⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.02.2018)
გაუქმებულია:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2014
ძალის დაკარგვა 09.02.2018
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №71
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016184
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 433 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2014 მიღება
09.02.2018 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ლაგოდეხის   მუნიციპალიტეტის გამგეობა
მუხლი 2
პრემია
ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის
მუხლი 2
ხელმძღვანელი თანამდებობის პირი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი
მუხლი 2
ზემდგომი თანამდებობის პირი
ლაგოდეხის   მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №71 2014 წლის 26 დეკემბერი ქ.ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”  მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და ,,საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N449 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე დანართი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი (შემდგომში- წესი) განსაზღვრავს ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗.  ტერმინთა განმარტება  წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტი – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ლაგოდეხის   მუნიციპალიტეტის გამგეობა; ბ) პრემია – ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის; გ) ხელმძღვანელი თანამდებობის პირი – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი; დ)  ზემდგომი თანამდებობის პირი – ლაგოდეხის   მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; ე) დასაქმებული პირები - თანამდებობის პირები (გამგეობა/საკრებულო) და სხვა საჯარო მოსამსახურეები (საკრებულოს აპარატის/გამგეობის სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეები). მუხლი 3🔗. პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები 1. პრემია გაიცემა ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. 2.  პრემიის მიზნებია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. მუხლი  4🔗. პრემიის გაცემის უფლებამოსილება  1.  პრემიის გაცემაზე ინიცირების უფლება აქვს გამგებელს ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირებისათვის, საკრებულოს თავმჯდომარეს ლაგოდეხის   მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის უფროსისათვის, საკრებულოს აპარატის უფროსს მის დაქვემდებარებაში მყოფი პირებისათვის და გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს მის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ პირებისათვის.  2.  სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და საკრებულოს აპარატის უფროსის ინიცირება პრემიის გაცემის თაობაზე უნდა იყოს დასაბუთებული, რომელშიც უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.  3. გადაწყვეტილებას პრემიის გაცემის თაობაზე იღებს გამგებელი - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული პირების მიმართ,  საკრებულოს თავმჯდომარე - საკრებულოს აპარატში დასაქმებული პირების მიმართ, ხოლო   გადაწყვეტილებას საკრებულოს თანამდებობის პირების მიმართ - საკრებულო. მუხლი 5🔗. პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა 1. ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. 2.  პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. 3. პრემია ასევე შეიძლება გაიცეს არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა გადაწყვეტილების შესაბამისად ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.