებასთან დაკავშირებულ ანაზღაურებასთან. თითოეულ მოთხოვნას თან უნდა ერთვოდეს იმ ხარჯების დეტალური გაანგარიშება, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს გადარიცხული თანხით, ასევე ამ დოკუმენტის მე-3 პარაგრაფის (3) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული დონორის მიერ დაქირავების კონტრაქტის დადასტურების ასლი. მოთხოვნისა და ხარჯთაღრიცხვის ასლები ამავე დროს უნდა გაეგზავნოს მიმღებს.
(3) ზევით განსაზღვრული (2) ქვეპარაგრაფის მიხედვით, აგენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკი შეატყობინებს მიმღებს აგენტის მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესახებ. ბანკი გადაუხდის აგენტს თანხას ნოტების გაცვლის მე-3 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული ანგარიშიდან (შემდგომში “ანგარიში”), თუ მიმღები არ იქნება ასეთი გადახდის წინააღმდეგი და არ აცნობებს ბანკს ამის შესახებ ბანკის შეტყობინების მიღების თარიღიდან ათი სამუშაო დღის განმავლობაში. აგენტი მიღებული თანხიდან გადაუხდის მიმწოდებლებს (შემდგომში - “ავანსი”) მათთან დადებული კონტრაქტების საფუძველზე.
ასეთი გადახდების განხორციელების შემდეგ აგენტს შეუძლია გამოიყენოს ავანსების დარჩენილი თანხა, თუ ასეთი იარსებებს, სხვა ნებადართული პროდუქციისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვისთვის ამ თანხების ანგარიშზე უკან გადარიცხვის გარეშე.
(4) ანაზღაურების პროცედურა
როდესაც ანგარიშზე დარჩენილი თანხის და ავანსების დარჩენილი თანხის (შემდგომში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც “დარჩენილი თანხა”) ჯამი გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის ოდენობის 3%-ზე ნაკლებია, აგენტის გადასახდელის გარდა, მიმღებს შეუძლია მოსთხოვოს აგენტს, რომ გადაუხადოს დარჩენილი თანხა მიმღების მიერ იმ პროდუქტების შესყიდვისთვის უკვე განხორციელებული გადახდებისთვის, იმ პირობით, რომ ასეთი გადახდები განხორციელდა ნოტების გაცვლის ძალაში შესვლის დღეს ან ძალაში შესვლის შემდეგ. ასეთი პროდუქტების შესაბამისი ქვეყნები შესაძლოა იყოს საქართველოს გარდა ყველა ქვეყანა და რეგიონი, მიუხედავად ზევით განსაზღვრული (2) პარაგრაფის დებულებებისა.
თუ აგენტი ჩათვლის, რომ მიმღების მოთხოვნა მისაღებია, აგენტი წარუდგენს მოთხოვნას ბანკს, რომ ბანკმა აგენტს ანგარიშზე გადაურიცხოს დარჩენილი თანხა და IV დანართით განსაზღვრული ფორმის მიხედვით გაუგზავნის ბანკს დარჩენილი თანხისათვის ნებადართული შესყიდვის სერტიფიკატს, რომელიც დადასტურებული იქნება აგენტისა და მიმღების მიერ. ასეთი გადარიცხვის განხორციელების შემდეგ აგენტი გადაუხდის დარჩენილ თანხას მიმღებს.
(5) ნოტების გაცვლის (5) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფის (a) პუნქტის შესაბამისად, ანგარიშიდან თანხების გადარიცხვები განხორციელდება გრანტის გამოყოფის თარიღიდან თორმეტი თვის განმავლობაში და ამის შემდეგ გადარიცხვები აღარ განხორციელდება, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდება ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის.
6. დარჩენილი თანხის უკან დაბრუნება
ნოტების გაცვლის (5) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფის (a) პუნქტის შესაბამისად, როდესაც ნოტების გაცვლის (5) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფის (d) პუნქტის მიხედვით შეწყვეტის თაობაზე ანგარიშის მიღებისას დონორი გაარკვევს, რომ გრანტი და მასზე დარიცხული პროცენტი სრულად არ არის გამოყენებული, ის შეატყობინებს მიმღებს გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის დარჩენილი თანხის უკან დაბრუნების პროცედურას. მიმღები აუნაზღაურებს დონორს დარჩენილ თანხას დაუყოვნებლივ შეტყობინებით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით.
7. პროდუქტების გამოყენება
(1) მიმღები განახორციელებს აუცილებელ ღონისძიებებს:
(a) ნოტების გაცვლის (2) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფში განსაზღვრული პროდუქტები გამოყენებული იქნება, კერძოდ, საბოლოო გამომყენებლების მიერ, მათ შორის თავად მიმღების მიერ არა კომერციული მიზნებისათვის;
(b) ნოტების გაცვლის (2) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფში განსაზღვრული პროდუქტები მოვლილი და გამოყენებული იქნება სწორად და ეფექტურად ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობის ძალისხმევის მხარდაჭერისათვის; და
(c) მიანიჭებს სათანადო გარემოსდაცვით და სოციალურ ყურადღებას ზემოთ (a) პუნქტში აღნიშნულის გამოყენებას.
(2) დონორის თხოვნის შემთხვევაში, მიმღები აგენტის მეშვეობით, შეატყობინებს დონორს ზემოაღნიშნულ (a)-ს (1) ქვეპარაგრაფთან მიმართებაში გამოყენების მდგომარეობის შესახებ.
თბილისი, 2014 წლის 15 დეკემბერი
________________________ _________________________
(ხელმოწერა იაპონიის მხრიდან) (ხელმოწერა საქართველოს მხრიდან
დანართი I
დასაშვები პროდუქტების ჩამონათვალი
კატეგორია: ქიმიური სამანქანო დანადგარები/აპარატურა
- ფიზიკისა და ქიმიის აღჭურვილობა/მოწყობილობა
- ექსპერიმენტული აღჭურვილობა/მოწყობილობა, სამომხმარებლო მასალები
- ლაბორატორიის აღჭურვილობა
- ანალიტიკური აღჭურვილობა/მოწყობილობა
- ფიზიკური ოდენობა/ფიზიკური საკუთრება/ საწარმოო ოდენობის ამზომი აღჭურვილობა
- სატესტო დაწესებულება
- გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ამზომი აღჭურვილობა
- სფეროთი დაყოფილი სპეციალური დანიშნულების აღჭურვილობა
- გასაცხელებელი/გასაციებელი აღჭურვილობა
- რეაგენტი
- სხვა
კატეგორია: სამანქანო დანადგარი/აპარატურა
- სამანქანო დანადგარი/ გამარტივებული NC აპარატი
- პერიფერული აპარატი/ მანქანა-ინსტრუმენტის მოწყობილობა
- მოწყობილობა
- ფრეზერული მანქანა-მოწყობილობა
- მეტალის ჩამოსხმა/ფორმის მიცემა
- საზომი მოწყობილობა/აპარატი
- ოპტიკური საზომი მოწყობილობა/აპარატი
- ტესტერი
- სამანქანო კომპონენტი/მოწყობილობა
- შედუღების მანქანა/სიცხის რეგულირების აღჭურვილობა
- ჰიდრავლიკური/პნევმატური მანქანა/აღჭურვილობა
- პლასტიკის ჩამოსხმის მანქანა/აღჭურვილობა
- ქარხნის ავტომატიზაციის სისტემა
- საწარმო სარეცხი მანქანა
- საწარმო რობოტი
- სხვა
კატეგორია: სამედიცინო ინსტრუმენტი/მოწყობილობა
- პაციენტის სიკვდილის დროს ინსპექტირება/ დაკვირვების ინსტრუმენტი
- ნიმუშების სატესტო ინსტრუმენტი
- ბიოლოგიური გამოსახულების აღჭურვილობა
- საოპერაციო ოთახის აპარატი/სამედიცინო მომსახურება
- რეაბილიტაციის დამხმარე აპარატი
- სპეციალური დანიშნულების აპარატი, დაყოფილი სამედიცინო დეპარტამენტის მიერ
- სახლში მოვლის/ცენტრალური დახმარების ოთახის/სამედიცინო განათლების აპარატი
- სამედიცინო/ქიმიური/წამალი
- რკინის ქირურგიული ინსტრუმენტი
- სამედიცინო მორგება/უსაფრთხოების ზომა
- ორთოპედიული ქირურგიის აპარატი
- სამედიცინო ქსოვილები
- გასახელებელი/გასაცივებელი აღჭურვილობა
- სხვა
კატეგორია: კეთილდღეობასთან დაკავშირებული ინსტრუმენტი/მოწყობილობა
- პაციენტის მოვლის აღჭურვილობა/მასალები
- კომუნიკაციის დამხმარე ინსტრუმენტი
- რეაბილიტაციის დამხმარე აპარატი
- აპარატი მოძრაობისათვის/მოძრაობის დამხმარე
- სხვა
კატეგორია: ელექტრო და ელექტრონული აღჭურვილობა/მოწყობილობა
- სამომხმარებლო ელექტრო და ელექტრონული აღჭურვილობა/მოწყობილობა
- ელექტრო და ელექტრონული ამზომველი აღჭურვილობა/ინსტრუმენტი
- ელექტრო და ელექტრონული კომპონენტი
- ელექტრო ბრუნვადი მანქანა/სადისტრიბუციო აპარატი
- ელექტრო ინფორმაციის დამუშავება/შემნახველი აპარატი
- ელეტრო ინფორმაციის შეტანა-გამოტანის აპარატი
- სხვა
კატეგორია: სიზუსტის განმსაზღვრელი ინსტრუმენტი/მოწყობილობა
- ოპტიკური აღჭურვილობა/აპარატი
- ოპტიკური აზომვის აღჭურვილობა/აპარატი
- საათი
- სხვა
კატეგორია: სატრანსპორტო მანქანები/სამშენებლო მანქანა
- ავტოტრანსპორტი/მანქანა
- სპეციალური დანიშნულების ავტოტრანსპორტი
- ხომალდი/გემი/ნავი
- სამშენებლო მანქანა/მძიმეწონიანი მანქანა
- აპარატი ტრანსპორტირებისათვის/აწევისათვის/ტვირთის გადაადგილებისათვის
- სხვა
კატეგორია: სოფლის მეურნეობის მანქანები/ხელსაწყო
- სახნავი ხელსაწყო/მანქანები
- ირიგაციის აღჭურვილობა/აპარატი
- საკულტივაციო ხელსაწყო/მანქანები
- მოსავლის აღების ხელსაწყო/მანქანები
- საშრობი და დამამუშავებელი ხელსაწყო/მანქანები
- მარცვლის დამამუშავებელი ხელსაწყო/მანქანები
- სოფლის მეურნეობის ხელსაწყო/მასალა
- ვეტერინარული/ცხოველთა მეცხოველეობის ხელსაწყო/მანქანები
- სხვა სოფლის მეურნეობის ხელსაწყო/მანქანები
კატეგორია: განათლებასთან დაკავშირებული ინსტრუმენტი/მოწყობილობა
- ფიზიკური განათლება/ აზომვის ინსტრუმენტი
- სკოლის ექსპერიმენტალური მოწყობილობა/აპარატი
- აუდიო ვიზუალური აპარატი
- საოფისე მანქანები/მოწყობილობა
- სკოლის სასწავლო მასალა
- სხვა
კატეგორია: თევზის სარეწი ინსტრუმენტი/მოწყობილობა
- ოკეანოგრაფიული კვლევა
- საზღვაოსნო ინსტრუმენტი
- გემთან დაკავშირებული ინსტრუმენტი/მოწყობილობა
- თევზის სარეწი ინსტრუმენტი/მოწყობილობა
- საზღვაო უსაფრთხოების ინსტრუმენტი/მექანიზმი
- სხვა
კატეგორია: თევზის რეწვასთან დაკავშირებული მანქანები/აპარატი
- საზღვაო პროდუქტის დამუშავების მანქანა/აპარატი
კატეგორია: კვლევა/სამშენებლო აღჭურვილობა
- ნიადაგის ბურღვის აღჭურვილობა
- ამზომველი აღჭურვილობა
- გეოფიზიკური კვლევის აღჭურვილობა
- სამოქალაქო ინჟინერია/ სამშენებლო კონსტრუქციის ხელსაწყო
- საბურღი მანქანები/აღჭურვილობა
- სხვა
კატეგორია: საზოგადოებრივი საშუალებების აღჭურვილობა/ნივთი
- მანათებელი სხეული/გამანათებელი აპარატი
- ჰაერის კონდიცირება/ვენტილაციის აღჭურვილობა
- კამბუზის მოწყობილობა/სანიტარული აღჭურვილობა
- ავეჯი/საქონელი
- ძირითადი დანიშნულების ნაწილები/აქსესუარები საოჯახო გამოყენებისათვის
- ჰიგიენის ხელსაწყო/საქონელი
- სხვა
კატეგორია: საწარმო მანქანები/აპარატი
- ენერგიის მატარებელი მანქანები/ტუმბო/კომპრესორი/ვინტილატორი ა.შ
- ძირითადი დანიშნულების ნაწილები/აქსესუარები საწარმო მანქანებისათვის/აპარატი
- სხვა საწარმო მანქანები/აპარატი
კატეგორია: მოტორიანი და შიდა წვის ძრავა
- მოტორიანი და შიდა წვის ძრავა
კატეგორია: სხვა ზოგადი აპარატურა/აპარატი
- უსაფრთხოების ისნტრუმენტი/ხელსაწყო
- ავტომატური მომსახურების აღჭურვილობა
- სხვა
კატეგორია: დაბინძურების აღკვეთის აღჭურვილობა
- ნარჩენების დამუშავების აღჭურვილობა/აპარატი
- ვიბრაციის იზოლაციის აღჭურვილობა/აპარატი
- წყლის დაბინძურების კონტროლის აღჭურვილობა/აპარატი
- ჰაერის დაბინძურების კონტროლის აღჭურვილობა/აპარატი
კატეგორია: კატასტროფების პრევენციის აღჭურვილობა/აპარატი
- წყლის მიწოდება/სანიტარული აღჭურვილობა/აპარატი
- თავშესაფართან დაკავშირებული აღჭურვილობა/აპარატი
კატეგორია: სატყეო მეურნეობის მანქანები/ხელსაწყო
- ტყის დამუშავების მანქანები/ხელსაწყო
- სამოქალაქო ინჟინერია/სამშენებლო კონსტრუქციის ხელსაწყო
- მოსავლის აღების ხელსაწყო/მანქანები
- სატყეო ხელსაწყო/მანქანები
კატეგორია: ბავშვთა სათამაშო მოედნის აღჭურვილობა
- პარკის სათამაშო მოედნის აღჭურვილობა
კატეგორია: ქიმიური აღჭურვილობა
- წყლის გაწმენდის აღჭურვილობა/აპარატი
კატეგორია: მომსახურებები
- საჭირო მომსახურებები, რომლებიც დაკავშირებულია შესაბამის პროდუქციასთან (ინსტალაცია, სწავლება, შენარჩუნება, სხვა.)
სხვა
- საბაზისო პროდუქცია (კაბელი, მილი, ხრახნი, ლურსმანი, კავეული, სხვა.)
- ქაღალდის პროდუქცია, დაბეჭდილი მასალა, სხვა.
- შესაფუთი ქაღალდი, შესაფუთი კონტეინერი, სხვა.
- ქსოვილის პროდუქცია.
- ქიმიური საწარმო პროდუქტები
- მინერალური საწვავი, საპოხი ზეთი, სხვა.
- საკონსულტაციო მომსახურებები
- სხვა.
დანართი II
აგენტის მომსახურებათა სფერო
1. საჭირო ინფორმაციის მოგროვება და რჩევის მიცემა მიმღებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, მიმღების თხოვნის საფუძველზე შესასყიდი პროდუქტებთან დაკავშირებით, ასეთი პროდუქტების მიწოდების ჩათვლით.
2. კომიტეტის სხდომების ინფორმაციითა და კონსულტაციებით უზრუნველყოფა.
3. უზრუნველყოფა იმისა, რომ მიმღებსა და საბოლოო მომხმარებლებს სრულად ესმოდეთ გამოსაყენებელი პროცედურები, საჭიროების შემთხვევაში.
4. (1) მიმღებისთვის პროდუქტების სპეციფიკაციების მომზადება, როდესაც ეს აუცილებელია, საბოლოო მომხმარებლებთან დეტალური განხილვების მოწყობის ჩათვლით.
(2) შესასყიდი პროდუქტების ტიპისა და ღირებულების შესაბამისი შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება.
