„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-12, მე-13 და 131 მუხლები ამოღებულ იქნეს.
2. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ საქმიანობაზე სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის განხორციელება
1. გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ საქმიანობაზე (გარდა თემატიკური სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა) სახელმწიფო გეოდეზიურ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
2. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის განხორციელებაზე სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის ძირითადი ამოცანებია:
ა) გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის განმახორციელებელ ყველა სუბიექტზე გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საქმიანობის სფეროში არსებული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობა;
ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და საქართველოს ტერიტორიის კარტოგრაფიულ მასალებზე სწორად ასახვის ზედამხედველობა;
გ) სახელმწიფო გეოდეზიური ქსელის პუნქტების აღრიცხვა;
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის საზღვრების, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებებისა და ადგილზე წარმოქმნილი ცვლილებების მორიგე საცნობარო რუკებზე ასახვის კონტროლი;
ე) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ, კარტოგრაფიულ და აეროგადაღებით საქმიანობებზე კონტროლის განხორციელება.
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს სახელმწიფო სახსრებით განხორციელებული ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი სამუშაოების შემსყიდველ ორგანიზაციებს ამ სამუშაოების შესრულების შედეგად მიღებული მასალებისა და მონაცემების თავმოყრის, აღრიცხვის, შენახვის, გამოყენებისა და რეალიზაციის პროცესში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა;
ბ) ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით, დადგენილი წესით, მიიღოს საჭირო ინფორმაცია აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებებიდან, აგრეთვე სხვა ორგანიზაციებიდან საკუთრების ფორმის მიუხედავად.
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ვალდებულია გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სუბიექტებს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, მისცეს შესაბამისი ინფორმაცია იმ ადგილმდებარეობის გეოდეზიური და კარტოგრაფიული შესწავლის შესახებ, სადაც დაგეგმილია სამუშაოები.
5. „სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის შესახებ“ დებულებას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
6. საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის განხორციელების წესი განისაზღვრება ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტიმ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 მაისი.
№3160–Iს