სსიპ-მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

2014 წლის 10 დეკემბრის ანგარიში  

        საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის ინფორმაციის თვისუფლების თავით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების თაობაზე, სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლა წარმოგიდგენთ 2014 წლის ანგარიშს:

 

ა) სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლაში 2013 წლის 10 დეკემბრიდან  2014 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 21 განცხადება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე არ შემოსულა  არცერთი  მოთხოვნა.  რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე აურის თქმას, არცერთი ასეთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

 

ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლაში შემოსული განცხადებებიდან დაკმაყოფილდა 21 მოთხოვნა, უარი არ თქმულა არცერთ  მოთხოვნაზე, გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის   საჯარო სკოლის დირექტორის მ.შ. გივი ასლამაზაშვილი, ამასთან, საანგარიშო პერიოდში სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის  საჯარო სკოლაში არცერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული სხდომის დახურვის თაობაზე.

გ) სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის  საჯარო სკოლა მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდა სკოლის თანამშრომელთა და მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. სკოლაში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ დირექტორის მ.შ. - გივი ასლამაზაშვილი, საქმისმწარმოებელი - თამარ მარქარაშვილი, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის  საჯარო სკოლის მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით. 

დ) სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის  საჯარო სკოლის თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემისას,  გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სკოლა ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციას, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.

ვ) ბოლო ერთი წლის განმავლობაში სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის  საჯარო სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარი არ თქმულა, აქედან გამომდინარე  არ დაფიქსირებულა არცერთი საჩივარი.

ზ) სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა სკოლისათვის მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.

პატივისცემით,

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის

სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლის დირექტორის მ.შ.

/გ. ასლამაზაშვილი/