(3) შეთავაზებების რეკლამირება, როდესაც დაგეგმილია საერთაშორისო საკონკურსო ტენდერების ჩატარება; რეკლამის ტექსტი უნდა შეთანხმდეს (მიმღებსა) და (დონორს) შორის.
(4) შეთავაზებების შეფასება, როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით.
(5) მიმღებისთვის რეკომენდაციების წარდგენა მომწოდებლებისთვის შეკვეთის მიცემის დამტკიცების თაობაზე.
5. ავანსების მიღება და გამოყენება თანახმად მიმღებთან გაფორმებული დასაქმების კონტრაქტისა, რომელიც მოხსენიებულია „საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ოქმის“ მე-3 პუნქტის (2) ქვეპუნქტში.
6. მოლაპარაკებები და კონტრაქტების დადება მომწოდებლებთან, დამაკმაყოფილებელ გადახდასთან, ტრანსპორტირებასთან და ინსპექტირებასთან დაკავშირებული შეთანხმებების ჩათვლით.
7. მიწოდების პროცესის შემოწმება ადგილზე მიტანის ვადების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
8. მიმღებისა და საბოლოო მომხმარებლებისთვის მიწოდება დოკუმენტებისა, რომლებიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას შეკვეთების შესრულების მსვლელობის, მიცემული შეკვეთების თაობაზე შეტყობინებების, კონტრაქტებში ცვლილებების, ადგილზე მიტანასთან დაკავშირებული ინფორმაციის, სატრანსპორტო დოკუმენტებისა და სხვ. შესახებ.
9. მომწოდებლებისთვის თანხის გადახდა ავანსებიდან.
10. (მიმღებისა) და (დონორისთვის) შემდეგი ინფორმაციის მიწოდება:
(1) დასაშვები შესყიდვის სერტიფიკატი III დანართის მიხედვით.
(2) წინასწარი ანგარიშ-ფაქტურა.
11. (მიმღებისა) და (დონორისთვის) პროექტის მიმდინარეობის შესახებ ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადება, რომელიც მოიცავს ინფორმაციას შემოსული შეკითხვების, შეკვეთების, შეკვეთების მდგომარეობის, ღირებულებისა და ადგილზე მიტანის შესახებ.
12. (მიმღებისა) და (დონორისთვის) ყოველკვარტალურად ანგარიშების მიწოდება, რომლებშიც დეტალურად იქნება ასახული გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის ბალანსი და ყველა გადახდილი თანხა მოცემული კვარტალისთვის.
13. ავანსების ბალანსის „ანგარიშზე“ გადარიცხვა „საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ოქმის“ მე-5 პუნქტის (5) ქვეპუნქტში მოხსენიებული პერიოდის შემდეგ.
14. დონორისთვის საერთო შეფასებითი ანგარიშის მიწოდება, რომელშიც შევა ყველა ტრანსპორტირებულ პროდუქტთან, წარმოშობის ქვეყანასთან, ადგილზე მიტანის თარიღთან, პროდუქტების ღირებულებასთან (შესაბამისი გადასახდელების ჩათვლით) და გახარჯულ და დარჩენილ მთლიან თანხებთან დაკავშირებული დეტალები.
დანართი III
დასაშვები შესყიდვის სერტიფიკატი
თარიღი :
სარეგისტრაციო # :
ვისაც ეს შეიძლება ეხებოდეს:
თანდართული წინასწარი ანგარიშ-ფაქტურის მითითებით, ამით ვადასტურებთ, რომ შესყიდვა შეესაბამება იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „ნოტათა გაცვლის“, დათარიღებული ----------------- და ორი ქვეყნის მთავრობათა შესაბამის ორგანოებს შორის „საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ოქმის“, დათარიღებული ----------------------- ყველა შესაბამის პირობასა და ვალდებულებას.
ქვემოთ მოყვანილია შესყიდვასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები:
1. შესყიდვის მეთოდი
(ჩასვით X სათანადო ადგილას)
a. _______ : საერთაშორისო ტენდერი
b. _______ : შეზღუდული საერთაშორისო ტენდერი
c. _______ : საერთაშორისო ბაზარზე შესყიდვა
d. _______ : პირდაპირი კონტრაქტების დადება
2. პროდუქტები
a. პროდუქტების სახელწოდება:
b. წარმომავლობა:
3. პროდუქტებისა და გაუთვალისწინებელ მომსახურებათა ღირებულება
a. პროდუქტები:
b. ტრანსპორტირების ღირებულება:
c. საზღვაო დაზღვევა:
d. აგენტის ჰონორარები:
e. სულ (a +b+c+d) :
4. მომწოდებელი
სახელი:
მისამართი:
მოქალაქეობა:
(ქვეყანა, სადაც მომწოდებული რეგისტრირებულია და სარგებლობს იურიდიული უფლებებით)
5. ტვირთის მიმღები:
სახელი:
მისამართი:
(ხელმოწერა)
აგენტი
სახელი, თანამდებობა
დანართი IV
დასაშვები შესყიდვის სერტიფიკატი
დარჩენილი თანხისთვის
(ანაზღაურების პროცედურა)
თარიღი :
სარეგისტრაციო #:
საგადასახადო დავალების მითითებით, ქვემორე ხელის მომწერი ადასტურებს, რომ აღნიშნულ საგადასახადო დავალებასთან დაკავშირებული ქვემოთ მოყვანილი შესყიდვა შეესაბამება იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „ნოტათა გაცვლის“, დათარიღებულის ------------------ და ორი ქვეყნის მთავრობათა შესაბამის ორგანოებს შორის „საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ოქმის“, დათარიღებულის ----------------------- ყველა შესაბამის პირობასა და ვალდებულებას.
მიმღების წარმომადგენელი, გარდა ამისა, ადასტურებს, რომ მიმღებს ადრე არც „ნოტათა გაცვლის“ მიხედვით, და არც ოფიციალური დახმარების სხვა წყაროებთან დადებული დაფინანსების შესახებ შეთანხმებათა მიხედვით, არ მოუთხოვია ანაზღაურება საგადასახადო დავალებაში შემავალ რომელიმე იმ თანხასთან მიმართებაში, რომელთა ანაზღაურებაც მოთხოვნილია.
ქვემოთ მოყვანილია შესყიდვასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები.
1.
ტრანსაქცია
2.
შემსყიდველი
3.
მომწოდებელი
(სახელი)
4.
მომწოდებლის
მოქალაქეობა
5.
ნაწარმი
6.
წარმომავლობა
7.
გადახდის თარიღი
8.
გადახდილი
თანხა
9.
შესყიდვის
მეთოდი
1.
2.
3.
4.
.
.
.
ამას თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები (თითო ეგზემპლარად) ყოველი ზემომოყვანილი ტრანსაქციისთვის.
a. თანხლებული წერილი, შედგენილი მოლაპარაკებების მწარმოებელი/გადამხდელი ბანკის მიერ
b. სატრანსპორტო ზედნადები, საფოსტო ამანათის მიღების დამადასტურებელი ქვითარი ან ავიასატრანსპორტო ზედნადები
c. ანგარიშ-ფაქტურა
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა
(მიმღები)
სახელი, თანამდებობა
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა
(აგენტი)
სახელი, თანამდებობა
დანართი V
კომიტეტის კომპეტენციის სფერო
1. გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის სწრაფი და ეფექტიანი გამოყენებისთვის გრაფიკის შედგენა
.
2. გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის განაწილების თაობაზე და აგრეთვე, პოტენციური საბოლოო მომხმარებლების თაობაზე მოსაზრებათა გაცვლა
3. იმ პრობლემათა გამოვლენა, რომლებსაც გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების შეფერხება შეუძლიათ, და ამგვარი პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზების შესწავლა
.
4. მოსაზრებების გაცვლა გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენებასთან დაკავშირებული საჯაროობის თაობაზე
.
5. ნებისმიერი იმ სხვა საკითხის განხილვა, რომელიც „ნოტათა გაცვლის“ შედეგად ან მასთან დაკავშირებით შეიძლება წარმოიქმნას.
