„აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივების შესახებ“ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზების უზრუნველსაყოფად სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე

მიღების თარიღი 26.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №711
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.018331
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 423 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

2016 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის თბილისში გასამართი გლობალური ფორუმის პლენარული სესიის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 18.07.2016 საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 12.04.2019 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 16.02.2026 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 21.10.2025 საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 29.01.2018

დოკუმენტის ტექსტი

„აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივების შესახებ“ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზების უზრუნველსაყოფად სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №711 2014 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი „აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივების შესახებ“ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზების უზრუნველსაყოფად სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის  წესის შესახებ“  საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, „აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივების შესახებ“ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზების მიზნით, შეიქმნას „აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივების შესახებ“ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზების უზრუნველსაყოფად სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს პრემიერ-მინისტრი - კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს  ეკონომიკისა  და  მდგრადი  განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი - კომისიის თანათავმჯდომარე; საქართველოს  ეკონომიკისა  და  მდგრადი  განვითარების მინისტრის  მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს  ეკონომიკისა  და  მდგრადი განვითარების მინისტრის   მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის წევრი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - კომისიის წევრი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - კომისიის წევრი; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი - კომისიის წევრი; საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანი – კომისიის წევრი; საქართველოს  მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი - კომისიის წევრი. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივების შესახებ“ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზების უზრუნველსაყოფად შექმნილი სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დანართი „აბრეშუმის  გზის  განვითარების  პერსპექტივების  შესახებ“  საერთაშორისო ფორუმის ორგანიზების უზრუნველსაყოფად შექმნილი სამთავრობო კომისიის დებულება  მუხლი 1🔗. კომისიის მიზნები და ამოცანები  „აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივების შესახებ“ საერთაშორისო ფორუმის (შემდგომში - ფორუმი) ორგანიზების უზრუნველსაყოფად შექმნილი სამთავრობო კომისიის (შემდგომში - კომისია) ძირითადი მიზნები და ამოცანებია:  ა) ფორუმის ორგანიზებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრა და დაგეგმვა;  ბ) ფორუმის ჩატარების ადგილისა და თარიღის განსაზღვრა;  გ) ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად მოსაწვევ სტუმართა და მონაწილეთა ნუსხის შემუშავება;  დ) ფორუმის ორგანიზებისა და მოწვეული სტუმრების დაფინანსების საკითხების გადაწყვეტა;  ე) ფორუმის ფორმატის, ძირითადი თემატიკისა და დღის წესრიგის განსაზღვრა;  ვ) ფორუმის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის აუცილებელი სხვა ღონისძიებების განხორციელება.  მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება  დასახული მიზნების მისაღწევად, კომისია უფლებამოსილია:  ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს კომისიის საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაცია;  ბ) შექმნას სამუშაო ჯგუფები და განსაზღვროს მათი შემადგენლობა, მოიწვიოს ექსპერტები და სხვა პირები თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სათანადო რეკომენდაციების მიღების მიზნით.  მუხლი 3🔗. კომისიის სამდივნო  1. კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო.  2. კომისიის სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.  მუხლი 4🔗. კომისიის მუშაობის ორგანიზება  1. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს კომისიის თანათავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი.  2. კომისიის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.  3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.  4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.  5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.