ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.12.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2016
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №62
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016207
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი | ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.01.2016
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 08.08.2014
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №62
2014 წლის 26 დეკემბერი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 16-ე მუხლის მე-3 პუნქტის ; 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის , სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ საქართველოს კანონისა და სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი (დანართი 1).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №27 დადგენილება (ვებგვერდი, 14.08.2014 წ. სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016172).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
დანართი1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი
სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესი
ეს წესი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგოლობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗.
ონკოლოგიური ავადმყოფობის სამედიცინო დახმარება. (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)
1.ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა№ IV – 100/ა);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
3. პაციენტს დახმარება გაეწევა:
ა) სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ 80%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა;
ბ) დიაგნოსტიკური კვლევებისათვის არა უმეტეს 500 ლარისა.
4. დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის 500 (ხუთასი) ლარის, სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისათვის 1000 (ერთიათასი) ლარამდე. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსხურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება. (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)
1.სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტიგენტია:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს (მათ შორის მოქალაქეები, რომელთაც 7000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2014-2015წწ. პეროიდში);
2. პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:
ა) სტაციონალური მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.
ბ) დიაგნოსტიკური კვლევებისათვის არა უმეტეს 300 ლარისა.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ( ფორმა №IV -100/ა);
ე) ხართაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
5. დიაგნოსტიკური გამოკვლევისათვის 300 (სამასი) ლარის, სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისათვის 1000 (ერთიათასი) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 3🔗.
უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
1.ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტიგენტია:
ა) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები.
ბ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები პარკისონიზმით დაავადებული პაციენტები.
გ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები.
დ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ონკოლოგიური დაავადებებით დაავადებული პაციენტები.
2. პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე;
4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 4🔗.
ფსორიაზით დაავადებული პირების დახმარება
1. ფსორიაზით დაავადებული სოციალურად დაუცველი პირების, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს (მათ შორის: 57000-დან 100 000-მდე ქულა ვისაც მინიჭებული აქვს 2014-2015 წლებში) და ფსორიაზით დაავადებული იძულებით გადაადგილებული პირების დახმარება მოხდება ერთჯერადად, არა უმეტეს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა აფთიაქიდან მედიკამენტების ჩამონათვალის, ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ვ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.
4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 5🔗.
ლეიშმანიოზით დაავადებულთა დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)
1.ლეიშმანიოზით და ლაეიშმანიოზის თანხმლები სხვა ინფექციური დაავადებების სტაციონალური და ამბოლატორიული მკურნალობისათვის 600 ლარამდე.
2.მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გაგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა№IV-100/ა);
დ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.
3.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 6🔗.
სტუდენტებისა და სპორტსმენების დახმარება.
1.სტუდენტებს ყოველთვიური ფულადი დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გაეწევათ (2015 წლის 01 თებერვლიდან 01 აგვისტომდე და 01 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე.)
ა) ობოლი სტუდენტები და სტუდენტები მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში;
ბ) სტუდენტები იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში;
გ) სტუდენტები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა შეადგენს 0 დან 70001 ქულამდე) ოჯახებიდან რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ სასწავლებელში;
დ) სტუდენტები მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი და მეტი შვილი) რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში;
ე) სტუდენტები ოჯახიდან სადაც არ არის ორი ან მეტი სტუდენტი და სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
2.ზემოთ ჩამოთვლილი სამი ან მეტი კატეგორიის მქონე სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში, დაფინანსდებიან ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით (2015 წლის 01 თებერვლიდან 01 აგვისტომდე და 01 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე).
3.წარჩინებულ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში (რომელთა სარეიტინგო ქულა არის 80-დან 100-მდე) დაფინანსდებიან ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით (2015 წლის 01 თებერვლიდან 01 აგვისტომდე და 01 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე).
4.დასახმარებელი კონტიგენტი განისაზღვრება ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ წარმოდგენილი სიების თანახმად და დახმარება გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის ყოველთვიურად წრმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.
5.ყოველთვიური ფულადი დახმარება გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს:
ა) სპორტის სხვადასხვა სახეობაში დიდებში და ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონებს და პრიზიორებს, რომლებიც ირიცხებიან საქართველოს ნაკრების წევრებად - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ბ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს პრიზიორებსა და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულებს -100 (ასი) ლარის ოდენობით.
გ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს პრიზიორებსა და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორებს -50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
6.სპორტსმენების 2013-14 წლებში და მიმდინარე წელს მიღწეული წარმატებებისათვის ყოველთვიური დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიების თანახმად და მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის ყოველთვიურად წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.
7.ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ჯილდო) დახმარება გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს:
ა) სპორტსმენები, რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, გაეწევათ მატერიალური დახმარება 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით და ასევე მათ უშუალო მწვრთნელებს-1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) სპორტსმენები , რომლებიც პროგრამების მოქმედების პერიოდში გახდებიან ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, გაეწევათ მატერიალური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და ასევე მათ უშუალო მწვრთნელებს-500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
გ) სპორტსმენებს,რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საქართველოს ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, გაეწევათ მატერიალური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო პრიზიორებს 200 (ორასი) ლარის ოდენობით და ასევე მათ უშუალო მწვრთნელებს 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
8.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარისწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 7🔗.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მატერიალური და სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები), აგრეთევე ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების და დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარება
1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ შემდეგ პირებს:
ა) შესღუდული შესაძლებლობების მქონე პირველი და მეორე ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს 100 (ასი) ლარის ოდენობით;
ბ) ოჯახებში რეინტეგრირებულ თითოეულ ბავშვს 100 (ასი) ლარის ოდენობით;
გ) 0-დან 18-წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ვინც ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ვინც ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას, არ გააჩნიათ იურიდიული მარჩენალი და საჭიროებენ მომვლელის დახმარებას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;
ე) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მცხოვრებ დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებს 50(ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს სტაციონარში მოთავსების შემთხვევაში დახმარება გაეწევათ ერთჯერადად,
ა) სტაციონალური და ამბულატორიული მომსახურებისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ 70 % -ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.
ბ) დიაგნოსტიკური კვლევებისათვის არა უმეტეს 300 ლარისა.
3. ოჯახის წარმომადგენელმა( მეურვემ/ მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობების პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ( ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან);
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა№ IV-100/ა);
ვ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალოს, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდა გადარიცხვა.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან / და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
5. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული დახმარებები გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 8🔗.
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.
1.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მიცვალებულ ვეტერანთა(მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა, კოდი 100) სარიტუალო მომსახურება;
ბ)მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ მიცვალებულთა (კოდი 300) სარიტუალო მომსახურება;
გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთის მონაწილე მიცვალებულთა (კოდი 200) სარიტუალო მომსახურება;
დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
ე) მემკვიდრის გარეშე დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების სარიტუალო მომსახურება;
2.მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) იძულებით გადადგილებული პირის მოწმობის ასლი;
ე) მიცვალებული ვეტერანის მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ზ) თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4.დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 9🔗.
დედ-მამით ობოლი ბავშვების სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)
1. დედ-მამით ობოლ პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:
ა) სტაციონალური მკურნალობისათვის - 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ-70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.
ბ) დიაგნოსტიკური კვლევებისათვის არა უმეტეს 300 ლარისა.
2. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა№IV-100/ა)
ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდა გადარიცხვა;
ვ) ბავშვის ან /და ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
4. დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის 300 (სამასი) ლარის, სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისათვის 1000 (ერთიათასი) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 10🔗.
დახმარება კომუნალურ გადასახადებზე.
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მხოლოდ კომპაქტურად დასახლებული, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებული ოჯახების კომუნალური ხარჯები (წყალი, დენი, ბუნებრივი აირი).
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიადან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარების კომუნალური ხარჯები (ელ. ენერგია თვეში 250 კვ-სთ, ბუნებრივი აირი თვეში გათბობის სეზონზე 200 მ3, ზაფხულის სეზონზე 50 მ 3).
3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება დ. კაზრეთში მდებარე საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ( რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000-ს და ელექტრო ენერგიის საფასურს არ უნაზღაურებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო) არსებული დავალიანება (საერთო მრიცხველი ჩვენების მიხედვით) და შემდეგში გახარჯული ელექტროენერგიის საფასური ყოველთვიურად.
4. დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 11🔗.
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური და სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები).
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სოციალური დახმარება შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა ოჯახებისათვის:
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეები (კოდი 300, 800);
ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შემდეგ და ომის პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახები (კოდი 500;501;600;);
გ)მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები (კოდი 100);
დ) ავღანეთის ომის მონაწილეები (კოდი 200);
ე) ინვალიდი, დევნილი, ვეტერანი მეომრები (კოდი 331, 312, 313).
ვ) 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახები.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ:
ა) სოხუმის დაცემის დღეს- 27 სექტემბრისათვის ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით (ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ და ,,ე“ პუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები);
ბ) 8 აგვისტოსთვის - აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახები 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით (ამ მუხლის 1 ლი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებული კატეგორია);
გ) სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ 70%-ის, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარისა.
გ) დიაგნოსტიკური კვლევებისათვის არა უმეტეს 300 ლარისა.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია დახმარებას მიიღებს:
ა) სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით,
300 ლარიდან ზემოთ- 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;
ბ) დიაგნოსტიკური კვლევებისათვის არა უმეტეს 300 ლარისა.
4. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ,,ბ“ ,,დ“ და,, ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ:
ა) სტაციონალური მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ- 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარისა;
ბ)დიაგნოსტიკური კვლევებისათვის არა უმეტეს 300 ლარისა.
5. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) ავღანეთის ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ზ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
თ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
კ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის.
ლ) კურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.
6. ანზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
7. დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის 300 (სამასი) ლარის, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 1000 (ერთი ათასი) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 12🔗.
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო მომსახურება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები).
1.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება:
ა)იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო (სტაციონარული და ამბულატორიული) მომსახურება 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ 70%-ის ოდენობით მაგრამ არა უმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარისა;
ბ).დიაგნოსტიკური კვლევებისათვის არა უმეტეს 500 ლარისა;
2.მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ,რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;
3. ანაზრაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
4. დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის 300 (სამასი) ლარის, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 1000 (ერთიათასი) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 13🔗.
ერთჯერადი სოციალური (ფულადი) და სამედიცინო დახმარება
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ეკონომიკურ და სხვა გასაჭირში მყოფი მოქალაქეებისათვის ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა, ხოლო სამედიცინო დახმარების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 1000 (ერთი ათასი) ლარამდე.
2. ერთჯერად (ფულად) დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც განიცდიან უკიდურეს ეკონომიკურ თუ სხვა გასაჭირს;
ა) სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერები, რომლებიც განიცდიან უკიდურეს ეკონომიკურ თუ სხვა გასაჭირს და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000-ს;
ბ) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი (სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახები რომლებიც განიცდიან უკიდურეს ეკონომიკურ თუ სხვა გასაჭირს და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000-ს;
გ) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებთაც ჰყავთ სამი ან მეტი შვილი (მათ შორის ერთი ან მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე), განიცდიან უკიდურეს ეკონომიკურ თუ სხვა გასაჭირს და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება57000-ს,
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების ოჯახების დახმარების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1000 (ერთი ათასი) ლარამდე.
4. ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურთა ერთიანი ბაზიდან;
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები ან (მკურნალობის შემთხვევაში) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მისი მკურნალობის ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდა გადარიცხვა.
ე) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება- ანკეტის (ფორმა №1) ასლი.
5. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის, სოციალური დაცვის განყოფილების ერთობლივი აქტისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის შესაბამისად.
6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 14🔗.
ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება.
1.ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვეების დახმარება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, წელიწადში არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა თითოეულ დაავადებულზე.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100)
დ) ბავშვის დაბადების მოწმობა;
ე) ანგარიშ -ფაქტურა ;
3. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 15🔗.
გარდამავალი დებულებები
1. 2014-2015 წლებში სტიქიის , ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანებისას მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად შესაბამისი საკითხების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. დახმარების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 (ხუთი ათასი) ლარს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა სხვა შემთხვევაში დაზიანებული (ან დაუსრულებელი) საცხოვრებელი სახლების აღდგენა (დასრულება) მოხდება (მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა) შემდეგი კატეგორიის ოჯახებისათვის:
ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000-ს);
ბ) სტიქიის შედეგად მაღალმთიანი რაიონებიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსახლებული, სოციალურად დაუცველი ოჯახები (სარეიტინგო) ქულა არ აღემატება 57000-ს) რომელთა საცხოვრებელი სახლებიც არ არის საცხოვრისად ვარგისი;
გ)სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ სამი ან მეტი არასრულწლოვანი (თვრამეტ წლამდე) შვილი და (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000-ს) რომელთა საცხოვრებელი სახლებიც არ არის საცხოვრებლად ვარგისი;
დ) სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერები, (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 570000-ს), რომელთა საცხოვრებელი სახლებიც არ არის საცხოვრებლად ვარგისი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების ოჯახების საცხოვრებელი სახლების შეკეთება მოხდება შესაბამისი საკითხების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე. სარემონტო სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა მოხდება მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურების მიერ, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით( ჩატარებული) სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10000 (ათი ათასი ) ლარს.
4. ბენეფიციართა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან.
ე) ცნობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან;
ვ) აუდიტის დასკვნა ზარალის ოდენობის შესახებ;
ზ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება ანკეტის (ფორმა№1) ასლი.