„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
- „ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ 31.08.2012
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №07 |
|
2014 წლის 29 დეკემბერი ქ. ბათუმი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. გემები მიუხედავად მათი ნავსადგურში შემოსვლის თარიღისა და მანევრირების რიგითობის თანმიმდევრობისა ნასადგურში უნდა შევიდნენ ან ნავსადგურიდან გავიდნენ შემდეგი უპირატესობით: ა) განგაშის გამო ან დასახმარებლად გამსვლელი გემი, ავარიული გემი; ბ) სამხედრო და სანაპირო დაცვის გემი; გ) ჰუმანიტარული დანიშნულების გემი; დ) საკრუიზო გემი; ე) სახაზო-სამგზავრო გემი; ვ) სახაზო-სატვირთო გემი; ზ) სხვა გემები, განაცხადის გაკეთების რიგითობის მიხედვით.“ 2. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი: „151. გემების ნავსადგურში შესვლის სავარაუდო თარიღის და დროის შესახებ წინასწარი ინფორმაციის მიღებისთანავე ნავსადგური ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსს - ნავსადგურის კაპიტანს გემების ნავსადგურში შემოსვლის განრიგის თაობაზე.“ 3. 97-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. იმ სარკინიგზო, საავტომობილო და სამგზავრო ბორანის, რომელიც აღჭურვილია ორი მთავარი ძრავით და შესაბამისად ორი სანიჩბავი ხრახნით, ასევე ცხვირის მისაბჯენი მოწყობილობით, ფოთის ნავსადგურში შესვლა/გასვლა და მიბმა დასაშვებია დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში, გემის მაქსიმალური სიგრძით 195 (ასოთხმოცდათხუთმეტი) მეტრი და მაქსიმალური წყალშიგით 8 (რვა) მეტრი, კარგ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში და გემის კაპიტნის თანხმობის შემთხვევაში, მხოლოდ №2 სარკინიგზო-საბორნე ნავმისადგომთან." 4. 97-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ქარის სიჩქარის 17 (ჩვიდმეტი) მ/წმ და მეტად გაძლიერებისას და ხილვადობის 0,5 მილზე ნაკლები შემცირებისას, აგრეთვე შესასვლელ არხთან 3 (სამი) ბალზე მეტი ლივლივისას/ღელვისას ან საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ საშტორმო გაფრთხილების გამოცხადებისას ნავსადგური იხურება. საშტორმო გაფრთხილების გამოცხადებისას, ნავსადგურში გემების შესვლა/ გასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ფაქტიური ამინდის პირობების გათვალისწინებით და კონკრეტული გემის კაპიტანთან და საზღვაო ლოცმანთან შეთანხმების საფუძველზე.“ 5. 97-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. დასაშვებია თევზსაჭერი სეინერების ნავსადგურიდან გასვლა, თევზის რეწვის რაიონში ნაპირიდან არაუმეტეს 6 (ექვსი) საზღვაო მილისა, ტალღის სიმაღლე არაუმეტეს 2 (ორი) მეტრისა (IV ბალი) ან ქარის სიმძლავრე არა უმეტეს 6 (ექვსი) ბალისა (14 მ/წმ-ში), მაგრამ არაუმეტეს სარეგისტრაციო დოკუმენტებით მინიჭებული ნაოსნობის უფლების შესაბამისად.“ 6. 101-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ფოთის ნავსადგურში არსებული ამწეების ექსპლუატაცია უნდა შეჩერდეს ამწის ტექნიკური სპეციფიკის გათვალისწინებით, იმ პირობით რომ დაცულია უსაფრთხოების მინიმალურ ზღვარი (ტექნიკური სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მაქსიმალურ დასაშვებ ოდენობაზე 10% ნაკლები ზღვარი)“ . |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|