⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.05.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2014
ძალის დაკარგვა 11.05.2015
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.121.016140
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 706 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2014 მიღება
11.05.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღება; ამომრჩევლებთან შეხვედრები, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულება
2 სხვა ხარჯები (საკომუნიკაციო, საფოსტო, ინტერნეტის, საკანცელარიო და ა.შ.)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
N ხარჯის სახეობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №59 2014  წლის 25 დეკემბერი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 25-ე მუხლების და „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №13 დადგენილების მე-16 მუხლის შესაბამისად ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართი №1 შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობები დანართი №2 შესაბამისად. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს N23 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი დანართი №1 ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა საკრებულოს წევრების, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა, მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა  განისაზღვრება დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗. საკრებულოს წევრებისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის, ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის ხარჯების ანაზღაურება 1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა, ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება დანართი №2-ის საფუძველზე. 2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის 1 რიცხვიდან მიმდინარე თვის 1 რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღის) არა უგვიანეს მიმდინარე თვის 5 რიცხვისა. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისთვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით. 3. საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაექვითება 30 ლარი, ხოლო საკრებულოს ცალკეული ორგანოების (კომისია, ფრაქცია) სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის - 20 ლარი. 4.  საკრებულოს წევრმა საკრებულოს კომისიის, ფრაქციის და საკრებულოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის დაწყებამდე, წერილობითი განცხადებით ან სატელეფონო შეტყობინებით უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს. 5. თუ საკრებულოს წევრი, მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ გამოცხადდა საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს სხდომაზე და გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სხდომის დაწყებამდე ვერ წარადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში – სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად. 6. საკრებულოს წევრს, არათანამდებობის მქონე პირს,  ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის ამ მუხლით განსაზღვრული თანხის ზღვრული ოდენობა აუნაზღაურდება მინიმუმ ორი შეხვედრისათვის თვეში. საკრებულოს წევრები ყოველი თვის 25 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 25 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ ინფორმაციას ამომრჩევლებთან შეხვედრების ან/და საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულების თაობაზე. 7. შეხვედრებისათვის მინიმალურად განსაზღვრულ ოდენობაზე ნაკლები შეხვედრის ჩატარებისათვის საკრებულოს წევრის ანაზღაურება  შემცირდეს თითოეულ შეხვედრაზე 20 ლარით. მუხლი 3🔗. სხვა ხარჯების ანაზღაურება საკრებულოს წევრს სხვა ხარჯებისათვის (საკომუნიკაციო, საფოსტო, ინტერნეტის, ქსეროასლების გადაღებისა და ა.შ.) ყოველთვიურად ეძლევა 50 ლარი, რომელიც ანაზღაურდება ფიქსირებულად. მუხლი 4🔗. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური, ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით, საკრებულოს აპარატის უფროსის ინფორმაციისა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, მიმდინარე თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა. დანართი №2 საკრებულოს წევრების, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა დაქვითვების გარეშე N ხარჯის სახეობა საკრებულოს წევრის - საკრებულოს არათანამდებობის მქონე პირის - ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარებში) 1 საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღება; ამომრჩევლებთან შეხვედრები, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულება 450 2 სხვა ხარჯები (საკომუნიკაციო, საფოსტო, ინტერნეტის, საკანცელარიო და ა.შ.) 50