თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.12.2014
ძალის დაკარგვა 01.07.2017
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №58
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016239
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №58 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.07.2017
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №58
2014 წლის 25 დეკემბერი
ქ. თელავი
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის (შემდგომ ტექსტში - თელავის მუნიციპალიტეტი) საკრებულოს და გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი
დანართი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის და თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (შემდგომ ტექსტში - წესი) განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის ორგანოებში, საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
პრემია - საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის.
მუხლი 3🔗. საპრემიო ფონდის ფორმირების პრინციპი
1. პრემიის გამოყენებისას (გაცემისას), საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
2. პრემიის გაცემა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტიდან.
მუხლი 4🔗. პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები
1. პრემია გაიცემა თელავის მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში აღნიშნული უნდა იყოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან და ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.
2. პრემიის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირთა წახალისება და მათი მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
მუხლი 5🔗. პრემიის გაცემის უფლებამოსილება
1. თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს თანამდებობის პირებზე, კერძოდ: საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების, აგრეთვე საკრებულოს აპარატის უფროსზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს.
2. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტის გამოცემით. საკითხის ინიციირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის უფროსი ან თვითონ საკრებულოს თავმჯდომარე.
3. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირებზე, კერძოდ: გამგებლის პირველი მოადგილის, მოადგილეების და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების პრემიის გაცემაზე ინიციირებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომლის თაობაზეც გამგებელი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს.
4. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი. საკითხის ინიციირებას ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან თვითონ გამგებელი. გამგებელი აღნიშნულის თაობაზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს.
5. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეზე პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულების სახით.
6. პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე თანხის გადარიცხვას ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.
მუხლი 6🔗. პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა
1. თელავის მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირებზე და საჯარო მოსამსახურეებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
2. თელავის მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
3. პრემია შესაძლებელია გაიცეს ასევე არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.
4. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია „საჯარო დაწესებულებაში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.