„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს სამხედრო ძალები შედგება საქართველოს შეიარაღებული ძალებისაგან, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს – აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისაგან – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისაგან.“.
2. მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია გადადის საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობაში.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 მაისი.
№3149–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.05.2006.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.05.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3149. სარეგისტრაციო კოდი — 120.000.000.05.001.002.265.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.05.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №3149, 25.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 120.000.000.05.001.002.265 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/26458/