საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.12.2014
ძალაში შესვლა 05.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-211
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.016162
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია | სოფლის მეურნეობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება
№2-211
2014 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული
ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების ტიპიური დებულების
დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების თანდართული ტიპიური დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ძალაში შევიდეს 2015 წლის 5 იანვრიდან.
სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული
ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების ტიპური
დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები - რეგიონალური სამმართველოები (შემდგომში სამმართველო) შექმნილია „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილების საფუძველზე.
2. სამმართველო წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ტერიტორიულ ორგანოს შესაბამის რეგიონში.
3. სამმართველო თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობით, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით და ამ დებულებით.
4. სამმართველოს დებულებას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).
5. სამმართველო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, რომელიც ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
6. სამმართველოს კორდინაციას ახორციელებს სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტი.
7. სამმართველოს აქვს ბეჭედი და სატიტულო ფურცელი (ბლანკი) საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით და საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
მუხლი 2🔗.
სამმართველოს უფლებამოსილებანი
სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში სამინისტროს ხელშეწყობა;
ბ) რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა;
გ) ქვეყნის ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, რეგიონში აგრარული რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება და სამინისტროში წარდგენა;
დ) რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობა;
ე) რეგიონში ბიოაგროწარმოების ხელშეწყობა;
ვ) რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოება-რეალიზაციაში საერთაშორისო გამოცდილების გავრცელების ხელშეწყობა;
ზ) რეგიონში ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და სამინისტროში წარდგენა;
თ) დარგების მიხედვით პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელების ხელშეწყობა;
ი) რეგიონში სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია, ანალიზი, რეკომენდაციების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა;
კ) რეგიონში პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მათი განვითარების თაობაზე წინადადებების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა;
ლ) რეგიონში არსებული სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;
მ) რეგიონში არსებული სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებთან და სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ტერიტორიულ ორგანოებთან პერიოდულად სამუშაო შეხვედრების მოწყობა;
ნ) რეგიონში არსებული სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის ანგარიშების მოსმენა, შეჯერება და საერთო ანგარიშის სამინისტროში წარდგენა;
ო) სამეურნეო წლის განმავლობაში რეგიონში ნათესი და ნარგავი ფართობების სრული განახლებადი საინფორმაციო ბაზის შექმნა;
პ) რეგიონში კულტურების მიხედვით სავარაუდო მოსავლის წინასწარი განსაზღვრა, ოპერატიული ინფორმაციის მიღება-დამუშავება;
ჟ) რეგიონში სამინისტროს მიერ განსახორციელებული მიზნობრივი პროექტების შერჩევაში აქტიური მონაწილეობა, კონსულტაციის გაცემა და მონიტორინგი;
რ) სამინისტროს პოლიტიკისა და პროგრამების შესახებ მოსახლეობის დროული ინფორმირების ხელშეწყობა;
ს) სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაშენიანება-მოვლის თანამედროვე აგროტექნიკური მეთოდების პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა;
ტ) ცხოველთა მოვლა-მოშენების თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგიების პოპულარიზაციისა და მათი დანერგვის ხელშეწყობა;
უ) სხვადასხვა ტრენინგების, სწავლებებისა და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება;
ფ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტებში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის კომისიებში და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებსა და სფეროებში შექმნილ საგანგებო სიტუაციათა ანალიზი და შეფასება;
ქ) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა და კოორდინირებული საქმიანობა;
ღ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.
მუხლი 3🔗.
სამმართველოს სტრუქტურა
1. სამმართველოს სტრუქტურა განისაზღვრება საშტატო ნუსხით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.
2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამმართველოს მმართველობას განეკუთვნება;
ბ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების დროული, კვალიფიციური და ეფექტური შესრულებისათვის;
გ) აწესრიგებს სამმართველოს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს, კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებს;
დ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) უფლებამოსილია, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი მოაწეროს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გასაგზავნ კორესპონდენციას;
ვ) ზედამხედველობს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას;
ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დაქვემდებარებული თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
თ) აწარმოებს მოქალაქეთა პირად მიღებას;
ი) კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;
კ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების გამოყენებისა და დაცვისათვის, ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას.
4. სამმართველოს თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 4🔗.
სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამმართველოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორცილდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗.
დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.