აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2016
გამომცემი ორგანო აჟარის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.102.016099
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სპარტაკ გურჩიანი | აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის თანდართული წესი დანართი №1-ის თანახმად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილება ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი
დანართი №1
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის ან/და მოქალაქეებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
თავი I
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 1🔗.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დახმარება
1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე იძულებით გადაადგილებული პირები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში
2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წარმომადგენელმა (მშობელმა, მეურვემ/მზრუნველმა)მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ამონაწერი/ცნობა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოდან.
გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების შემთხვევაში ბავშვის დაბადების მოწმობისასლი;
ე) დევნილის მოწმობის ასლი;
ვ) საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 2🔗.
ონკოლოგიური დაავადებით დაავადებულ პირთა დახმარება
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული ონკოლოგიურად დაავადებული პირების მკურნალობის ხარჯები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში.
2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.
3. დახმარების მისაღებად ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) გამცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე;
ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან, ხოლო მედიკამენტების დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში სააფთიაქო დაწესებულებიდან.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ან/და აფთიაქის შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 3🔗.
ზემო აფხაზეთიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის სპეციალური სავარძლით (ეტლით) დახმარება
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეძენილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის სპეციალური სავარძელი (ეტლი, რომლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს), რომელიც გადაეცემათ რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) ბ) გამცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სპეციალური სავარძლის საჭიროების შესახებ;
3. სპეციალური სავარძლის გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
მუხლი 4🔗.
მარტოხელა პენსიონერების დახმარება
1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არიან მარტოხელა პენსიონერები.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველის ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
დ) დევნილის მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიში;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 5🔗.
ხანდაზმულთა (80-დან 100 წლამდე ასაკის და 100 და მეტი წლის ასაკის) დახმარება
1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები 80-დან 100 წლამდე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში.
2. ერთჯერად (500 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ მუნიციპალიტეტში.
3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილის მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიში.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 6🔗.
მარჩენალდაკარგულ პირთა დახმარება
1. იძულებით გადაადგილებული ბავშვებს 0-დან 18 წლამდე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არიან მარჩენალდაკარგული პირები, დახმარება გაეწევა ერთჯერადად, 200 ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა მარჩენალის გარდაცვალების შესახებ;
დ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
ე) დევნილის მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 7🔗.
ახალშობილთა (მე-3, მე-4, მე-5 და ა.შ) ბავშვების დაბადებისათვის ოჯახების დახმარება
1. ერთჯერად (მე-3 ბავშვის დაბადებისათვის 200 ლარის ოდენობით, მე-4 ბავშვის დაბადებისათვის 400 ლარის ოდენობით და ა.შ. ყოველ შემდგომ ბავშვზე 200 ლარით მეტი) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და რომელთაც შეეძინათ ახალშობილი, თითოეულ შეძენილ ახალშობილზე.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) ახალშობილ(ებ)ის და ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
გ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) დევნილის მოწმობის ასლი;
ე) ქორწინების მოწმობის ასლი (მშობლების ქორწინების არსებობის შემთხვევაში);
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 8🔗.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ 3 და მეტი შვილი 0-დან 18 წლამდე.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
ე) დევნილის მოწმობის ასლი;
ვ) საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 9🔗.
მარტოხელა დედების დახმარება
1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არიან მარტოხელა დედები.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს
ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
დ) დევნილის მოწმობის ასლი;
ე) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი ან/და შესაბამისი დოკუმენტი სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან;
ვ) საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 10🔗.
2000 -2015 წელებში დაბადებული დევნილი ბავშვების დახმარება
1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ 2000 -2015 წელებში დაბადებული ბავშვები.
2. დახმარება გაეწევათ საახალწლოდ თითოეულს არაუმეტეს 50 ლარის ღირებულების სასაქონლე პაკეტით, სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად.
3. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
მუხლი 11🔗.
დევნილი პირველკლასელი ბავშვებისათვის სასკოლო ჩანთებით დახმარება
1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ პირველკლასელი ბავშვები.
2. დახმარება გაეწევათ თითოეულს 35 ლარის ღირებულების სასკოლო ჩანთით, სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად.
3. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
მუხლი 12🔗.
დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება
1. დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე იძულებით გადაადგილებული ბავშვებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში. დახმარება გაეწევა ერთჯერადად 1500 ლარის ოდენობით.
2. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის ან მზრუნველის ვინაობის შესახებ;
დ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 13🔗.
