საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და თანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2014
ძალაში შესვლა 15.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №1062
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.016403
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,047 სიტყვა · ~30 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2014 მიღება
15.01.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 14.11.2025 უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ადმინისტრირების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ბრძანება 90% 31.05.2025 თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 28.11.2025 მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 88% 24.12.2024 №10 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 21.01.2026

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და თანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №1062 2014 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და მასთან თანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და მასთან თანამშრომლობის თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 15 იანვრიდან.შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე დანართი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და მასთან თანამშრომლობის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (შემდგომში – ბიურო) საქმიანობისა და მასთან თანამშრომლობის წესი (შემდგომში – წესი) ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის – ინტერპოლის (შემდგომში – ინტერპოლი) კონსტიტუციას (წესდება), სხვა ნორმატიულ აქტებსა და რეკომენდაციებს, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. 2. თავისი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით ბიურო თანამშრომლობს: ა) ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან (შემდგომში – გენერალური სამდივნო); ბ) ინტერპოლის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან; გ) საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან; დ) საჭიროებიდან გამომდინარე, როგორც საქართველოს, ასევე ინტერპოლის წევრი ქვეყნების სხვადასხვა უფლებამოსილ ორგანოსა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან. 3. წესის მიზანია: ა) განსაზღვროს ბიუროს საქმიანობა; ბ) მოაწესრიგოს ბიუროს თანამშრომლობა საქართველოსა და ინტერპოლის წევრი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებთან; გ) ეფექტიანი გახადოს საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლა ინტერპოლის მეშვეობით; დ) ხელი შეუწყოს საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობას. 4. ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბიუროს ეკრძალება რეაგირება იმ მოთხოვნებზე, რომლებიც დაკავშირებულია პოლიტიკური, სამხედრო, რასობრივი ან რელიგიური ხასიათის დანაშაულთან. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ბიუროს საქმიანობაზე, თუ მოთხოვნა დაკავშირებულია დანაშაულთან, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. მუხლი 2🔗. საქართველოს სამართალდამცავი და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ ბიუროსათვის მოთხოვნების, პასუხებისა და შეტყობინების მიწოდების წესი 1. მოთხოვნა, პასუხი და შეტყობინება ბიუროს ეგზავნება ნაბეჭდი ფორმით. 2. მოთხოვნა, პასუხი და შეტყობინება ბიუროს ეგზავნება ფოსტისა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (e-flow) საშუალებით, გადაუდებელი აუცილებლობისას, ბიუროს შეიძლება ინფორმაცია მიეწოდოს ფაქსითა და ელექტრონული ფოსტით. 3. აღნიშნული წესის შესაბამისად, ბიუროს მიერ მიღებულ ან გაგზავნილ მოთხოვნებს იმის მიხედვით, თუ რამდენად სასწრაფოა მათი შესრულება, ენიჭება შემდეგი გრიფები: ა) ფრიად სასწრაფო – სავალდებულოა მოხდეს რეაგირება დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მიღებიდან 24 საათში; ბ) სასწრაფო – სავალდებულოა მოხდეს რეაგირება მიღებიდან 3 დღეში; გ) არასასწრაფო – სავალდებულოა შესრულდეს მიღებიდან 10 დღეში. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული გრიფების გზავნილისათვის მინიჭების საფუძველი განმარტებული უნდა იქნეს მოთხოვნაში. 5. ბიუროსათვის მოთხოვნით მიმართვა შესაძლებელია, თუ იგი მიზნად ისახავს: ა) დანაშაულის აღკვეთას, გამოძიებას და სისხლისსამართლებრივ დევნას; ბ) პირის ძებნას მისი დაპატიმრების მიზნით; გ) ინფორმაციის მოპოვებას იმ პირის შესახებ, რომელმაც ჩაიდინა ან, სავარაუდოდ, აპირებს ჩაიდინოს დანაშაული; დ) სამართალდამცავი ორგანოების გაფრთხილებას პირის კრიმინალური საქმიანობის შესახებ; ე) უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ადგილსამყოფლის დადგენას; ვ) დაზარალებულის ან მოწმის ადგილსამყოფლის დადგენას; ზ) პირის ან გვამის იდენტიფიცირებას; თ) დანაშაულის საგნის ადგილმდებარეობის დადგენას ან მის იდენტიფიცირებას; ი) გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა ინფორმაციისა და სამხილების მოპოვებას; კ) პოლიციისათვის, სხვა სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ინფორმაციის მიწოდებას, ორგანიზაციებისათვის პოტენციური საფრთხის შესახებ, რომელიც შეიძლება წარმოიშვას შენიღბული ცეცხლსასროლი იარაღიდან, ასაფეთქებელი ნივთიერებებიდან ან სხვა საფრთხის შემცველი მასალებიდან; ლ) სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა ინფორმაციის ან/და დოკუმენტების მოპოვებასა და გადაცემას. 6. ბიუროსათვის მიმართვის უფლება აქვთ შემდეგ თანამდებობის პირებს: ა) მინისტრს; ბ) მინისტრის მოადგილეს; გ) მთავარ პროკურორს; დ) მთავარი პროკურორის მოადგილეს; ე) სასამართლოს თავმჯდომარეს; ვ) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს; ზ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს; თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეს; ი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურის,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორსა (უფროსი) და მოადგილეს; კ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსსა და მოადგილეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსსა და მოადგილეს; ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონული/საქალაქო/ქალაქის რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსს; მ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამმართველოს უფროსს; ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირებს. 7. გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ზიანი, ბიუროსათვის მიმართვა შეუძლიათ ასევე სხვა თანამდებობის პირებსაც, მაგრამ შუამდგომლობაში დასაბუთებული უნდა იქნეს დაუყოვნებლივი მიმართვის აუცილებლობა. 8. არაუფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსა თუ თანამდებობის პირის მიერ გადმოგზავნილი დოკუმენტები განხილვის გარეშე უბრუნდება ადრესატებს. 9. არასამთავრობო ორგანიზაციების, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ან/და მოთხოვნები, საჭიროების შემთხვევაში, საკითხის არსებითად განსახილველად ეგზავნება შესაბამის  სამართალდამცავ ორგანოებს. 10. ბიურო არ ასრულებს მოთხოვნას, თუ: ა) მისი განხილვა არ შედის ინტერპოლის კომპეტენციაში; ბ) დაკავშირებულია სამხედრო, პოლიტიკურ, რელიგიურ ან რასობრივ დანაშაულთან, გარდა პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) მისი შესრულება გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, ინტერპოლის კონსტიტუციისა (წესდება) და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევას; დ) დარღვეულია ბიუროსათვის აღნიშნული წესით დადგენილი მიმართვის ფორმა. 11. მოთხოვნის შეჩერების ან გაუქმების უფლება აქვს: ა) ბიუროს უფროსს, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილეს, ან მოადგილის არყოფნისას, ბიუროს უფროსის დავალებით – უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ერთ-ერთ სამმართველოს უფროსს; ბ) მოთხოვნის ინიციატორ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს; გ) გენერალურ სამდივნოს. 12. ინფორმაციის გაცვლა გენერალურ სამდივნოსა და უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროსთან ხორციელდება ამ წესით და ინტერპოლის ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად. მუხლი 3🔗. პირის იდენტიფიცირება და შემოწმება გენერალური სამდივნოსა და უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს მონაცემთა ბაზების შესაბამისად 1. პირის შემოწმებისა და იდენტიფიკაციის განხორციელება შესაძლებელია იმ შემთხვევებში, თუ: ა) არსებობს გონივრული ეჭვი, რომ პირმა, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენაში, ან მსჯავრდებულია და თავს არიდებს სასჯელის მოხდას, დატოვა საქართველოს ტერიტორია; ბ) მოწმდება უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენაში; გ) არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ შემთხვევის ადგილიდან აღებული თითის ანაბეჭდები ეკუთვნის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი დაკავებულია საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გარეშე, ან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები აღმოჩნდა ყალბი. 2. მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე ბიუროს მიერ შესაძლებელია შემოწმდეს, ხომ არ ფიგურირებს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირი ფიზიკურ პირთა შესახებ გენერალური სამდივნოს რომელიმე მონაცემთა ბაზაში. 3. გენერალური სამდივნოს ან/და ინტერპოლის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების მონაცემთა ბაზების მიხედვით პირის იდენტიფიკაციის ან შემოწმების მოთხოვნაში უნდა მიეთითოს: ა) მოთხოვნის ინიციატორი ორგანოს დასახელება და მისი რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი); ბ) შემოწმების ან იდენტიფიკაციის განხორციელების მიზანი და საფუძველი; გ) ის სახელმწიფოები, რომელთა მონაცემთა ბაზების მიხედვითაც მოითხოვება შემოწმება; დ) მოთხოვნის ინიციატორის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია პირის შესახებ, რომლის იდენტიფიკაცია ან შემოწმებაც მოითხოვება (სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, მოქალაქეობა, რეგისტრაციის ადგილი, საპასპორტო მონაცემები, ფოტოსურათი, თითის ანაბეჭდები, მისი აღწერილობა, განმასხვავებელი ნიშნები და ასევე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირის შემოწმების ან იდენტიფიცირების დროს). მუხლი 4🔗. საერთაშორისო ძებნის განხორციელება ინტერპოლის ქსელის საშუალებით საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე 1. საერთაშორისო ძებნა ხორციელდება ინტერპოლის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე ბიუროს საშუალებით საერთაშორისო ნორმატიული აქტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. 2. ბიუროს მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს იმ პირების საერთაშორისო ძებნა, რომლებიც: ა) ბრალდებული არიან დანაშაულის ჩადენაში და ემალებიან საქმისმწარმოებელ ორგანოს; ბ) თავს არიდებენ სასჯელის მოხდას ან გაიქცნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან; გ) ითვლებიან უგზო-უკვლოდ დაკარგულად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირი ბრალდებული უნდა იყოს იმ დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მსჯავრდებულს მისჯილი უნდა ჰქონდეს თავისუფლების აღკვეთა. 4. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ბიუროს მეშვეობით განხორციელდეს პირის ძებნა მისი ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით და ასევე მოპოვებულ იქნეს მის შესახებ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსა თუ წევრი ქვეყნების მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაცია (ლურჯი ცირკულარი). 5. ბიურო საერთაშორისო ძებნის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფს საქართველოსა და ინტერპოლის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობას. 6. საერთაშორისო ძებნის განხორციელების პროცესში ბიურო თანამშრომლობს: ა) გენერალურ სამდივნოსთან; ბ) უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროებთან; გ) საქართველოსა და ინტერპოლის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან; დ) საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოსა და უცხო ქვეყნების სხვადასხვა ორგანოსთან; ე) უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან.  მუხლი 5🔗. ბრალდებულზე, მსჯავრდებულსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულზე საერთაშორისო ძებნის უზრუნველყოფა 1. ბიუროს მეშვეობით საერთაშორისო ძებნის გამოცხადება შესაძლებელია მხოლოდ ინტერპოლის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე. 2. ბიუროს მეშვეობით საერთაშორისო ძებნის გამოცხადება დასაშვებია, თუ: ა) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ძებნილმა დატოვა საქართველოს ტერიტორია; ბ) მიუხედავად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა, ვერ დადგინდა ძებნილის ადგილსამყოფელი და არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას აქვს ახლო ნათესაური ან/და მეგობრული კავშირები საქართველოს ფარგლებს გარეთ; გ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ ძებნილი აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას. 3. პირზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება უნდა მოხდეს ქვეყნის შიგნით ძებნის გამოცხადების შემდეგ ან მის პარალელურად. მუხლი 6🔗.  ბრალდებულსა და მსჯავრდებულზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პირობები 1. ბრალდებულსა და მსჯავრდებულზე საერთაშორისო ძებნა არ გამოცხადდება, თუ ისინი დაკავშირებული არიან პოლიტიკურ, სამხედრო, რელიგიურ და რასობრივ დანაშაულთან, გარდა ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. ბრალდებულზე ან მსჯავრდებულზე დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებისათვის ბიუროს შუამდგომლობასთან ერთად ეგზავნება ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებული მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. ბრალდებულზე ან მსჯავრდებულზე დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით, საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ მოთხოვნას უნდა დაერთოს საქართველოს მთავარი პროკურორის, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის ან მათ მიერ უფლებამოსილი პროკურორის შუამდგომლობა საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ. 3. საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პირის ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით ძებნის ან მის შესახებ ინფორმაციის მოპოვების თაობაზე შუამდგომლობას უნდა დაერთოს ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებული, მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. მუხლი 7🔗. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება ინტერპოლის მეშვეობით 1. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებზე ინტერპოლის მეშვეობით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების საფუძველია იმ უფლებამოსილი ორგანოს/თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობა, რომელიც ქვეყნის შიგნით ძებნას ახორციელებდა. 2. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირზე საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად შუამდგომლობასთან ერთად ბიუროს უნდა მიეწოდოს ამ წესის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია. მუხლი 8🔗. ინტერპოლის მეშვეობით ბრალდებულზე, მსჯავრდებულზე ან უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მოთხოვნამდე განსახორციელებელი მოქმედებები ბრალდებულზე, მსჯავრდებულზე ან უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირზე ინტერპოლის მეშვეობით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მიზნით უნდა დადგინდეს: ა) ძებნილი პირის მიერ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების ფაქტი და დადებით შემთხვევაში, მოპოვებულ იქნეს პასპორტის რეკვიზიტები; ბ) ძებნის მიზნის გათვალისწინებით 21-ე, 22-ე ან 24-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა შესაძლებელი ინფორმაცია; გ) მისი სავარაუდო კრიმინალური წარსული, უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში, ხომ არ არის გაძევებული საქართველოს ტერიტორიიდან. ასევე უნდა დადგინდეს მისი დროებითი ადგილსამყოფელი საქართველოს ტერიტორიაზე და გაირკვეს, ხომ არ აქვს მას მიღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. მუხლი 9🔗. ბიუროსათვის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ მოთხოვნის გაგზავნის წესი 1. საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მოთხოვნას შეძლებისდაგვარად უნდა დაერთოს ამ წესით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი. 2. მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს დადგენილი წესის შესაბამისად. 3. ბრალდებულზე ან მსჯავრდებულზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ მოთხოვნას უნდა დაერთოს მოსამართლის ბრძანება აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შერჩევის თაობაზე, ან კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე საქმისმწარმოებელი ორგანოს/თანამდებობის პირის ხელთ არსებული ყველა მონაცემი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება პირის იდენტიფიკაცია. 4. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ მოთხოვნას უნდა დაერთოს ძებნის განმახორციელებელი ორგანოს/თანამდებობის პირის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნას და/ან იდენტიფიკაციას. მუხლი 10🔗. ბრალდებულზე, მსჯავრდებულსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ მოთხოვნის მიღების შემდეგ ბიუროს მიერ განსახორციელებელი მოქმედებები 1. ბრალდებულზე, მსჯავრდებულსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ მოთხოვნის მიღების შემდეგ, ბიურო ადგენს შეესაბამება თუ არა იგი დებულების მოთხოვნებს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) იღებს ზომებს მოთხოვნის შესასრულებლად; ბ) ითხოვს დამატებით ინფორმაციას, თუ მოწოდებული მონაცემები არ არის საკმარისი საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად; გ) არ აკმაყოფილებს მოთხოვნას, თუ იგი ეწინააღმდეგება ამ წესის მოთხოვნებს. 2. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში ბიურო ძებნის ინიციატორს აცნობებს 3 დღეში. 3. ბიურო ბრალდებულზე, მსჯავრდებულზე ან უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირზე საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს: ა) შუამდგომლობს გენერალური სამდივნოს წინაშე, რათა მან აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე, ძებნის თავისებურებებიდან გამომდინარე, გამოსცეს შესაბამისი ფერის (წითელი, ლურჯი, ყვითელი) სპეციალური ნიშანი – ცირკულარი; ბ) გენერალური სამდივნოს მეშვეობით აგზავნის მოთხოვნას ძებნის შესახებ ინტერპოლის წევრ ყველა ქვეყანაში; გ) აგზავნის მოთხოვნას ძებნის შესახებ ინტერპოლის წევრ ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში. მუხლი 11🔗. ბიუროსა და ძებნის ინიციატორი ორგანოს/თანამდებობის პირის თანამშრომლობა საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შემდეგ 1. ბრალდებულზე, მსჯავრდებულზე ან უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შემდეგ ძებნის ინიციატორი ბიურო აწვდის დამატებით მოპოვებულ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძებნის განხორციელების ეფექტიანობისათვის. 2. ბრალდებულზე, მსჯავრდებულზე ან უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შემდეგ ძებნის ინიციატორი აცნობებს საერთაშორისო ძებნის გაგრძელების შესახებ, ძებნის ერთწლიანი, ან იმ შემთხვევაში, თუ ძებნილთან დაკავშირებით გამოცემულია ცირკულარი, 5-წლიანი ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე. 3. საერთაშორისო ძებნის განხორციელებისას, თუ ბიურო უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროდან მიიღებს ინფორმაციას ძებნილის შესახებ, ეს უკანასკნელი არა უგვიანეს გზავნილისათვის მიცემული გრიფის შესაბამისად, აცნობებს ძებნის ინიციატორს. 4. დამატებით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ბიუროს საკუთარი ინიციატივით შეუძლია გაზარდოს იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებსაც მიმართავს ძებნილის დადგენისა და დაკავების მოთხოვნით. მუხლი 12🔗. საერთაშორისო ძებნის შეწყვეტა 1. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის საერთაშორისო ძებნა შეწყდება: ა) მისი ადგილმდებარეობის დადგენისას; ბ) გვამის აღმოჩენისას, რომლის იდენტიფიცირებითაც დადგინდება, რომ იგი ძებნილი პირია; გ) ძებნილის გარდაცვალების დოკუმენტალურად დადასტურებული ინფორმაციის მოპოვებისას; დ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით ძებნილი პირის საერთაშორისო ძებნა შეწყდება: ა) მისი ადგილმდებარეობის დადგენისას, იმ შემთხვევაში, თუ ძებნის ინიციატორი არ მოითხოვს მისი გადაადგილების დამატებით კონტროლს; ბ) გვამის აღმოჩენისას, რომლის იდენტიფიცირებითაც დადგინდება, რომ იგი ძებნილი პირია; გ) ძებნილის გარდაცვალების დოკუმენტალურად დადასტურებული ინფორმაციის მოპოვებისას; დ) სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტისას; ე) ძებნის ვადის გასვლისას; ვ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 3. ბრალდებულის და მსჯავრდებულის საერთაშორისო ძებნა მათი დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით შეწყდება: ა) ძებნილის საქართველოში ექსტრადიციის შემდეგ; ბ) თუ დადგინდა, რომ ძებნილის ექსტრადიცია შეუძლებელია, რადგან მას დაეკისრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უცხო ქვეყანაში იმ დანაშაულის გამო, რომლის ჩადენისთვისაც იძებნებოდა; გ) ძებნილის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისას; დ) გვამის აღმოჩენისას, რომლის იდენტიფიცირებითაც დადგინდება, რომ იგი ძებნილი პირია; ე) ძებნილის გარდაცვალების დოკუმენტალურად დადასტურებული ინფორმაციის მოპოვებისას; ვ) სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტისას; ზ) ძებნის ინიციატორის მოთხოვნით, თუ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ძებნა უნდა გაგრძელდეს ქვეყნის ტერიტორიაზე (ეროვნულ დონეზე); თ) აღკვეთის ღონისძიების შეცვლისას; ი) ძებნის ვადის გასვლისას; კ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 4. ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ მოთხოვნის ინიციატორი ორგანო აღნიშნული საფუძვლების წარმოშობიდან 5 დღეში აცნობებს ბიუროს და საჭიროების შემთხვევაში უგზავნის დოკუმენტის ასლს, რომლის საფუძველზედაც შეწყდა ძებნა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღის ვადაში ბიურო საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ აცნობებს გენერალურ სამდივნოს, თუ ძებნა მისი მეშვეობით იყო გამოცხადებული, ან უშუალოდ იმ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროებს, რომელთა ტერიტორიაზეც ხორციელდებოდა საერთაშორისო ძებნა. მუხლი 13🔗. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით ძებნილი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენის ან დაკავებისას ბიუროსა და ძებნის ინიციატორი ორგანოს/თანამდებობის პირის თანამშრომლობის წესი 1. ბიურო საერთაშორისო ძებნაში მყოფი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენის ან დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისას, გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამისად, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა, აცნობებს საქართველოს მთავარი პროკურატურის შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფს/თანამდებობის პირს და საჭიროების შემთხვევაში საქმისმწარმოებელ ორგანოს/თანამდებობის პირს. 2. მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურატურიდან წარდგენილ იქნება დოკუმენტი თანხმობაზე, რომ საერთაშორისო ძებნილის ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა გაიგზავნება დადგენილი წესის შესაბამისად, ბიურო აღნიშნულის შესახებ დოკუმენტის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში აცნობებს იმ უცხო ქვეყნის  ინტერპოლის ბიუროს, სადაც დაკავებულია საერთაშორისო ძებნილი. 3. იმისათვის, რომ დაკავებული საერთაშორისო ძებნილი არ იქნეს გათავისუფლებული, ოპერატიულობის თვალსაზრისით, საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და პირის საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდებისათვის საჭირო დოკუმენტაცია შესაძლოა მიეწოდოს ბიუროს, ინტერპოლის საკომუნიკაციო ქსელით ძებნილის დამკავებელი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოსათვის გადასაგზავნად. 4. უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოდან გადმოგზავნილ გადაწყვეტილებას ძებნილი პირის გადმოცემის შესახებ ბიურო გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამისად, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა, აწვდის საქართველოს მთავარ პროკურატურას. 5. საქართველოს მთავარ პროკურატურას ბიუროს მეშვეობით შეუძლია შეათანხმოს ძებნილი პირის გადმოცემის პროცედურები უცხო ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან. 6. ძებნილის საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ ექსტრადიციის განმახორციელებელი ორგანო ამ ფაქტის შესახებ ბიუროს აცნობებს სამ დღეში. თავის მხრივ, ბიურო აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 3 დღეში ექსტრადირებულ პირზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ აცნობებს გენერალურ სამდივნოს და უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროებს, ხოლო თუ ძებნა გამოცხადებული იყო მხოლოდ კონკრეტული ქვეყნების ფარგლებში, მაშინ მითითებული ინფორმაცია მიეწოდებათ მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ მითითებული პირის ძებნაში. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ინფორმაციის მიღების შემდეგ ბიურო ძებნილის გადმომცემ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს 3 დღის ვადაში ატყობინებს ძებნილის საქართველოში ჩამოყვანის შესახებ, თარიღის მითითებით. მუხლი 14🔗. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შუამდგომლობის საფუძველზე, ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით, საერთაშორისო ძებნაში მყოფი ბრალდებულის და მსჯავრდებულის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენისას ბიუროს მოქმედების წესი 1. ბიურო უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე საერთაშორისო ძებნაში მყოფი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან გონივრულ ვადაში აცნობებს უშუალოდ ძებნის ინიციატორ ორგანოს/თანამდებობის პირს. 2. საქმისმწარმოებელი ორგანო/თანამდებობის პირი, ინფორმაციის მიღების შემდეგ, გზავნილისათვის მინიჭებული გრიფით განსაზღვრულ ვადაში ატყობინებს ბიუროს მიღებული გადაწყვეტილებისა და განსახორციელებელ ქმედებათა შესახებ. მუხლი 15🔗. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენის შემთხვევაში ბიუროს მოქმედების წესი 1. ბიუროში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამისად, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა, უშუალოდ ეცნობება ძებნის ინიციატორს. 2. ინფორმაციის მიღების შემდეგ გზავნილისათვის მინიჭებული გრიფით განსაზღვრულ ვადაში ძებნის ინიციატორი იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისად და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ბიუროს, რომელიც, თავის მხრივ, ინფორმაციის მიღებიდან 3 დღეში აცნობებს ამის შესახებ ინფორმაციის მომწოდებელ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს. მუხლი 16🔗. უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს მოთხოვნის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნის განხორციელება 1. ინტერპოლის წევრი ქვეყნების უფლებამოსილი სამართალდამცავი ორგანოები/თანამდებობის პირები ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნის მოთხოვნით საკუთარი ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს მეშვეობით მიმართავენ ბიუროს. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირების ძებნაზე კონტროლს ახორციელებს ბიურო. 3. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ძებნის შესახებ მოთხოვნის მიღების შემთხვევაში ბიურო ამოწმებს: ა) შეიცავს თუ არა წარმოდგენილი შუამდგომლობა ძებნის გამოსაცხადებლად საჭირო ინფორმაციას; ბ) ქმედება, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება ან რომლისთვისაც მსჯავრდებულია ძებნილი, არის თუ არა დასჯადი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით; გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად ხომ არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი. 4. თუ ძებნის განხორციელების შესახებ მოთხოვნაში მითითებულია ძებნილის სავარაუდო ადგილსამყოფელი, ბიურო უფლებამოსილ ორგანოებს უგზავნის მოთხოვნას შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ ძებნილის ადგილსამყოფლის დადგენის ან მისი დაკავების შემდგომი ექსტრადიციის მიზნით. ბიურო შუამდგომლობასთან ერთად უფლებამოსილ ორგანოს უგზავნის მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტის ასლს, რომელიც საჭიროა მოთხოვნილი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განსახორციელებლად. ღონისძიების შედეგი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბიუროს. 5. ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით ძებნილი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაციის მომპოვებელი ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს ბიუროს. აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში ბიურო აცნობებს ამის შესახებ შუამდგომლობით მომმართველ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს და სთხოვს დაზუსტებას, თუ რა ზომები უნდა იქნეს მიღებული აღმოჩენილ ძებნილთან დაკავშირებით. ბიურო უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროდან პასუხის მიღების შემთხვევაში, გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამისად, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, აცნობებს ამის თაობაზე უშუალოდ იმ ორგანოს, რომლიდანაც შემოვიდა ინფორმაცია ძებნილი პირის შესახებ. 6. დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით საერთაშორისო ძებნაში მყოფი პირის აღმოჩენის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო აკავებს პირს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ბიუროს. 7. ძებნილის დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ბიურო დაუყოვნებლივ აცნობებს ძებნის ინიციატორ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს და ითხოვს დაკავებულის ძებნასა და მის ექსტრადიციაზე მოთხოვნის დადასტურებას. აღნიშნულ მოთხოვნაზე პასუხის მიღებისთანავე ბიურო მითითებულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის უშუალოდ იმ დანაყოფს, რომელმაც დააკავა ძებნილი, ასევე შესაბამის პროკურატურას. 8. გენერალური სამდივნოდან ან უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროდან ძებნის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის შემოსვლის შემთხვევაში, ბიურო 3 დღეში აცნობებს შესაბამის ორგანოებს, რათა შეწყდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნა საქართველოს ტერიტორიაზე. მუხლი 17🔗. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნა 1. ბიუროში გენერალური სამდივნოდან ან უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროდან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნის შესახებ მოთხოვნის შემოსვლის შემთხვევაში მოწმდება, საკმარისია თუ არა მონაცემები პირის ძებნის განსახორციელებლად. იმ შემთხვევაში, თუ მოწოდებული ინფორმაცია არ იქნება საკმარისი, ბიურო მიმართავს ძებნის ინიციატორს დამატებითი მონაცემების მოწოდების მოთხოვნით. 2. თუ არსებობს ინფორმაცია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის სავარაუდო ადგილსამყოფლის ან საქართველოში მისი კავშირების შესახებ, ბიურო აგზავნის მოთხოვნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფში, რათა გატარებულ იქნეს შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება. მოთხოვნაში უნდა მიეთითოს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მონაცემები, რომლებიც აუცილებელია მისი ძებნისა და იდენტიფიკაციისათვის. ასევე უნდა მიეთითოს იმის შესახებ, რომ განხორციელებული ღონისძიების შედეგები ეცნობოს ბიუროს. 3. გენერალური სამდივნოდან, უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროდან ან ძებნის ინიციატორი სხვა უფლებამოსილი ორგანოდან უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირზე ძებნის გაუქმების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ბიურო აწვდის აღნიშნულ ინფორმაციას ორგანოს, რომელიც ახორციელებდა მითითებული პირის ძებნას საქართველოს ტერიტორიაზე. მუხლი 18🔗. ბიუროს მიერ ამოუცნობი გვამების ან იმ უცნობ პირთა იდენტიფიცირებისას განსახორციელებელი მოქმედების ინფორმაციული უზრუნველყოფა, რომელთაც ჯანმრთელობის ან ასაკის გამო არ შეუძლიათ თავის შესახებ ინფორმაციის მოწოდება 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს ამოუცნობი გვამების ან იმ უცნობი პირების, რომელთაც ჯანმრთელობის ან ასაკის გამო არ შეუძლიათ თავის შესახებ ინფორმაციის მოწოდება და რომლებზეც არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ არ არიან საქართველოს მოქალაქეები, იდენტიფიკაციის მიზნით შეუძლიათ შუამდგომლობით მიმართონ ბიუროს მათი ვინაობის დასადგენად. 2. მოთხოვნაში უნდა მიეთითოს ამოუცნობი გვამის ან უცნობი პირის აღმოჩენის ადგილი, ასევე შუამდგომლობის ინიციატორი ორგანოს/თანამდებობის პირის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მათი ვინაობის დასადგენად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ინფორმაციას ბიურო უგზავნის   უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში, თუ ბიურო მიზანშეწონილად მიიჩნევს, საქმისმწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, თუ მოწოდებული იქნება ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია, მიმართავს გენერალურ სამდივნოს შესაბამისი ფერის (ყვითელი, შავი) ცირკულარის გამოცემის მოთხოვნით. 4. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად დადგინდება ამოუცნობი გვამის ან უცნობი პირის ვინაობა, საქმისმწარმოებელი ორგანო ამის შესახებ 3 დღის განმავლობაში აცნობებს ბიუროს, რომელიც, თავის მხრივ, არა უგვიანეს 3 დღის განმავლობაში გადასცემს აღნიშნულ ინფორმაციას უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროებს და ასევე გენერალურ სამდივნოს, თუ ინფორმაცია გავრცელებულ იქნა გენერალური სამდივნოს მეშვეობით. 5. უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს მიერ ამოუცნობი გვამის ან უცნობი პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში ბიურო ამ გზავნილს შეძლებისდაგვარად დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამისად, აცნობებს საქმისმწარმოებელ ორგანოს/თანამდებობის პირს. 6. ამოუცნობი გვამის ან უცნობი პირის ვინაობის დადგენის შესახებ მოთხოვნის გაუქმების შემთხვევაში ბიურო დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროებს და ასევე გენერალურ სამდივნოს, თუ მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდებაზე გაგზავნილ იქნა ასევე გენერალურ სამდივნოშიც. მუხლი 19🔗. უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე ამოუცნობი გვამის ან იმ უცნობ პირთა იდენტიფიკაცია, რომელთაც ჯანმრთელობის ან ასაკის გამო არ შეუძლიათ თავის შესახებ ინფორმაციის მოწოდება 1. ამოუცნობი გვამის ან იმ უცნობი პირების, რომელთაც ჯანმრთელობის ან ასაკის გამო არ შეუძლიათ თავის შესახებ ინფორმაციის მოწოდება, ვინაობის დადგენის შესახებ გენერალური სამდივნოს, უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროების ან უცხო ქვეყნის უფლებამოსილი სამართალდამცავი ორგანოების/თანამდებობის პირების მოთხოვნა, მას შემდეგ რაც დადგინდება, რომ იგი შეიცავს პირის საიდენტიფიკაციოდ ყველა საჭირო მონაცემს, ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ამოუცნობი გვამის ან უცნობი პირის ვინაობის დადგენის შემთხვევაში, 3 დღის ვადაში ინფორმაციას აწვდის ბიუროს, რომელიც, თავის მხრივ, 3 დღის ვადაში აცნობებს იდენტიფიკაციის მოთხოვნის ინიციატორს. 3. ამოუცნობი გვამის ან უცნობი პირის ვინაობის დადგენის შესახებ ინფორმაციის მომთხოვნი მხარის მიერ მოთხოვნის გაუქმების შემთხვევაში ბიურო ინფორმაციის მიღებიდან 3 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს. მუხლი 20🔗. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ბიუროსათვის შუამდგომლობით მიმართვის წესი გენერალური სამდივნოს სპეციალური ცირკულარის გამოცემის შესახებ 1. ინტერპოლის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების მიერ ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა ძებნის, ადგილმდებარეობის დადგენის, დაკავების, ექსტრადიციის, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნის, მათ შესახებ ინფორმაციის მოძიების, ინტერპოლის წევრი ქვეყნებისათვის იმ პირებზე, რომლებმაც შესაძლებელია დანაშაული ჩაიდინონ მათ ტერიტორიაზე, ინფორმაციის მიწოდების, ამოუცნობი გვამის ვინაობის დადგენის ხელშეწყობისა და ეფექტიანი მუშაობისათვის, შენიღბული იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ შესაბამისი მოთხოვნისა და ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის ჩადენის, საშუალებების, ხერხების და მეთოდების შესახებ ინფორმაციის შეგროვების და გავრცელების შემთხვევაში გენერალური სამდივნო გამოსცემს შუამდგომლობის შესაბამისი ფერის სპეციალურ ნიშანს – ცირკულარს. 2. ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე გენერალური სამდივნო გამოსცემს: ა) წითელ ცირკულარს – ბრალდებულის ან მსჯავრდებულის დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით; ბ) ლურჯ ცირკულარს – პირის იდენტიფიკაციის, კრიმინალური წარსულის ან ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით; გ) მწვანე ცირკულარს – იმ პირზე ინფორმაციის გამოქვეყნების მიზნით, რომელმაც შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული სხვადასხვა ქვეყანაში; დ) ყვითელ ცირკულარს – უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ან იმ პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარი ვინაობის დასახელებას; ე) შავ ცირკულარს – ამოუცნობი გვამის იდენტიფიკაციის მიზნით; ვ) ნარინჯისფერ ცირკულარს – პოლიციის, სხვა სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მიწოდებას პოტენციური საფრთხის შესახებ, რომელიც შეიძლება წარმოიშვას შენიღბული ცეცხლსასროლი იარაღიდან, ასაფეთქებელი ნივთიერებებიდან ან სხვა საფრთხის შემცველი მასალებიდან; ზ) იასამნისფერ ცირკულარს - დანაშაულის ჩადენის ხერხების, საშუალებების, მეთოდების და საქმის გარემოებების გავრცელების მიზნით. 3. საქართველოს მთავარი პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს ბიუროს გენერალური სამდივნოს მეშვეობით წითელი ცირკულარის გამოცემის შესახებ, როდესაც პირი იძებნება დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით. ლურჯი, მწვანე, ყვითელი, შავი, ნარინჯისფერი და იასამნისფერი ცირკულარების გამოცემის მოთხოვნა ასევე შეუძლია სხვა საქმის მწარმოებელ უფლებამოსილ ორგანოს/თანამდებობის პირს. 4. წითელი, ლურჯი, მწვანე, ყვითელი, შავი, ნარინჯისფერი, იასამნისფერი ცირკულარის გამოცემის შესახებ შუამდგომლობას შეძლებისდაგვარად უნდა დაერთოს 21-ე, 22-ე, 23-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლებით გათვალისწინებული, მოთხოვნის ინიციატორის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. მუხლი 21🔗. წითელი ცირკულარის გამოცემის შესახებ შუამდგომლობის შინაარსი 1. წითელი ცირკულარის გამოცემის შუამდგომლობას უნდა დაერთოს ძებნილის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: ა) 2 ფერადი ფოტოსურათი; ბ) თითის ანაბეჭდები; გ) გვარი და სახელი; დ) სხვა, მათ შორის, გამოგონილი გვარი და სახელი, თუ აქვს ასეთი; ე) სქესი; ვ) დაბადების თარიღი და ადგილი; ზ) ასევე სხვა დაბადების თარიღები და ადგილები, თუ ცნობილია; თ) მამის სახელი და გვარი, ასევე სხვა სახელი და გვარი, თუ ცნობილია; ი) დედის ქალიშვილობის სახელი და გვარი, ასევე სხვა სახელი და გვარი, თუ ცნობილია; კ) მოქალაქეობა; ლ) ინფორმაცია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ (დასახელება, გაცემის დრო, ადგილი, მოქმედების ვადა, საიდენტიფიკაციო ნომრები); მ) პროფესია; ნ) რომელ ენებს ფლობს; ო) გარეგნული აღწერილობა (სიმაღლე, წონა, აღნაგობა, თმის ფერი, თვალის ფერი); პ) განმასხვავებელი ნიშნები (ნაიარევი, ტატუირება, ამპუტირებული კიდური, ფიზიკური ნაკლი და სხვ.); ჟ) დნმ-ის კოდი; რ) ქვეყნები, სადაც შესაძლებელია იმყოფებოდეს ძებნილი, ასევე მისამართი, თუ ცნობილია; ს) დამატებითი ინფორმაცია ძებნილის შესახებ (კრიმინალური წარსული, ჩადენილი დანაშაულის დეტალები); ტ) მითითება ძებნილის დამახასიათებელ თვისებაზე: ხომ არ არის იგი მიდრეკილი თვითმკვლელობისადმი, ძალადობისადმი, ნარკოტიკების მოხმარებისადმი, ხომ არ არის სულიერად დაავადებული ან ინფიცირებული რაიმე საშიში დაავადებით, შეიარაღებულია თუ არა და სხვ. 2. შუამდგომლობას უნდა დაერთოს შემდეგი სამართლებრივი ინფორმაცია: ა) ძებნილი პირის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ფაბულა (დანაშაულის ჩადენის დრო, ადგილი, ვითარება, საქმის მოკლე მიმოხილვა); ბ) ინფორმაცია თანამონაწილეების შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში; გ) ძებნილი პირის დაკავების შემთხვევაში რომელი კონვენციის ან შეთანხმების საფუძველზე მოხდება მისი ექსტრადიციის მოთხოვნა; დ) პირის ძებნისა და ექსტრადიციის მიზანი. მუხლი 22🔗. ლურჯი ცირკულარის გამოცემის შესახებ შუამდგომლობის შინაარსი 1. ლურჯი ცირკულარის გამოცემის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს ძებნილის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: ა) 2 ფერადი ფოტოსურათი; ბ) თითის ანაბეჭდები; გ) გვარი და სახელი; დ) სხვა, მათ შორის, გამოგონილი გვარი და სახელი, თუ აქვს ასეთი; ე) სქესი; ვ) დაბადების თარიღი და ადგილი; ზ) ასევე სხვა დაბადების თარიღები, თუ ცნობილია; თ) მამის სახელი და გვარი, ასევე სხვა სახელი და გვარი, თუ ცნობილია; ი) დედის ქალიშვილობის სახელი და გვარი, ასევე სხვა სახელი და გვარი, თუ ცნობილია; კ) მოქალაქეობა; ლ) ინფორმაცია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ (დასახელება, გაცემის დრო, ადგილი, მოქმედების ვადა, საიდენტიფიკაციო ნომრები); მ) პროფესია; ნ) რომელ ენებს ფლობს; ო) გარეგნული აღწერილობა (სიმაღლე, წონა, აღნაგობა, თმის ფერი, თვალის ფერი); პ) განმასხვავებელი ნიშნები (ნაიარევი, ტატუირება, ამპუტირებული კიდური, ფიზიკური ნაკლი და სხვ.); ჟ) დნმ-ის კოდი; რ) ქვეყნები, სადაც შესაძლებელია იმყოფებოდეს ძებნილი, ასევე მისამართი, თუ ცნობილია; ს) დამატებითი ინფორმაცია ძებნილის შესახებ (კრიმინალური წარსული, ჩადენილი დანაშაულის დეტალები); ტ) მითითება ძებნილის დამახასიათებელ თვისებაზე: ხომ არ არის იგი მიდრეკილი თვითმკვლელობისადმი, ძალადობისადმი, ნარკოტიკების მოხმარებისადმი, ხომ არ არის სულიერად დაავადებული, ან ინფიცირებული რაიმე საშიში დაავადებით, შეიარაღებულია თუ არა და სხვ. 2. შუამდგომლობას უნდა დაერთოს გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაცია: ა) ძებნილი პირის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ფაბულა (დანაშაულის ჩადენის დრო, ადგილი, ვითარება, საქმის მოკლე მიმოხილვა); ბ) ინფორმაცია თანამონაწილეების შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში; გ) ცირკულარის გამოცემის მიზანი; პირის იდენტიფიკაცია, მისი საქმიანობისა და კრიმინალური წარსულის შემოწმება, მხოლოდ ადგილსამყოფლის დადგენა, რაიმე სხვა საფუძველი, რომელიც აუცილებლად უნდა მიეთითოს. მუხლი 23🔗. მწვანე ცირკულარის გამოცემის შესახებ შუამდგომლობის შინაარსი მწვანე ცირკულარის გამოცემის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია ძებნილის შესახებ: ა) 2 ფერადი ფოტოსურათი; ბ) თითის ანაბეჭდები; გ) გვარი და სახელი; დ) სხვა, მათ შორის, გამოგონილი გვარი და სახელი, თუ აქვს ასეთი; ე) სქესი; ვ) დაბადების თარიღი და ადგილი; ზ) ასევე სხვა დაბადების თარიღები, თუ ცნობილია; თ) მამის სახელი და გვარი, ასევე სხვა სახელი და გვარი, თუ ცნობილია; ი) დედის ქალიშვილობის სახელი და გვარი, ასევე სხვა სახელი და გვარი, თუ ცნობილია; კ) მოქალაქეობა; ლ) ინფორმაცია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ (დასახელება, გაცემის დრო, ადგილი, მოქმედების ვადა, საიდენტიფიკაციო ნომრები); მ) პროფესია; ნ) რომელ ენებს ფლობს; ო) გარეგნული აღწერილობა (სიმაღლე, წონა, აღნაგობა, თმის ფერი, თვალის ფერი); პ) განმასხვავებელი ნიშნები (ნაიარევი, ტატუირება, ამპუტირებული კიდური, ფიზიკური ნაკლი და სხვ.); ჟ) დნმ-ის კოდი; რ) ქვეყნები, სადაც შესაძლებელია იმყოფებოდეს ძებნილი, ასევე მისამართი, თუ ცნობილია; ს) დამატებითი ინფორმაცია ძებნილის შესახებ (კრიმინალური წარსული, ჩადენილი დანაშაულის დეტალები); ტ) მითითება ძებნილის დამახასიათებელ თვისებაზე: ხომ არ არის იგი მიდრეკილი თვითმკვლელობისადმი, ძალადობისადმი, ნარკოტიკების მოხმარებისადმი, ხომ არ არის სულიერად დაავადებული, ან ინფიცირებული რაიმე საშიში დაავადებით, შეიარაღებულია თუ არა და სხვა; უ) ინფორმაცია პირის კრიმინალური საქმიანობის შესახებ; ფ) ძებნილი პირის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ფაბულა (დანაშაულის ჩადენის დრო, ადგილი, ვითარება, საქმის მოკლე მიმოხილვა); ქ) ინფორმაცია თანამონაწილეების შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში. მუხლი 24🔗. ყვითელი ცირკულარის გამოცემის შესახებ შუამდგომლობის შინაარსი 1. ყვითელი ცირკულარის გამოცემის შუამდგომლობას უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ცირკულარის გამოცემის საფუძველი (უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნა ან იმ პირის იდენტიფიცირება, რომელიც ვერ ახერხებს ვინაობის დასახელებას); ბ) ინფორმაცია უგზო-უკვლოდ დაკარგული ან ვინაობადასადგენი პირის შესახებ; გ) 2 ფერადი ფოტოსურათი; დ) თითის ანაბეჭდები; ე) გვარი და სახელი; ვ) სხვა, მათ შორის, გამოგონილი გვარი და სახელი, თუ აქვს ასეთი; ზ) სქესი; თ) დაბადების თარიღი და ადგილი; ი) ასევე სხვა დაბადების თარიღები, თუ ცნობილია; კ) მამის სახელი და გვარი, ასევე სხვა სახელი და გვარი, თუ ცნობილია; ლ) დედის ქალიშვილობის სახელი და გვარი, ასევე სხვა სახელი და გვარი, თუ ცნობილია; მ) მოქალაქეობა; ნ) ინფორმაცია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ (დასახელება, გაცემის დრო, ადგილი, მოქმედების ვადა, საიდენტიფიკაციო ნომრები); ო) პროფესია; პ) რომელ ენებს ფლობს; ჟ) გარეგნული აღწერილობა (სიმაღლე, წონა, აღნაგობა, თმის ფერი, თვალის ფერი); რ) განმასხვავებელი ნიშნები (ნაიარევი, ტატუირება, ამპუტირებული კიდური, ფიზიკური ნაკლი და სხვ.); ს) კბილების განლაგება (ყველა აქვს თუ არა, დაზიანებული ხომ არ აქვს, ხომ არ უდგას პროთეზი და სხვ.); ტ) დნმ-ის კოდი; უ) სისხლის ჯგუფი; ფ) ოჯახური მდგომარეობა; ქ) მითითება ძებნილის დამახასიათებელ თვისებაზე: ხომ არ არის იგი მიდრეკილი თვითმკვლელობისადმი, ძალადობისადმი, ნარკოტიკების მოხმარებისადმი, ხომ არ არის სულიერად დაავადებული, ან ინფიცირებული რაიმე საშიში დაავადებით, შეიარაღებულია თუ არა და სხვა; ღ) ქვეყნები, სადაც შესაძლებელია იმყოფებოდეს ძებნილი, ასევე მისამართი, თუ ცნობილია. 2. შუამდგომლობას უნდა დაერთოს პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაცია: ა) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ან მისი აღმოჩენის გარემოებათა შესახებ; ბ) მასზე არსებული ტანსაცმლისა და მისი მდგომარეობის შესახებ; გ) ძვირფასეულობისა და სხვა სახის პირადი ნივთების შესახებ, რომლებიც თან ჰქონდა; დ) ყველა სხვა დამატებითი ინფორმაცია; ე) მისი აღმოჩენის ან ვინაობის დადგენის შემთხვევაში განსახორციელებელი ღონისძიებები. მუხლი 25🔗. შავი ცირკულარის გამოცემის შესახებ შუამდგომლობის შინაარსი შავი ცირკულარის გამოცემის შუამდგომლობას უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია: ა) თითის ანაბეჭდები; ბ) რა გარემოებაში იქნა აღმოჩენილი გვამი (დრო, ადგილი); გ) სავარაუდო გარდაცვალების თარიღი; დ) გვამის აღწერილობა; ე) სქესი; ვ) მისი ეთნიკური კუთვნილება, წარმომავლობა, ეროვნება და სხვა; ზ) სავარაუდო ასაკი; თ) გარეგნული აღწერილობა (სიმაღლე, წონა, აღნაგობა, თმის ფერი, თვალის ფერი); ი) განმასხვავებელი ნიშნები (ნაიარევი, ტატუირება, ამპუტირებული კიდური, ფიზიკური ნაკლი და სხვ.); კ) კბილების განლაგება (ყველა აქვს თუ არა, დაზიანებული ხომ არ აქვს, ხომ არ უდგას პროთეზი და სხვ.); ლ) დნმ-ის კოდი; მ) სისხლის ჯგუფი; ნ) მასზე არსებული ტანსაცმლისა და მისი მდგომარეობის შესახებ; ო) ძვირფასეულობისა და სხვა სახის პირადი ნივთების შესახებ, რომლებიც თან ჰქონდა. მუხლი 26🔗. ნარინჯისფერი ცირკულარის გამოცემის შესახებ შუამდგომლობის შინაარსი ნარინჯისფერი ცირკულარის გამოცემის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს შემდეგი მონაცემები: ა) რა სახის გადაკეთებული და/ან შენიღბული ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება ან სხვა საფრთხის შემცველი მასალა იქნა აღმოჩენილი; ბ) რა ვითარებაში და ვის მიერ იქნა აღმოჩენილი; გ) ვისთვის შეიძლება იყოს სახიფათო აღმოჩენილი გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება ან სხვა საფრთხის შემცველი მასალა; დ) აღმოჩენილი გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერების ან სხვა საფრთხის შემცველი მასალის ზუსტი აღწერილობა და ასევე ფოტოსურათები, თუ შესაძლებელია; ე) ასევე შუამდგომლობის ინიციატორის ხელთ არსებული ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც შეეხება აღმოჩენილ გადაკეთებულ ცეცხლსასროლ იარაღს, ასაფეთქებელ ნივთიერებას ან სხვა საფრთხის შემცველ მასალას. მუხლი 27🔗. იასამნისფერი ცირკულარის გამოცემის შესახებ შუამდგომლობის შინაარსი იასამნისფერი ცირკულარის გამოცემის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს შემდეგი მონაცემები: ა) ჩადენილი დანაშაულის მეთოდის აღწერა; ბ) დანაშაულის დრო და ადგილი; გ) დანაშაულის ჩადენისთვის გამოყენებული ნივთი, საშუალება, მოწყობილობა, მათი ზუსტი აღწერილობა და ფოტოსურათები, თუ შესაძლებელია; დ) დანაშაულის ჩამდენი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, აღწერილობა, ფოტოსურათი, თითის ანაბეჭდები.  მუხლი 28🔗. ბიუროს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისა და ძებნის განხორციელება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე 1. საქართველოს უფლებამოსილი სამართალდამცავი ორგანოები/თანამდებობის პირები ბიუროს მიმართავენ შუამდგომლობით ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმების შესახებ: ა) ინტერპოლის საინფორმაციო არხებით ძებნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღმოჩენის შემთხვევაში; ბ) სისხლის სამართლის საქმის მასალების ან ოპერატიული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაული ჩადენილ იქნა უცხო ქვეყნის სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნიშნების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით; გ) უცხოური წარმოების ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო-სარეგისტრაციო, ასევე საიდენტიფიკაციო ნიშნების გაყალბების დადგენის შემთხვევაში; დ) საქართველოს მოქალაქის მიერ საზღვარგარეთ შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში, საბაჟო დოკუმენტებში არსებულ ჩანაწერებში მითითებული საიდენტიფიკაციო ნიშნების ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნიშნებთან განსხვავების გამოვლენისას; ე) სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; ვ) თუ არსებობს ოპერატიული ან სხვა ინფორმაცია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება მოპარულია/გატაცებულია. 2. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა შემოწმების შესახებ შუამდგომლობაში აუცილებლად უნდა მიეთითოს შემოწმების მოტივი და საფუძველი. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ გარემოებათა არსებობისას უფლებამოსილი ორგანო/თანამდებობის პირი 3 დღეში მიმართავს ბიუროს ავტოსატრანსპორტო საშუალების ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციის გენერალური სამდივნოს ან უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს მონაცემთა ბაზებში შემოწმების მიზნით. 4. ინტერპოლის საინფორმაციო ქსელით ძებნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღმოჩენის შემთხვევაში საქმისმწარმოებელი ორგანო ბიუროს 3 დღეში აწვდის ინფორმაციას, რომელიც უნდა მოიცავდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ძებნის ინიციატორი უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს ინფორმირებისათვის აუცილებელ მონაცემებს. 5. იმ შემთხვევაში, თუ ბიუროსათვის მიწოდებული მასალები არასრულია, ძებნის ინიციატორი მხარის ინფორმირებისათვის ბიურო საქმისმწარმოებელი ორგანოსაგან დამატებით გამოითხოვს ინფორმაციას, რომელიც უნდა მიეწოდოს გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამის ვადაში. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღის განმავლობაში ბიურო აწვდის ამ მონაცემებს ძებნის ინიციატორ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს და სთხოვს ძებნის დადასტურებას, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაკარგვის ვითარების აღწერას, მონაცემებს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის შესახებ და ასევე ინფორმაციას, სურს თუ არა მფლობელს აღმოჩენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნება. მფლობელის სურვილის შემთხვევაში ასევე უნდა ეცნობოს ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების პროცედურები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 7. საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქმის მწარმოებელორგანოსა და ძებნის ინიციატორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების შესახებ შეთანხმება და დოკუმენტაციის მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს ბიუროს მეშვეობით. 8. საქართველოს  სამართალდამცავი ორგანოები ავტოსატრანსპორტო საშუალების გატაცების შემთხვევაში ბიუროს მიმართავენ ავტოსატრანსპორტო საშუალების საერთაშორისო ძებნის შესახებ მოთხოვნით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გატაცებული ავტოსატრანსპორტო საშუალება გაყვანილია საქართველოს ფარგლებს გარეთ. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებულ მოთხოვნასთან ერთად საქმისმწარმოებელი ორგანო ბიუროს აწვდის: ა) სისხლის სამართლის საქმის ფაბულას; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სრულ საიდენტიფიკაციო მონაცემებს; გ) იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც სავარაუდოდ გადაყვანილია ავტოსატრანსპორტო საშუალება, თუ არსებობს ასეთი ინფორმაცია. 10. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში ბიურო უზრუნველყოფს მითითებული ინფორმაციის ატვირთვას ინტერპოლის ავტომატურ საშუალებათა ძებნის ბაზაში, ასევე ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს საქმისმწარმოებელი ორგანოს მიერ მითითებულ იმ ქვეყნებს, სადაც სავარაუდოდ იქნა გადაყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ან ყველა უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს. 11. საერთაშორისო ძებნაში გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროებიდან რაიმე ინფორმაციის შემოსვლის შემთხვევაში ბიურო გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამისად, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა, აცნობებს გამოძიებისმწარმოებელ ორგანოს. 12. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების ქვეყნის ფარგლებს გარეთ აღმოჩენის შემთხვევაში მისი დაბრუნების პროცედურის ინფორმაციული და დოკუმენტური უზრუნველყოფა შესაძლებელია განხორციელდეს ინტერპოლის საინფორმაციო ქსელის საშუალებით. მუხლი 29🔗. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძებნის განხორციელება უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროებიდან რომელიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე 1. უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროდან ავტოსატრანსპორტო საშუალების ძებნის შესახებ მოთხოვნის მიღების შემთხვევაში ბიურო გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამისად აწვდის მითითებულ ინფორმაციას საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შესაბამის უწყებებს. 2. 21-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის მიღებიდან 3 დღეში შესაბამისი ორგანო ბიუროს აცნობებს მის მიერ განხორციელებული მოქმედების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში მიეწოდება ძებნის ინიციატორ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს. მუხლი 30🔗. განსაკუთრებული კულტურული ღირებულების მქონე ფასეულობების ძებნა ინტერპოლის მეშვეობით 1. საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებული კულტურული ღირებულების მქონე ნივთის გატაცების (დაკარგვა) შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმისმწარმოებელი ან სხვა უფლებამოსილი ორგანო მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მოთხოვნით მიმართავს ბიუროს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ აღნიშნული ნივთი გატანილ იქნა საქართველოს საზღვრებს გარეთ. 2. აღნიშნულ შუამდგომლობას უნდა დაერთოს: ა) სისხლის სამართლის საქმის ფაბულა; ბ) დაკარგული ნივთის 2 ფოტოსურათი (ფერადი); გ) დაკარგული ნივთის ზუსტი აღწერილობა; დ) იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებშიც სავარაუდოდ იქნა ტრანსპორტირებული აღნიშნული ნივთი, თუ არსებობს ინფორმაცია ამის შესახებ; ე) ასევე ყველა სხვა ინფორმაცია, რაც კი არსებობს აღნიშნულ ნივთთან დაკავშირებით. 3. მოთხოვნა ბიუროში იგზავნება საქმისმწარმოებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ. 4. ბიურო შუამდგომლობის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) იღებს ზომებს მოთხოვნის შესასრულებლად; ბ) ითხოვს დამატებით ინფორმაციას, თუ მოწოდებული მონაცემები არ არის საკმარისი საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად; გ) არ აკმაყოფილებს მოთხოვნას, თუ იგი ეწინააღმდეგება ამ წესის მოთხოვნებს. 5. განსაკუთრებული კულტურული ფასეულობის მქონე გატაცებულ ნივთთან დაკავშირებით მოპოვებულ ყველა ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმისმწარმოებელი ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს ბიუროს, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, იმის მიხედვით, თუ ვის მიმართა შუამდგომლობით, აწვდის ამ ინფორმაციას შესაბამის უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს ან გენერალურ სამდივნოს. 6. ინტერპოლის საინფორმაციო ქსელით აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ბიურო გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამისად, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა, აცნობებს ამის შესახებ ძებნის ინიციატორს. 7. მითითებული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელებული მოქმედებების შესახებ ძებნის ინიციატორი დაუყოვნებლივ აცნობებს ბიუროს. 8. განსაკუთრებული კულტურული ფასეულობის ძებნა შეწყდება ძებნისმწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, როდესაც არსებობს ძებნის შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. 9. უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროდან განსაკუთრებული კულტურული ფასეულობის დაკარგვის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში  ბიურო ამოწმებს, შეიცავს თუ არა გზავნილი ყველა ინფორმაციას, რომელიც საჭიროა კულტურული ფასეულობის ძებნის განსახორციელებლად და დადებით შემთხვევაში გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამის ვადაში შუამდგომლობით მიმართავს უფლებამოსილ  სამართალდამცავ ორგანოს მოთხოვნაში მითითებული ნივთის ძებნის განსახორციელებლად. 10. შესაბამისი  სამართალდამცავი ორგანო  ძებნილი ნივთის აღმოჩენის ან მის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს ბიუროს, რომელიც გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამისად, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა, უგზავნის მოწოდებულ ინფორმაციას ძებნის ინიციატორ უცხო ქვეყნის  ინტერპოლის ბიუროს. მუხლი 31🔗. ინფორმაციული უზრუნველყოფა ბიუროს მიერ უცხო ქვეყნებთან სამართლებრივი ურთიერთდახმარე­ბი­სათვის  1. ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების, ასევე პირის ექსტრადიციის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობების გასაგზავნად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინტერპოლის საკომუნიკაციო ქსელი. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შუამდგომლობის მიღების შემთხვევაში ბიურო წერილისათვის მიცემული გრიფის შესაბამის ვადაში ახორციელებს აღნიშნული დოკუმენტაციის გადაგზავნას იმ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროსათვის, რომელსაც საქართველოს მთავარი პროკურატურა მიმართავს შუამდგომლობით სამართლებრივი დახმარების შესახებ. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ შუამდგომლობაზე უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროდან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ბიურო გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამისად, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა, აცნობებს საქართველოს მთავარ პროკურატურას. მუხლი 32🔗. ბიუროში ინფორმაციის მიღება-გადაცემის ორგანიზება 1. ბიუროში გენერალურ სამდივნოსა და უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროებთან  ინფორმაციის გაცვლას დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად ახორციელებს ბიუროს საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის დანაყოფი. 2. გენერალურ სამდივნოსა და უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროებთან დოკუმენტაციის გაცვლა ხორციელდება ინტერპოლის საკომუნიკაციო ქსელის - I-24/7 ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 3. გადაუდებელი აუცილებლობისას ინფორმაციის გაცვლა ასევე შეიძლება განხორციელდეს ფაქსის, ფოსტის, ინტერნეტისა და სხვა საშუალებით. 4. საქართველოს შესაბამის ორგანოებთან (თანამდებობის პირები) ბიურო ინფორმაციის გაცვლას ახორციელებს ფოსტის, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (e-flow), ასევე საფელდეგერო სამსახურის, ფაქსისა და ინტერნეტის საშუალებით. ინფორმაციის ფაქსით მიწოდების შემთხვევაში, აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი გაგზავნა ფოსტითაც. 5. ინფორმაცის ინტერპოლის საინფორმაციო ქსელით – I-24/7-ით გასაგზავნად აუცილებელია ბიუროს უფროსის, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილის ნებართვა, ხოლო მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, ბიუროს უფროსის დავალებით – უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის ნებართვა. 6. ბიურო საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს აძლევს გენერალური სამდივნოს ხელთ არსებულ ბაზებზე წვდომის უფლებას.