ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.12.2014
ძალაში შესვლა 26.12.2014
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №60
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016205
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი | ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის და გეგმის ცვლილების ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №60
2014 წლის 26 დეკემბერი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი, დანართი №1-ის შეაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 26 დეკემბრიდან.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
დანართი №1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2. წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს.
მუხლი 2🔗.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები
1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.
2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს (გარდა ბოლნისი მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს: ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს და ქვეპროგრამებს შორის გადანაწილება რომელიც არ აღემატება 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის (შემდგომში - გამგებელი) ბრძანების შესაბამისად;
4. პრიორიტეტის, პროგრამისა და ქვეპროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და ქვეპროგრამებს შორის გადანაწილება განხორციელდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტი სამსახურის (შემდგომში - სამსახური) მიერ;
5. სამსახური (უფლებამოსილია:
ა) სამსახური გამგებლის ბრძანების შეაბამისად განახორციელებს ცვლილებებს (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში;
ბ) სამსახური ამზადებს გამგებლის ბრძანების პროექტს და ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელებს ცვლილებებს (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს;
გ) სამსახური ამზადებს გამგებლის ბრძანების პროექტს და ბრძანების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის სარეზერვო ან წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებებით აზუსტებს ბიუჯეტს.
მუხლი 3🔗.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართავს გამგებელს ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, სამსახური მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებული პირობების შემთხვევაში, ამზადებს გამგებლის ბრძანების პროექტს.
3. სამსახური უფლებამოსილია მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაატაროს სათანადო ცვლილება, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამსახური ამზადებს გამგებლის ბრძანების პროექტს, ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
5. საბიუჯეტო ორგანიზაციის გამგებლისთვის შესაბამისი არგუმენტაციისა და დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთსა და იმავე პროგრამაში/ქვეპროგრამაში ხარჯების ეკონომიკურ, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციების მუხლებით და ქვეპროგრამებით გათვალისწინებულ ასიგნებებში სამსახური გამგებლის ბრძანებით უფლებამოსილია გაატაროს შესაბამისი ცვლილებები ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
6. მოთხოვნა წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე გამგებელს წარედგინება წერილობითი სახით, შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
7. სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, ამზადებს გამგებლის ბრძანების პროექტს ასიგნების გადანაწილებაზე, ხოლო გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით.
8. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული გეგმის ცვლილების ცნობით (დანართი№ 2). ცვლილების ცნობა დგება ორ ეგზემპლარად. გეგმის ცვლილების ცნობის პირველი ეგზემპლარი რჩება სამსახურს, ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას.
9.გეგმის ცვლილების ცნობით ასევე ზუსტდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გაცემა ხორციელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
10. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
დანართი № 2
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
გეგმის ცვლილების ცნობა №
20 წლის “__” _________
_____________________________________________
( საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი)
________________________________________________________
(ცვლილების საფუძველი)
20 წლის “__” _________
_____________________________________________________________________________
(ცვლილების შინაარსი
(ლარებში)
პროგრამული
კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა საბიუჯეტო კლასიფიკაციის
მუხლი ცვლილების თანხა +/-
(გადიდებული, შემცირებული)
წლიური
გეგმა მათ შორის: კვარტალების მიხედვით
I II III IV
ჯამი
დაფარვის ან მიმართვის წყარო
1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან
2. მერის სარეზერვო ფონდიდან
3. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა
4. დანარჩენი ცვლილება
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი: