⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.09.2015)
გაუქმებულია:

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
ძალის დაკარგვა 10.09.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №63
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.173.016063
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,109 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2014 მიღება
01.01.2015 ძალაში შესვლა
10.09.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ბერიძე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №63 2014 წლის 29 დეკემბერი ქ. ახალციხე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-16  მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისსა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ  ახალციხის  მუნიციპალიტეტის 2014 წლის  ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს 26 დადგენილება. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს  2015 წლის  1 იანვრიდან.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე დანართი ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში (შემდგომში - მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას. მუხლი 1🔗. ქალაქ  ახალციხის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე რეგისტრირებული  სოციალურად დაუცველთა სამედიცინო სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დახმარება და მოქალაქეთა გეგმიური და ურგენტული ოპერაციების თანადაფინანსება  სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო სადიაგნოსტიკო გამოკვლევები. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, დახმარება გაიცემა ერთჯერადად. ა) მოსარგებლე - სოციალურად დაუცველ მოქალაქეები, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 57.000 ქულის ჩათვლით და ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, ხარჯების ანაზღაურება განისაზღვროს ანგარიშ-ფაქტურაში წარმოდგენილი თანხის 70%-ით, არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა. ბ) მოსარგებლე - სოციალურად დაუცველ მოქალაქეები, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 57.001-დან 100.000-ის ქულის ჩათვლით და ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, ხარჯების ანაზღაურება განისაზღვროს ანგარიშ-ფაქტურაში წარმოდგენილი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 200 ლარისა ერთჯერადად. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი,დედმამიშვილი, მეუღლე); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფ N100); ე) ანგარიშ-ფაქტურა; ვ) პირადი ანგარიში; ზ)სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია; თ) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ანაზღაურება მოხდება მოქალაქის პირად ანგარიშზე. დაფინანსების მიღებისას საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან 3 (სამი) კვირის ვადაში. გეგმიური და  ურგეტული ოპერაციების თანადაფინანსება. ა) გეგმიური ოპერაციები:-თანაგადახდა მოხდება მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთიათასხუთასი) ლარისა. ბ) ურგენტული ოპერაციები:-თანაგადახდა მოხდება მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, დედმამიშვილი, მეუღლე); ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი; გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; დ)ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100); ე)წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია) და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. ვ) მოქალაქეები, რომლებიც დაზღვეული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ და სხვა სადაზღვეო კომპანიის მიერ, უნდა წარმოადგინონ  საგარანტიო მიმართვის ასლები; ანგარიშსწორება. ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის (ჩატარებული ოპერაციისა და დავალიანების შესახებ) ან შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. მუხლი 2🔗. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული      ოჯახების (ორივე მშობლების რეგისტრაცია ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე)  ახალდაბადებულ    ბავშვთა   ერთჯერადი ფულადი დახმარება ერთჯერადად ყოველ პირველ, მეორე და მესამე ახალშობილზე ქალაქ  ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახები მიიღებენ 100 (ასი) ლარს. ერთჯერადად ყოველ მეოთხე და მეტ ახალშობილზე ქალაქ ახალციხისმუნიციპალიტეტის ტერიტორიზე რეგისტრირებული ოჯახები მიიღებენ 200 (ორასი) ლარს. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა)განცხადება (განმცხადებელი - მშობელი); ბ)მშობლების პირადობის მოწმობის ასლი; გ)ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი (პირველ, მეორე და მესამე ახალშობილზე); დ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მეოთხე და მეტ ახალშობილზე); ე) მშობლის საბანკო ანგარიში. ანგარიშსწორება ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 3🔗. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ჰემო-დიალეზით დაავადებულთა დახმარება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ჰემო-დიალეზით დაავადებულები მიიღებენ ერთჯერადად  1,500 (ათასხუთას) ლარს. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, დედმამიშვილი,  მეუღლე); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფ N100); ე) პირადი ანგარიში. ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 4🔗. ა.ა.ი.პ. სამუსიკო და სამხატვრო სკოლების გადასახადის დაფინანსება მოსარგებლე: ა) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახთა შვილები მიიღებენ 100%-იან დაფინანსებას ა.ა.ი.პ. სამუსიკო, სამხატვრო სკოლებში: ა.ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ვეტერანთა) ოჯახების შვილები; ა.ბ) პირველი ჯგუფის ინვალიდთა შვილები; ა.გ)ობოლი ბავშვები; ა.დ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით            გადაადგილებულ პირთა შვილები; ა.ე)მრავალშვილიან ოჯახთა შვილები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი); ა.ვ) ავღანეთის ომში მონაწილეთა (ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ვეტერანთა) შვილები. ა.ზ) სოციალურად დაუცველ ოჯახთა შვილები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება   57.000-ს. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი, (პირველ კლასში მიმღებთათვის ორივე მშობლის პირადობის მოწმობის ასლები-რეგისტრაციის ადგილით ქ. ახალციხე) გ)მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი; დ)ომის მონაწილის მოწმობა; ე)ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ)გარდაცვალების მოწმობა; ზ)დევნილობის მოწმობა; თ)მრავალშვილიანმა ოჯახებმა უნდა წარმოადგინონ ყველა ბავშვის დაბადების მოწმობა. ი) ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახთა შვილები, რომლებიც სწავლობენ სამუსიკო სკოლის IV, V და VI კლასებში, თანაგადახდა მოხდება ყოველთვიური გადასახადის 40%-ით. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:  ა)განცხადება; ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ)მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ააიპ სამუსიკო სკოლებიდან წარმოდგენილი მოსწავლეთა სია (IV, V და VI კლასების) მუხლი 5🔗. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება 300 (სამასი) ლარის ოდენობით: ა) მოსარგებლე: ა.ა) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; ა.ბ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული            მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; ა.დ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლტოლვილთა და   იძულებით            გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; ა.ე) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ავღანეთის ომში  მებრძოლთა            გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება. ბ) წარმოსადგენი დოკუმენტებია: ბ.ა)განცხადება; ბ.ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ.გ)გარდაცვალების მოწმობის ასლი; ბ.დ)ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში, ვეტერანის მოწმობის ასლი; ბ.ე)დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში, დევნილობის მოწმობის ასლი; ბ.ვ)განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი გარდაცვლილთან (შვილის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი, მეუღლის შემთხვევაში ქორწინების მოწმობის ასლი); ბ.ზ)საბანკო ანგარიში. ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 6🔗. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველის და  უსახლკარო ბენეფიციარის  ელენე ლაზარაშვილის ბინის ქირის გადასახადი 6 თვის განმავლობაში (იანვარი-ივნისი) ანგარიშსწორება: ა) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე. მუხლი 7🔗. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 100 (ასი) წელს გადაცილებულ უხუცესთა ერთჯერადი დახმარება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 100 (ას) წელს გადაცილებული უხუცესები ერთჯერადად მიიღებენ 300 (სამასი) ლარს. ა) წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა.ა)განცხადება;(განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მეუღლე); ა.ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ)დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი; ა.დ)საბანკო ანგარიში. ბ)ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე. მუხლი 8🔗. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ    მხედველობით ინვალიდთა (უსინათლოთა) სოციალური დახმარება მოსარგებლე: ა) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მხედველობით ინვალიდები I-II ჯგ. ბენეფიციარები ყოველთვიურად მიიღებენ კომუნალური და სხვა ხარჯებისათვის  20 (ოცი) ლარს; ბ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მხედველობით ინვალიდები I-II ჯგ. ბენეფიციარები საახალწლოდ ერთჯერადად მიიღებენ 100(ასი) ლარს. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, დედმამიშვილი,  მეუღლე); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დახმარების პირადობის მოწმობის ასლი; დ) ბენეფიციარის დანართი №3 ფორმა №IV-50/4 სსე აქტის ამონაწერის ასლი; ე) ბენეფიციარის პირადი ანგარიში. ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე. მუხლი 9🔗. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე რეგისტრირებული I –II  ჯგუფის  ინვალიდთა  (შშმ პირი)  დახმარება მოსარგებლე: ა) I –II ჯგუფის ინვალიდებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (შშმპ), რომლებიც მუდმივად საჭიროებენ მომვლელის, ან სხვა პირის დახმარებას,  გადაერიცხოთ ერთჯერადი ფულადი საჩუქარი 300 (სამასი) ლარის ოდენობით გარდა მუხლი 8🔗-ში გათვალისწინებული კატეგორიისა. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, დედმამიშვილი,  მეუღლე); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღების (შშმ პირის)  პირადობის მოწმობის ასლი; დ) (შშმ პირის) დანართი №3 ფორმა №IV-50/4 სსე აქტის ამონაწერის ასლი; ე) (შშმ პირის) პირადი ანგარიში. ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ (შშმ პირის)  პირად ანგარიშზე. მუხლი 10🔗. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებული   ხანძრით   დაზარალებული    ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება მოსარგებლე:        ხანძრის შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახს მიეცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, არა უმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა)განცხადება (დამოწმებული განმცხადებლის მიმღების ხელმოწერით); ბ)დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი ; გ)ხანძრის აქტი (სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან); დ) შესაბამის ტერიტორიაზე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის  წარმომადგენლის ინფორმაცია თანდართული დაზიანებული შენობა-ნაგებობის  სურათებით; ე)საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა; ვ)ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო    მეურნეობის სამსახურიდან დასკვნა ზარალის  ოდენიბის შესახებ; ზ) საბანკო ანგარიში. ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ  დახმარების მიმღების   პირად ანგარიშზე. მუხლი 11🔗. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მზრუნველობამოკლებულთა და სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა დახმარება მოსარგებლე: ა)ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მზრუნველობამოკლებულთა და სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა (უფასო სასადილოში კვებაზე მყოფი ბენეფიციართა ოჯახები) დახმარება საახალწლოდ და სააღდგომოდ ერთჯერადად სურსათის სახით; ბ)ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მზრუნველობამოკლებულთა და სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა (უფასო სასადილოში კვებაზე მყოფი ბენეფიციართა ოჯახები) ერთჯერადი დახმარება ზამთრისათვის გათბობის  უზრუნველსაყოფად ოჯახზე 100 (ასი) ლარი. ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ კვებაზე მყოფ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე. მუხლი 12🔗. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილ პირთა დახმარება მოსარგებლე: ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილ პირთა დახმარება საახალწლოდ და სააღდგომოდ ერთჯერადად სურსათის სახით. მუხლი 13🔗. დედის დღესთან დაკავშირებით ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე დარეგისტრირებულ ოჯახთა ერთჯერადი საჩუქარი მოსარგებლე: სამ მარტს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სამშობიაროში მყოფი დედები (დედები, რომლებსაც 3 მარტს შეეძინათ შვილები) ერთჯერადად მიიღებენ   150 (ასორმოცდაათი) ლარის საჩუქარს. მუხლი 14🔗. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალდაქორწინებულ  ოჯახთა დახმარება მოსარგებლე: 2015 წლის განმავლობაში დაქორწინებული ოჯახები, რომელთა რეგისტრაციის  ადგილად მითითებული იქნება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, მიიღებენ ერთჯერადად 100 (ასი) ლარს. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ)ახალდაქორწინებულების პირადობის მოწმობის ასლები; გ)ქორწინების მოწმობის ასლი; დ)განმცხადებლის საბანკო ანგარიში. ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 15🔗. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ავღანეთის ომში მებრძოლთა (მონაწილე ვეტერანთა) დახმარება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 14 აგვისტოს ერთჯერადად  200 (ორასი) ლარის  ოდენობით სოციალურ დახმარებას მიიღებენ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  შემდეგი კატეგორიის ომის ვეტერანები: ა) მოსარგებლე: ა.ა)  საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მებრძოლი   პირველი   და მეორე ჯგუფის ინვალიდები;   ა.ბ)  ავღანეთის ომში მებრძოლი პირველი და მეორე ჯგ. ინვალიდები.    ბ) წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ბ.