„საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 18 იანვრის №1/5 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/82
2014 წლის 17 სექტემბერი
ქ . თბილისი
„საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 18 იანვრის №1/5 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 18 იანვრის №1/5 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:
„თ1) უზრუნველყოფს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფინანსურ მხარეს, ამ მიზნით განკარგავს შესაბამის ფინანსებს და ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
ლევან მურუსიძე
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი