,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №149
2007 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №70, მუხლი 624) დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტში შეტანილ იქნეს დამატებები და:
ა) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხებს უშუალოდ წარადგენენ: მთავრობის წევრი, აჭარის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, მთავრობის კანცელარიის უფროსი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, მთავრობის კანცელარიის ქვედანაყოფის უფროსი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი.“;
ბ) 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მთავრობის საჯარო სხდომას განსახილველი საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით შეიძლება ესწრებოდნენ საქართველოს სამინისტროების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები (საქართველოს მთავრობის პრესსამსახურთან შეთანხმებით).“;
გ) 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. კანონპროექტის სახით საკანონმდებლო წინადადების (შემდგომში – კანონპროექტის) მომზადებისა და საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენის უფლებამოსილება აქვთ საქართველოს მინისტრებს, სახელმწიფო მინისტრებს, სახელმწიფო რწუნებულებს – გუბერნატორებს, ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ პროცესის კოორდინაციას ახორციელებენ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი (შესაბამისი ქვედანაყოფის მეშვეობით) და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.07.2007.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე““?
- „,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 18.07.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №149. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.010.10.003.000.790.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.07.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე““, №149, 18.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.10.003.000.790 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2650/