„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №710 |
|
2014 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-9 პუნქტის ,,მ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მ1) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების ევროპისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ შორის, „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ინიციატივების დაგეგმვა, შესრულება და კოორდინაცია, აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და წლიური ანგარიშების მომზადება სამინისტროს კომპეტენტურ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად. „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა;“.
2. მე-10 პუნქტის:
ა) ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა; მათი შესრულების კოორდინაცია; ხელშეკრულებების პროექტებზე მუშაობა, წინადადების წარდგენა და შეჯერება, ამ მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობა და სამინისტროს პოზიციების წარდგენა;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და წახალისება;“;
ბ) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) სამინისტროს პრიორიტეტული პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების მიზნით, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობა;“;
გ) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება;“;
დ) ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) საჭიროებისამებრ, სამინისტროს სისტემაში უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების კოორდინაცია, არსებულ საჭიროებათა შესწავლა და ანალიზი, პრიორიტეტული პროექტებისათვის დონორებისა და ფინანსური სახსრების მოძიება;“;
ე) ,,კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მ) საზღვარგარეთ სამინისტროს თანამშრომლების ოფიციალური ვიზიტების ხელშეწყობა;“;
ზ) ,,მ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
თ) ,,ნ“ და ,,ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ნ) დეპარტამენტის ამოცანათა ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე, მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე;
ო) „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხელშეკრულებების გაფორმება და აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების გადარიცხვის კოორდინაცია და კონტროლი;“;
ი) ,,პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|