სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2243
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს:

 

მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.

 

2014 წლის განმავლობაში სამტრედიის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 11 მომართვა, ასევე თითო-თითო მომართვა შემოვიდა ხონისა და ვანის მაგისტრატ სასამართლოებში. აქედან სტატისტიკური მონაცემების მოთხოვნას შეეხებოდა 10 მომართვა, ხოლო მასალების ასლების მიწოდებას - 3 მომართვა. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში, ასევე ხონისა და ვანის მაგისტრატ სასამართლოებში არ შემოსულა. 

 

სამტრედიის რაიონულ სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის  დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

ნანა გრიგოლია

კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსი

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი