📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე

მიღების თარიღი 29.12.2014
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016147
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2014
matsne.gov.ge 638 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე) განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 31.08.2018 ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 31.05.2018 სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 19.07.2021 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ განაშენიანების რეგულირების პარამეტრები 88% 24.05.2016 მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ 88% 31.05.2019

დოკუმენტის ტექსტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №48 2014 წლის 29 დეკემბერი ქ. ჭიათურა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/ მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 და 21 პუნქტების შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1🔗 განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნე­ბართვის ან/და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალის­წი­ნე­ბუ­ლი პროცედურის გარეშე იქნება შესაძლებელი. ამ სახეობებს განეკუთვნება: ა) 60 მ​2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;  ბ) 20 მ​3-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ    10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;  გ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე; დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5 მ-ისა; ე) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი); ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არ­სებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/ თხრილის მოწ­ყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შე­ნობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს); ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა; თ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ​2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები; ი) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები; კ) ლანდშაფტური მშენებლობა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურით შესაძლებელია ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა/განთავსება დაუშვებელია, თუ შენობა-ნაგებობების ნებისმიერი ფასადი მდებარეობს: ა) შიდა სახელმწიფოებრივი გზების ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 50 მეტრზე ნაკლებ ზოლში. I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის /განთავსებისათვის (გარდა პირველი მუხლის „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და შენობა-ნაგებობებისა) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით; ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 20 მეტრზე ნაკლებ ზოლში. I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის /განთავსებისათვის (გარდა პირველი მუხლის „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით; გ) ქ.ჭიათურის ცენტრალურ ზონაში (ნინოშვილის, წერეთლის, ძმები დეკანოზიშვილების (ყოფილი 1 მაისის), ყაზბეგის, იაშვილის, თხელიძის, ნიკოპოლის, ტოლსტოის, აბაშიძის, 26 მაისის, ჭავჭავაძის ქუჩები) I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის /განთავსებისათვის  (გარდა პირველი მუხლის „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით; დ) მდინარეების სანაპიროზე, კალაპოტიდან ორივე მხარეს 50 მეტრზე ნაკლებ ზოლში. I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის/განთავსებისათვის (გარდა პირველი მუხლის „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით; ე) სტიქიური და საშიში გეოლოგიური პროცესების ადგილებში. I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის/განთავსებისათვის სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით. მუხლი 4🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისას, რომელიც გამოიყენება სამყოფად (საცხოვრებლად), მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია განცხადებას ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა დამატებით დაურთოს მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/დასკვნა.“. მუხლი 5🔗 ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს. მუხლი 6🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 01 ივლისის №14 დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/ მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ (სსმ, 06/07/2011). მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი