ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.12.2014
ძალის დაკარგვა 19.09.2017
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №63
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.158.016208
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი | ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების მოწმობის ტიპიური ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 11.01.2011
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №63
2014 წლის 26 დეკემბერი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული ”მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების” მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №4 დადგენილება (ვებგვერდი, 11/01/2011, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 040110030.35.158.016012).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი