ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.12.2014
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016139
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია | მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 10.05.2011
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა ოქმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა- ანგარიშგების წესის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და
აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №47
2014 წლის 25 დეკემბერი
ქ. მარტვილი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N669 ბრძანების საფუძველზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის“ ფორმა (დანართი 1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თანდართული „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“ (დანართი 2).
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 აგვისტოს N17დადგენილება (www.matsne.gov.ge, 26/08/2011, ს/კ 010250020,35,109,016036).
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია
დანართი №1
მცირე სახელმწიფო გერბი, მარტვილის მუნიციპალიტეტის გერბი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ო ქ მ ი N
201_ წლის ---- --------------- ---------------------------------------------------
(ოქმის შედგენის ადგილი)
მე, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა
და არქიტექტურის სამსახურის -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(თანამდებობა, სახელი, გვარი, მამის სახელი)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე და 240-ე მუხლების
შესაბამისად, შევადგინე აღნიშნული ოქმი ------------------------------------------------------------------------------------------------
(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი და დრო)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სამართალდამრღვევი სუბიექტის სრული დასახელება, სახელი, გვარი, მამის სახელი, მოქალაქეობა)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სამართალდამრღვევი სუბიექტის იურიდიული მისამართი)
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სამართალდარღვევის არსი)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ----------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი)
2. აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული
პირის (წარმომადგენლის) ახსნა-განმარტება: --------------------------------------------------------------------------------------------------
3. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები.
მე, -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს:
„ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად
საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
4. ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის გამო შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ ხელმოწერით:
ოქმი შევადგინე: --------------------------------------------------------------------------------------------
(ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა)
ოქმს გავეცანი: ----------------------------------------------------------------------------------------------------------
(ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ხელმოწერა)
შენიშვნა: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(შენიშვნის არსი და ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მოწმეები (დასწრების შემთხვევაში):
---------------------------------- ------------------------------------------------------------- ------------------------
(სახელი, გვარი) (მისამართი, პირადობის მოწმობის №) (ხელმოწერა)
---------------------------------- ---------------------------------------------------------------- -----------------------
(სახელი, გვარი) (მისამართი, პირადობის მოწმობის №) (ხელმოწერა)
დაზარალებულები (დასწრების შემთხვევაში):
---------------------------------- ------------------------------------------------------------ -----------------------
(სახელი, გვარი) (მისამართი, პირადობის მოწმობის №) (ხელმოწერა)
---------------------------------- --------------------------------------------------------------- -------------------------
(სახელი, გვარი) (მისამართი, პირადობის მოწმობის №) (ხელმოწერა)
5. ოქმის ასლი ჩავიბარე -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, მამის სახელი, მოქალაქეობა, მისამართი, პირადობის მოწმობის №)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ხელმოწერა)
შენიშვნა: ოქმის ხელის მოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისთვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს თავის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
დანართი 2
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (შემდგომში - „წესი“) შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის2 აგვისტოს N669 ბრძანების საფუძველზე.
2. წესის მიზანია მკაცრი აღრიცხვის ფორმის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და მისი აღრიცხვა-წარმოების რეგულირება.
მუხლი 2🔗
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა პოლიგრაფიულ საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სტამბური წესით ბეჭდვას (შესაბამისი დამცავი ნიშნების გათვალისწინებით).
2. პოლიგრაფიული საწარმოს მიერ სტამბური წესით დაბეჭდილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩაბარების უფლება აქვს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსს (შემდგომში - „სამსახურის უფროსი“), ან პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი პირი ოქმებს ინახავს დაზიანებისა და გარეშე პირთაგან დაცულ სათავსოში.
მუხლი 3🔗
სამსახურის უფლებამოსილი პირი, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს შემოსავლის და გასავლის ჟურნალში სათანადო აღნიშვნისა და ხელმოწერის შემდეგ წარუდგენს შესაბამის უწყებას.
მუხლი 4🔗
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღება, აღრიცხვა და გაცემა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შემოსავლისა და გასავლის ჟურნალი უნდა იყოს
სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. ჟურნალი უნდა
შეესაბამებოდეს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებული და გაფუჭებული ფორმები ბარდება მათ მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებაც ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის გაფუჭების ან/და დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი პირი ფორმას თან ურთავს ახსნა-განმარტების ბარათს, რაზედაც დგება სათანადო აქტი.
მუხლი5
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის,მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N669 ბრძანებისა და წინამდებარე წესის დამრღვევი პირი პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.