მოლაპარაკებების ოქმი
ნოტათა გაცვლის დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც დათარიღებულია -------- წლის -------- და რომელიც ეხება იაპონიის ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით (შემდგომში მოხსენიებული, როგორც “ნოტათა გაცვლა”), იაპონიის დელეგაციისა და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები გამოთქვამენ სურვილს, რომ წერილობით დააფიქსირონ შემდეგი:
1. ნოტათა გაცვლის მე-2 პარაგრაფის გათვალისწინებით იაპონიის დელეგაციის წარმომადგენელმა აღნიშნა:
იაპონიის მთავრობას ესმის, რომ საქართველოს მთავრობა მიიღებს აუცილებელ ზომებს, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი შეთავაზების, საჩუქრის ან გადახდის, საზღაურის ან სარგებელის მიღება სტიმულის ან ჯილდოს სახით, რაც შესაძლოა მიჩნეული იქნეს, როგორც კორუფციული პრაქტიკა საქართველოში და რაც შეიძლება დაკავშირებული იმ კონტრაქტებთან, რომლებიც დადებული იქნება ნოტათა გაცვლის პროცედურულ დეტალებზე შეთანხმების ოქმის (3) პარაგრაფის (2) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული აგენტის მიერ “ნოტათა გაცვლის” მე-2 პარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით.
2. ნოტათა გაცვლის მე-5 პარაგრაფის მე-2 ქვე-პარაგრაფის გათვალისწინებით იაპონიის დელეგაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იაპონიის მთავრობას ესმის, რომ:
(a) საჭირო ინფორმაცია მოიცავს ინფორმაციას გრანტთან დაკავშირებულ კორუფციულ პრაქტიკასთან ნოტათა გაცვლის პირველ პარაგრაფთან დაკავშირებით, და
(b) საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ასეთი ინფორმაციის წყაროს სანდოობას.
3. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს დელეგაციას არაფერი აქვს იაპონიის დელეგაციის წარმომადგენლის ზევით აღნიშნული განცხადების საწინააღმდეგო.
თბილისი, 2014 წლის 15 დეკემბერი
(ხელმოწერა საქართველოს მხრიდან) (ხელმოწერა იაპონიის მხრიდან)
________________________ _________________________
იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ------- წლის --------ით დათარიღებული ნოტების გაცვლის დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება იაპონიასთან ეკონომიკური თანამშრომლობას, რომელიც გავრცელდება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ღონისძიებებზე, მათი მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს პატივი აცნობოს საელჩოს, რომ ხსენებული ნოტების გაცვლის 1 პარაგრაფის შესაბამისად, იაპონური გრანტით და მასზე დარიცხული პროცენტით შესყიდული პროდუქტი, არ იქნება გამოყენებული სამხედრო მიზნებისათვის.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გამოხატავს პატივისცემას საქართველოში იაპონიის საელჩოს მიმართ და აქვს პატივი მოიხსენიოს იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ------- წლის --------ით დათარიღებული ნოტების გაცვლის დოკუმენტთან დაკავშირებით, იაპონიის არასაპროექტო ტიპის საგრანტო დახმარება (სამრეწველო პროდუქციით მომარაგება), რომლის ოდენობაა 100,000,000 იაპონური იენი.
სამინისტროს კიდევ ერთხელ აქვს პატივი, მიაწოდოს ინფორმაცია საელჩოს, რომ აღნიშნულ ნოტათა გაცვლის დოკუმენტის მე-3 პარაგრაფში მითითებული ანგარიში საქართველოს მთავრობის სახლით გახსნილია ბანკში: Tokyo-Mitsubishi-UFJ. ანგარიშის ნომერია *******.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და კიდევ ერთხელ გამოხატავს დიდ პატივისცემას იაპონიის საელჩოს მიმართ.
იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 20---- წლის ---------------- დათარიღებულ გაცვლით ნოტებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება იაპონურ გრანტს გამოყოფილს საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობის მცდელობების ხელშეწყობისთვის, იაპონიის საელჩოს აქვს პატივი აცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ აღნიშნული გაცვლითი ნოტების 1 პარაგრაფში მოხსენიებული გრანტის განხორციელება მოხდება იაპონიის მთავრობის მიერ ნოტების მე-4 პარაგრაფის დებულებების შესაბამისად 20---- წლის ----------- და გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების პერიოდი ამოიწურება 20------- წლის ----------------------აღნიშნული გაცვლითი ნოტების მე-5 პარაგრაფის (1) (ა) ქვეპარაგრაფის დებულებების შესაბამისად