სსიპ ქალაქ თბილისის N94 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ ქალაქ თბილისის N94 საჯარო სკოლაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზები
1. დაწესებულების შემოსული წერილების ნუსხა;
2. დაწესებულების გასული წერილების ნუსხა;
3. დაწესებულების ფინანსური ბრუნვის დოკუმენტაციის ნუსხა;
4. დაწესებულების მომსახურეთა ხელშეკრულებების აღრიცხვა;
5. სამეურვეო საბჭოს ინფორმაციული ბაზა;
6. მოსწავლეთა და მასწავლებელთა მონაცემთა ბაზები.
ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და შენახვის შესახებ
სკოლა, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, აგროვებს, ამუშავებს და ინახავს პერსონალურ მონაცემებს სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესახებ.
2014 წლის განმავლობაში შეგროვებულ და დამუშავებულ იქნა შემდეგი მონაცემები:
1. მიღებულ მოსწავლეთა მონაცემები;
2. მიღებულ თანამშრომელთა ბაზა.
პერსონალური მონაცემების გაცემა ხდება მხოლოდ კანონით მკაცრად/პირდაპირ დადგენილი წესით, ფორმით, ფარგლებსა და შემთხვევებში.
ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის და გაცემის შესახებ
2014 წლის განმავლობაში დაწესებულებაში შემოვიდა:
1. 21 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე,
2. მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე არ შემოსულა,
3. 21 მოთხოვნა დაკმაყოფილდა,
4. საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე უარი არ გაცემულა;
5. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
6. საჯარო მომსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა.
სკოლის დირექტორი:/ნინო გახარია/