ა) განცხადება (ომში მონაწილის, ან ოჯახის წევრის. გამონაკლის შემთხვევაში დედის, მამის,  შვილის); ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დამოწმებული განმცხადებლის მიმღების ხელმოწერით); ბ.გ) ვეტერნისა და განმცხადებლის ნათესაური კავშირის  დამადასტურებელი დოკუმენტი); ბ.დ) ვეტერანის მოწმობის ასლი (დამოწმებული განმცხადებლის მიმღების ხელმოწერით); ბ.ე)   ინვალიდობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი: ბ.ვ)   ვეტერანის  საბანკო ანგარიში. ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ  პირად    ანგარიშზე. მუხლი 16🔗. ქლაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ  დიდი სამამულო ომის ვეტერანთა დახმარება მოსარგებლე: ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებული სამამულო       ომის   ვეტერანები 9  მაისის დღესთან დაკავშირებით, მიიღებენ    200  (ორას) ლარს.    ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად       ანგარიშზე. მუხლი 17🔗. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ავღანეთის ომში დაღუპულ ოჯახთა   სოციალური დახმარება მოსარგებლე: ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს   ტერიტორიული მთლიანობისათვის  და ავღანეთის ომში დაღუპული ოჯახები ერთჯერადად მიიღებენ   200 (ორას) ლარს. ( 6 მაისს, გიორგობას). ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილი ოჯახის წევრის      პირად    ანგარიშზე. მუხლი 18🔗. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წრიული მარშრუტის მგზავრთა გადაყვანის საფასურის 50%–იანი შეღავათი  მუხლი 19🔗. ა.ა.ი.პ  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, კულტურის დარგის გაერთიანების სამუსიკო სკოლების, სამხატრო სკოლების და სასპორტო სკოლის  ზამრთისათვის საწვავი შეშით უზრუნველყოფის პროგრამა მუხლი 20🔗. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს დაფინანსება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ უფასო სასადილოში მიიღებენ ერთჯერად კვებას. ა) მოსარგებლე: მარტოხელა, შრომისუუნარო პენსიონრები; ბ) წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ბ.ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ.ბ) დახმარების მიმღების  პირადობის მოწმობის ასლი; გ) მოსარგებლე: მრავალშვილიანთა ოჯახები  და ობოლი ბავშვები (დედით, ან მამით) 70  000 ქულის ჩათვლით; დ) წარმოსადგენი დოკუმენტაცია: დ.ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; დ.ბ) დახმარების მიმღების  პირადობის მოწმობის ასლი; დ.გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლები; დ.დ) გარდაცვალების მოწმობის ასლები; დ.ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის   ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის  ტერიტორია; ე) მოსარგებლე: I და I I ჯგ. ინვალიდთა ოჯახები; ვ)წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ვ.ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ვ.ბ) დახმარების მიმღების  პირადობის მოწმობის ასლი ვ.გ)ინვალიდობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი: ვ.დ)ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფ N100) დედანი. ზ) მოსარგებლე: სოც. დაუცველები 0-დან 57 000 ქულის ჩათვლით. თ) წარმოსადგენი დოკუმენტაცია: თ.ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; თ.ბ) დახმარების მიმღების  პირადობის მოწმობის ასლი; თ.გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია; ი) მოსარგებლე: დედ-მამით ობოლი ბავშვები. კ) წარმოსადგენი დოკუმენტაცია: კ.ა) განმცხადებლის, პირადობის მოწმობის ასლი; კ.ბ) დახმარების მიმღების  პირადობის მოწმობის ასლი; კ.გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; კ.დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები; ლ)მოსარგებლე: დიდი სამამულო ომის ვეტერანები. მ)წარმოსადგენი დოკუმენტაცია: მ.ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; მ.ბ) დახმარების მიმღების  პირადობის მოწმობის ასლი; მ.გ) ვეტერანის  მოწმობის ასლი. მუხლი 21🔗. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ    ონკოლოგიურად დაავადებულთა დახმარება ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის (რომელსაც არ მოიცავს სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები) ანაზღაურება - ღირებულების 50%-ის ოდენობით, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა წელიწადში. მოსარგებლე - დაახლოებით 15 ბენეფიციარი წელიწადში. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, დედმამიშვილი,  მეუღლე); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფ N100); ე) ანგარიშ-ფაქტურა; ვ) კალკულაცია; ზ) მოქალაქეებმა, რომლებიც დაზღვეული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ და სხვა სადაზღვეო კომპანიის მიერ, უნდა წარმოადგინონ  საგარანტიო მიმართვის ასლები;  ანგარიშსწორება:        ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების/აფთიაქის ანგარიშზე, სამედიცინო დაწესებულების/აფთიაქის მიერ გაცემული ცნობის (ჩატარებული ოპერაციისა და დავალიანების შესახებ) ან შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.