,,სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ საგამოძიებო დეპარტამენტის შექმნისა და ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№157
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.10.003.000.798
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 107, 31/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №157

2007 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საქვეუწყებო  დაწესებულების – საგამოძიებო დეპარტამენტის შექმნისა და ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამგებლობაში შეიქმნას სახელმ­წიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტი.

2. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №60, მუხლი 526) დამტკი­ცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:

,,დ) საგამოძიებო დეპარტამენტი.“.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსი­შვილი) ამ დადგენილების შესაბამისად განხორციელებული ცვლილება გაითვალისწინოს ,,საქართველოს 2007 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლი­ლებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პრო­ექტის მომზადებისას.

4. დადგენილება ამოქმედ­დეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრი        ზ. ნოღაიდელი