ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.12.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2017
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №72
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.167.016185
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №72
2014 წლის 26 დეკემბერი
ქ.ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების
დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შეასახებ“ 41-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულება, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე
დანართი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება ადგენს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა)მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის (თვითმმართველობის) პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
ბ) თვითმმართველობის ორგანოების მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; შექმნას იმის შესაძლებლობა, რომ მოსახლეობამ და იურიდიულმა პირებმა შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები თვითმმართველობის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; ასევე, უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება;
გ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ სიახლეების ოპერატიულად გამოქვეყნება;
დ) თვითმმართველობის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებში მიმდინარე მოვლენების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის ოპერატიული გამოქვეყნება;
ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროაქტიური წესის თანახმად, აღნიშნულ წესს დაქვემდებარებული ყველა ინფორმაციის გამოქვეყნება.
3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.lagodekhi.org.ge.
მუხლი 2🔗. ვებგვერდის ადმინისტრირება
1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) ინფორმაციის განთავსებას;
დ) ვებ-გვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლისათვის.
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
მუხლი 3🔗. ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი
1. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ) თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ) თვითმმართველობის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ-რესურსები;
ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.
მუხლი 4🔗. ვებ-გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები საკრებულოს აპარატს აწვდიან ვებ-გვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებ-გვერდზე დროულ, შესაბამის განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე ვებგვერდის ადმინისტრატორი.
მუხლი 5🔗. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა :
1. ვებ-გვერდზე (ზედა მენიუ) განთავსდება მთავარი გვერდი (ახალი ამბები), მუნიციპალიტეტის შესახებ (სიმბოლიკა, სტატისტიკა, მოსახლეობა, დასახლებები), ისტორია/გეოგრაფია, გალერეა (ფოტო/ვიდეო), ბმულები და კონტაქტები.
2. ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებები და ქვეგანყოფილებებია:
ა) გამგეობა:
ა.ა) დებულება;
ა.ბ) გამგებელი;
ა.გ) გამგებლის მოადგილეები;
ა.დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულები.
ბ) საკრებულო:
ბ.ა) დებულება (რეგლამენტი;)
ბ.ბ) საკრებულოს თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები);
ბ.გ) საკრებულოს წევრები; საკრებულოს კომისიები (უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, კომისიის შემადგენლობა, კომისიის სხდომის ოქმები);
ბ.დ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები (უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები);
ბ.ე) საკრებულოს ფრაქციები (ფრაქციის წესდება; ფრაქციის შემადგენლობა; ფრაქციის სხდომის ოქმები, ფრაქციის განცხადებები და მიმართვები);
ბ.ვ) საკრებულოს ბიურო (შემადგენლობა, უფლებამოსილება, სამუშაო გეგმები, ბიუროს სხდომის ოქმები);
ბ.ზ) საკრებულოს აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი), აპარატის სტრუქტურა.
გ) საჯარო ინფორმაციის გვერდი:
გ.ა) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი (ტელეფონი, თანამდებობა, e.mail);
გ.ბ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების წესი;
გ.გ) პროაქტიურ გამოქვეყნებას დაქვემდებარებული საჯარო ინფორმაციები.
დ) თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები:
დ.ა) წესდებები;
დ.ბ) ადმინისტრაცია.
ე) მაჟორიტარი დეპუტატი:
ვ) ბიუჯეტი:
ზ) განათლება:
ზ.ა) რესურსცენტრი;
ზ.ბ) საჯარო სკოლები;
ზ.გ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები.
თ) კულტურა, სპორტი:
თ.ა) კულტურის სახლები;
თ.ბ) ანსამბლები;
თ.გ) ძეგლები, ღირსშესანიშნაობები;
თ.დ) მუზეუმები, ბიბლიოთეკები.
ი) ჯანდაცვა და სოციალური სფერო:
ი.ა) ჯანდაცვის ობიექტები;
ი.ბ) სოც. პროგრამები (გაცემის წესი);
ი.გ) სოც. სააგენტო.
კ) ინფრასტრუქტურა:
ლ) სოფლის მეურნეობა:
მ) ტურიზმი:
მ.ა) სასტუმროები (კერძო, საოჯახო);
მ.ბ) რესტორნები;
მ.გ) ტურისტური მარშრუტი.
ნ) რელიგია:
ო) საზოგადოება:
ო.ა) არასამთავრობოები;
ო.ბ) პარტიები.
პ) მართლწესრიგი:
პ.ა) პროკურატურა;
პ.ბ) პოლიცია;
პ.გ) სასამართლო;
პ.დ) ადვოკატურა.
ჟ) კანონმდებლობა:
რ) ვაკანსიები: