„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №34 |
|
2014 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №24 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წლის 22 სექტემბერი, №140, მუხ. 1384. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების“: ა) მე–3 მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან: ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების და წყალმომარაგების ლიცენზიატები, ასევე ელექტროენერგიის იმპორტიორები, ექსპორტიორები, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლები.“ ბ) მე–6 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რეგულირების საფასურის ოდენობა და ლიცენზიატების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისათვის რეგულირების საფასურის კოეფიციენტი განისაზღვრება ამ წესების დანართ №1-ში მოცემული მაჩვენებლების შესაბამისად.“ 2. მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დამტკიცდეს ლიცენზიანტების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის რეგულირების საფასურის კოეფიციენტები (დანართი № 1).“. 3. დადგენილების დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1 ლიცენზიატების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის რეგულირების საფასურის კოეფიციენტები
1. ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორის ლიცენზიატების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ გადასახდელი რეგულირების საფასურის კოეფიციენტები:
2. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის რეგულირების საფასურის განსაზღვრისას მის შემოსავალში არ გაითვალისწინება იმ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, რომლიდანაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არ უნდა რჩებოდეს მოგება, მოცემულ შემოსავალში არ იგულისხმება ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურით მიღებული შემოსავალი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.
|
|