ომში დაღუპულ პირთა ოჯახის დახმარება
1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაეწევა სოციალური დახმარება იძულებით გადაადგილებულ ომში დაღუპულ პირთა ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) ომში დაღუპული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) დევნილის მოწმობის ასლი;
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 14🔗.
კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებისათვის გაზის გამათბობლით დახმარება
1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და აქვთ ბუნებრივი აირი.
2. დევნილი ოჯახებისათვის მოხდება (ოჯახზე ერთი) გაზის გამათბობლის შეძენა თითოეულის საცხოვრებელი ბინის ფართობის გათვალისწინებით სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად.
3. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
მუხლი 15🔗.
იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული ოჯახების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების ხარჯები.
2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს(ერთი ოჯახისათვის) 400 ლარს.
3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) ოჯახის წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელ ორგანიზაციიდან;
ე) ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის საბანკო ანგარიში;
ვ) ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ხელშეკრულება გაფორმებული დევნილთა სამინისტროსთან ან ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 16🔗.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების სწავლის საფასურის დაფარვაში დახმარება
1. პროფესიული საგანმანათლებლო, სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტ/მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში. დახმარება გაეწევათ სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით, არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით წელიწადში.
2. თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტ/მოსწავლემმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა პროფესიულ საგანმანათლებლო, სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლოდაწესებულებაში ჩარიცხვის/სწავლის შესახებ;
ე) პროფესიული საგანმანათლებლო, სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიში, ცნობა სწავლის საფასურისა და სასწავლებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ.
მუხლი 17🔗.
საუნივერსიტეტო სწავლების მე-2 საფეხურის -მაგისტრატურის სტუდენტების ერთჯერადი დახმარება
1. საუნივერსიტეტო სწავლების მე-2 საფეხურის – მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში. დახმარება გაეწევათ საუნივერსიტეტო სწავლების მე-2 საფეხურის - მაგისტრატურაში სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით, არაუმეტეს 1125 ლარის ოდენობით წელიწადში.
2. თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელეზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ეროვნული საგამოცდო ცენტრიდან მაგისტრატურაში ჩარიცხვის შესახებ.
ე) საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიში, ცნობა სტუდენტის სწავლის საფასურისა და სასწავლებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ.
მუხლი 18🔗.
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, სარიტუალო მომსახურება.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის (ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) დევნილის მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
3. თანხა გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 19🔗.
ზემო აფხაზეთიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლოგინად ჩავარდნილი პირებისათვის სპეციალური სამედიცინო მოწყობილობით (ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი) დახმარება
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეძენილი იქნება სპეციალური სამედიცინო მოწყობილობა (ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი, რომლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 220 ლარს) იმ პირთათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად საწოლიდან ადგომა.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) გამცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იქნება, რომ პირს არ შეუძლია საწოლიდან დამოუკიდებლად ადგომა.
3. ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბის გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
მუხლი 20🔗.
ოპერაციების თანადაფინანსება
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული პირები რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, ოპერაციების თანადაფინანსების ხარჯები, თუ მათ ისარგებლეს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით და მიიღეს ნაწილობრივი დაფინანსება.
2. ამ მუხლით განსაზღვრული დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
3. დახმარების მისაღებად პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე;
ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 21🔗.
განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭის მქონე ახალგაზრდების და წარმატებული სპორტსმენების დახმარება
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად, არაუმეტეს 1000 ლარისა, ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭის მქონე ახალგაზრდების და წარმატებული სპორტსმენების, რომლებიც რეგისტრირებული არიან მუნიციპალიტეტში სწავლების და სხვადასხვა რესპუბლიკურ და საეთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის ხარჯები.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სწავლის ან გამგზავრების დამადსტურებელი დოკუმენტები;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 22🔗.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის სტუდენტთა სწავლის საფასურის თანადაფინანსება
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, გაეწევათ დახმარება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით, არაუმეტეს 1125 ლარის ოდენობით წელიწადში.
2. თანადაფინანსების მისაღებად ბაკალავრიატის სტუდენტმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/სწავლების შესახებ;
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიში, ცნობა სტუდენტის სწავლის საფასურისა და სასწავლებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ.
მუხლი 23🔗.
კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებისათვის წყლის ავზით დახმარება
1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ კერძო სექტორში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში.
2. დევნილი ოჯახებისათვის მოხდება (ოჯახზე ერთი) წყლის ავზის შეძენა სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად.
3. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
მუხლი 24🔗.
კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებისათვის წყლის მილებით დახმარება
1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ კერძო სექტორში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში.
2. დევნილი ოჯახებისათვის მოხდება წყლის მილების შეძენა სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად.
3. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
მუხლი 25🔗.
განსაკუთრებულ პირობებში და გადაუდებელ შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის თაობაზე
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად არაუმეტეს 1500 ლარის ოდენობით ანაზღაურდება, იძულებით გადაადგილებული მცირეწლოვანი ბავშვების (0-10 წლამდე), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, სამედიცინო მომსახურების (მათ შორის სარეაბილიტაციო პროცედურები, უცილებელი მედიკამენტების შეძენა, დაავადებათა შემდგომი პრევენცია) ხარჯები, მათთვის განსაკუთრებულ პირობებში და გადაუდებელ შემთხვევაში, ჯანმრთელობის მოშლის ისეთი ფორმის არსებობისას, როდესაც მათი სიცოცხლე საფრთხეშია და დაუყოვნებელი მკურნალობის გარეშე სიკვდილი გარდაუვალია, ან/და როდესაც სახეზეა დაინვალიდების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესების აშკარა და გარდაუვალი საფრთხე და რასაც უპირობოდ უკავშირდება დაავადებების სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების აუცილებელი განხორციელება.
2. დახმარების მისაღებად პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე;
ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 26🔗.
ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაში არსებული კერძო სახლებისა და დამხმარე შენობა - ნაგებობების გადასახური სამშენებლო მასალის შეძენა
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად განხორციელდება, ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირთა საკუთრებაში არსებული კერძო სახლებისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების გადასახური სამშენებლო მასალის შეძენა და გადაცემა.
2. შესაძენი სამშენებლო მასალის ღირებულების ოდენობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ ადგილზე შედგენილი დათვალიერების ოქმის და სათანადო აქტის საფუძველზე, რომელის ღირებულებაც არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარს.
3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) გამცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. სამშენებლო მასალის შეძენა განხორციელდება შესაბამისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის მიუხედავად, მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დევნილი პირის მიერ კერძო სახლის საკუთრებაში არსებობის უტყუარი და ამ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების კეთილსინდისიერად მოპოვების საფუძვლები, რაც დასტურდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერით, მოწმეთა ჩვენებებით, სხვა მტკიცებულებებით (კომუნალური მომსახურების ხარჯების გადახდის შესახებ ქვითარი, ხელშკრულება/გარიგება უძრავი ქონების შეძენის შესახებ) და რომლითაც უპირობოდ დგინდება საცხოვრებელი კერძო სახლის მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებათა ერთიანობა და როდესაც არ არსებობს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები.
თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
მუხლი 27🔗.
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური(შემდგომში – სამსახური).
2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს სოციალური დახმარების გაცემის მიზნით შექმნილ სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო
ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
მუხლი 28🔗.
სამუშაო ჯგუფის მიერ განცხადებების განხილვა
1. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი;
2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს.
3. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე და თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში მდივანი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივნობა დააკისროს ჯგუფის რომელიმე წევრს.
4. სამუშაო ჯგუფი მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებთვეში ერთხელ.
5. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
6. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო დაფაზე.
მუხლი 29🔗.
სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი
ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანობის დადგენა და ა.შ.
მუხლი 30🔗.
სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები
1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული ყოველი საკითხი აისახება სხდომის ოქმში.
3. სამუშაო ჯგუფის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.
5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.
6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 31🔗.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
თავი III
დასკვნითი დებულებები
მუხლი 32🔗.
სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა
1. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა იმ დაავადებათა მკურნალობაზე, რაზედაც ანალოგიური დახმარების გაცემა გათვალისწინებულია მოსახლეობის იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც დახმარების მიმღებად ითვლებიან სახელმწიფო პროგრამების მიხედვით.
2. სოციალური დახმარების მიმღები (ბენეფიციარი) პირი ვალდებულია, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიას მიეკუთვნება, წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ არ განეკუთვნება – მიუთითოს აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილ განცხადებაში, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.
3. სოციალური დახმარების მიმღებ (ბენეფიციარ) პირს შეუძლია ერთჯერადად ისარგებლოს ამ წესის რამოდენიმე მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარებით.