2015 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №135
სარეგისტრაციო კოდი 300320000.22.025.016164
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- 2016 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.01.2016
📋 აუქმებს — 1 აქტი
- 2014 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 26.12.2013
დოკუმენტის ტექსტი
2015 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №135
2014 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
2015 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული „2015 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი”.
2.
ბუნებრივი გაზის სექტორის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიანტი უფლებამოსილია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი გაზის ბალანსით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში, მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.
4.
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2014 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 26 დეკემბრის №176 ბრძანება. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე