📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 24.12.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21/58
სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.111.016248
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2014
matsne.gov.ge 819 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფაურის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 26.02.2016 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 03.05.2016 მესტიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 31.03.2016 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 20.08.2018 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მირსკისეულში მდებარე ქუჩისათვის გალაკტიონ ტაბიძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 02.08.2024

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დადგენილება №21/58 2014 წლის 24 დეკემბერი ქ. ფოთი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის  შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საკუთრების უფლების მოწმობის ფორმები თანახმად დანართი  1 და 2-ისა. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საფასური და ქირის საწყისი საფასური თანახმად დანართი 3-ისა. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება თანახმად დანართი 4-ისა. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, საკუთრების უფლების მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის #10/37  დადგენილება, „თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №2/2 დადგენილება და  ,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2014 წლის 30 აპრილის №10/10 დადგენილება. მუხლი 5🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე თოფურია                                                                                                                                                                               დანართი №1 საკუთრების უფლების მოწმობა №-------- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ეძლევა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (მესაკუთრე, მისი მისამართი და საიდენტიფიკაციო მონაცემები) მასზე, რომ მას გადაეცა საკუთრებაში –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი და განაცხადის რეგისტრაციის ნომერი) ფართი                                             კვ.მ. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– რომელიც მდებარეობს –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ადგილმდებარეობა) სხვა მონაცემები –––––––––––––––––––––––– საფუძველი:ელექტრონულ/საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №---- (თარიღი --- -------20---- წ) და ნასყიდობის ხელშეკრულება №-----   (თარიღი --- ---------- 20----  წ) შესყიდული ქონების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები –––––––––––––––––––––––– გაცემულია 20---   წლის                          ––––––––        –––––––––––––––– ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი      ––––––––––––––––– მოწმობა შედგენილია 2 ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მყიდველს, ხოლო მეორე ინახება მოწმობის გამცემ ორგანოში.                                                                                                                                                                                         დანართი №2     საკუთრების უფლების მოწმობა №------- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ეძლევა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (მესაკუთრე, მისი მისამართი და საიდენტიფიკაციო მონაცემები) მასზე, რომ მას გადაეცა საკუთრებაში       –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სატრანსპორტო საშუალების მარკა-მოდელი, რეგისტრაციის ნომერი, გამოშვების წელი, საიდენტიფიკაციო ნომერი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სხვა მონაცემები –––––––––––––––––––––––– საფუძველი:ელექტრონულ/საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №--- (თარიღი --- --------20---- წ) და ნასყიდობის ხელშეკრულება №------- (თარიღი --- ---------- 20----- წ) შესყიდული ქონების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები –––––––––––––––––––––––– გაცემულია 20---- წლის                          ––––––––        –––––––––––––––– ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი                                     ––––––––––––––––– მოწმობა შედგენილია 2 ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მყიდველს, ხოლო მეორე ინახება მოწმობის გამცემ ორგანოში. დანართი №3 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საფასური და ქირის საწყისი საფასური მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი საფასური განისაზღვრება  საწყისი საპრივატიზებო საფასურის შემდეგი ოდენობით: ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე:                                               ცენტრალური ზონა ცენტრალური ზონის პირველი ქვეზონა - საწყისი საპრივატიზებო საფასურის 9%-ით, ცენტრალური ზონის მეორე ქვეზონა - საწყისი საპრივატიზებო საფასურის 9%-ით, ცენტრალური ზონის მესამე ქვეზონა - საწყისი საპრივატიზებო საფასურის 9%-ით, ცენტრალური ზონის მეოთხე ქვეზონა - საწყისი საპრივატიზებო საფასურის 9%-ით,                                               შუალედური ზონა      შუალედური ზონა - საწყისი საპრივატიზებო საფასურის 8%-ით,                                               პერიფერიული ზონა    პერიფერიული ზონის პირველი ქვეზონა-საწყისი საპრივატიზებო საფასურის 8%-ით, პერიფერიული ზონის მეორე ქვეზონა - საწყისი საპრივატიზებო საფასურის 7%-ით,    ბ) სხვა უძრავ ქონებაზე - საწყისი საპრივატიზებო საფასურის 7%-ით,    გ) მოძრავ ნივთზე - საწყისი საპრივატიზებო საფასურის 9%-ით, დანართი  № 4 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება ცენტრალური ზონის პირველი ქვეზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია  მდინარე რიონის  ქალაქის  არხით,    ჩრდილო-აღმოსავლეთიდან აეროპორტით, 8 მარტის ქუჩის დასახლებით მდინარე კაპარჭამდე, აღმოსავლეთიდან მდინარე კაპარჭის გაყოლებით კუნძულ კოლიმბარზე გადასასვლელ ხიდამდე, გურიის ქუჩით, იონა მეუნარგიას ქუჩით (ყოფილი კუიბიშევის),  სამხრეთ-აღმოსავლეთით ყოფილი სს “გრეიფრუტის” ტერიტორიის საზღვრით,  დასავლეთიდან მდინარე რიონის ქალაქის არხით. ცენტრალური ზონის მეორე ქვეზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჭავჭავაძის ქუჩის დასახლებით, ქობულეთის, ყაზბეგის, ზვიად ჩიჩუას  (ყოფილი ფურცელაძის), მზარელუას ქუჩების დასახლებით, დავითაიას, ჯავახიშვილის, სამეგრელოს, რეკვავას ქუჩებით მდინარე რიონის ქალაქის არხამდე, აღმოსავლეთიდან მდინარე რიონის ქალაქის არხით, სამხრეთ დასავლეთით და დასავლეთით შავი ზღვით. ცენტრალური ზონის მესამე ქვეზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია ჭავჭავაძის ქუჩის დასახლებით და მდინარე რიონის ჩრდილო  ტოტით ყულევში გადასასვლელ ხიდამდე. ჩრდილო-აღმოსავლეთით ტბა ნაბადით, კოკაიას ხეივნით მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით რკინიგზის ხიდიდან წყალ გამყოფ ხიდამდე. აღმოსავლეთით მდინარე რიონის ქალაქის არხით რეკვავას ქუჩამდე. სამხრეთიდან შემოსაზღვრულია რეკვავას ქუჩით, დასავლეთიდან სამეგრელოს, ჯავახიშვილის, დავითაიას ქუჩებით. მზარელუას, ზვიად ჩიჩუას  (ყოფილი ფურცელაძის), ყაზბეგის, ქობულეთის, ჭავჭავაძის ქუჩების დასახლებით მდინარე რიონის ჩრდილო ტოტამდე. ცენტრალური ზონის მეოთხე ქვეზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ქალაქის არხით და ყოფილი სს ,,გრეიფრუტის” ტერიტორიის საზღვრით, იონა მეუნარგიას (ყოფილი კუიბიშევის), გურიის ქუჩით კუნძულ კოლიმბარზე გადასასვლელ ხიდამდე, მდინარე კაპარჭის გაყოლებით პალიასტომის ტბამდე, აღმოსავლეთით პალიასტომის ტბით, სამხრეთ აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭით შავ ზღვამდე. შუალედური ზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ქალაქის არხით და მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით ხობის რაიონის საზღვრამდე. აღმოსავლეთიდან ხობის რაიონის საზღვრით პალიასტომის ტბამდე. სამხრეთით პალიასტომის ტბით მდინარე კაპარჭამდე. სამხრეთ-დასავლეთით 8 მარტის ქუჩის დასახლებით. ჩრდილო-დასავლეთით მდინარე რიონის ქალაქის არხით.           პერიფერიული ზონის პირველი ქვეზონა ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭით ლანჩხუთის რაიონის საზღვრამდე, სამხრეთ აღმოსავლეთით მშრალი ხიდით შავ ზღვამდე პერიფერიული ზონის მეორე ქვეზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით ყულევში გადასასვლელი ხიდიდან რკინიგზის ხიდამდე. აღმოსავლეთით კოკაიას ხეივნით სამხრეთ-დასავლეთით ტბა ნაბადით.