„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლია ნება დართოს უცხოელს სახელმწიფო საზღვრის სამგზავრო დოკუმენტის გარეშე გადაკვეთასა და საქართველოში ყოფნაზე 3 თვემდე ვადით.“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში ვიზა/სამთვიანი შემოსვლის ნებართვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში შეიძლება გასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ –საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ.“.
3. მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უცხოელის ინსპექტირებას ახორციელებს და ნებართვას საქართველოში შემოსასვლელად იძლევა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უცხოელის ინსპექტირების შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია:
ა) უცხოელს აძლევს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვას, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) უცხოელს უარს ეუბნება საქართველოში შემოსვლაზე და უკან აბრუნებს ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.“.
4. 50-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოდან გასვლისას უცხოელი სასაზღვრო გამტარ პუნქტებში გადის ინსპექტირებას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება –საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.“.
5. 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უფლება აქვს, დააკავოს უცხოელი და გადასცეს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 მაისი.
№3154–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.05.2006.
- როდის იქნა მიღებული „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.05.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3154. სარეგისტრაციო კოდი — 010.120.000.05.001.002.270.
- სად არის „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.05.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №3154, 25.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.120.000.05.001.002.270 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/26488/