ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
მიღების თარიღი 24.12.2014
ძალის დაკარგვა 02.02.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21/59
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016249
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე |
| 2 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
| 3 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე |
| 4 | საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე |
| 5 | საკრებულოს სხვა წევრი |
| საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია | საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საკრებულოს წევრი |
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.07.2014
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21/59
2014 წლის 24 დეკემბერი
ქ. ფოთი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 41-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად და „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის №21/56 დადგენილების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №2/27 დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 5🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე თოფურია
დანართი №1
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗.
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) განისაზღვრება №2 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
საკრებულოს წევრებისთვის საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის ხარჯების ანაზღაურება
1.
საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
2.
ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის გათვალისწინებულ იქნას საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ანაზღაურება განხორციელდება საკრებულოს წევრის მიერ ფაქტიურად განხილული საკითხების რაოდენობის პროპორციულად. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს როგორც წესი, წინა თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით და მომდევნო თვის დასაწყისში წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
მუხლი 3🔗.
საკრებულოს წევრებისთვის ამომრჩევლებთან შეხვედრისთვის, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯების კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია ამომრჩევლებთან შეხვედრასთან, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დაწესებული ლიმიტების ფარგლებში.
მუხლი 4🔗.
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა ყოველთვიურად საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით უზრუნველყოს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.
დანართი №2
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა
№
საკრებულოს წევრი
ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარი) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის
ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარი) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის; საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის
1
საკრებულოს თავმჯდომარე
600
----
2
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
550
100 ლიტრი საწვავი,
50 ლარი მობილურით
სარგებლობა
3
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
500
100 ლიტრი საწვავი,
50 ლარი მობილურით
სარგებლობა
4
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
500
100 ლიტრი საწვავი,
50 ლარი მობილურით
სარგებლობა
5
საკრებულოს სხვა წევრი
700
100 ლიტრი საწვავი,
50 ლარი მობილურით
სარგებლობა
შენიშვნა:
ამ მუხლში მითითებული ანაზღაურების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები.