⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.11.2022)
გაუქმებულია:

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, 2014 წლის შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის (კომპონენტის, ღონისძიების) უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2014
ძალის დაკარგვა 08.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №707
სარეგისტრაციო კოდი „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 874 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2014 მიღება
08.11.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
2014 წელს დაფინანსების წყარო 2015  წელს დაფინანსების წყარო
პროგრამული კოდი „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი
35 02 03 სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, 2014 წლის შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის (კომპონენტის, ღონისძიების) უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №707 2014 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, 2014 წლის შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის (კომპონენტის, ღონისძიების) უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად: 1. 2015 წლის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამის ფარგლებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, გაგრძელდეს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №291 დადგენილებით (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №291 დადგენილება) დამტკიცებული 2014 წლის შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამა (კომპონენტი, ღონისძიება) ამ დადგენილებისა და დანართის შესაბამისად. 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს 2015 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №291 დადგენილებით დამტკიცებული 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეპროგრამების (კომპონენტი, ღონისძიება) უწყვეტად განხორციელება, ხელშეკრულების გაფორმება ან მოქმედების ვადის გაგრძელება იმავე მიმწოდებლებთან, რომლებიც ახორციელებდნენ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №291 დადგენილებით დამტკიცებული 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამის ქვეპროგრამებს (კომპონენტს, ღონისძიებებს). ამასთან, შესაბამისი ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროგრამა „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ (პროგრამული კოდი - 35 02 03), ხოლო, თანხის ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს:  ა) „მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 80 000 ლარით;  ბ) „ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 63 000 ლარით;  გ) „ბავშთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 112 630 ლარით;  დ) „დღის ცენტრების ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 305 000 ლარით;  ე) „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“:  ე.ა) „სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 20 000 ლარით;  ე.ბ) „საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 65 000 ლარით;  ე.გ) „სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ შემთხვევაში, კომპონენტის განხორციელება უწყვეტად გაგრძელდეს 2014 წელს შესყიდული სმენის აპარატების გაცემის, მორგების, გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევისა და უფასო საგარანტიო მომსახურების ნაწილში;  ე.დ) „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 17 000 ლარით;  ვ) „ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 4 000 ლარით;  ზ) „დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 38 000 ლარით;  თ) „მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 543 550 ლარით;  ი) „მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 200 000 ლარით;  კ) „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში არაუმეტეს 79 000 ლარით;  ლ) „სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 89 000 ლარით;  მ) „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 65 000 ლარით. ამასთან, 2014 წელს ამ ქვეპროგრამის ფარგლებში შესყიდული საქონლის (მომსახურების) ბენეფიციარებისთვის მიწოდება გაგრძელდეს 2015 წელს.  3. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №291 დადგენილებით დამტკიცებული 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის „ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამით“ გათვალისწი­ნებული 2014 წლის დეკემბერში გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ იმავე წლის 25 დეკემბრამდე წარდგენილი დეკემბრის თვეში უკვე გაწეული მომსახურების ანგარიშისა და თვის ბოლომდე დაგეგმილი გასაწევი მომსახურების განაცხადის მიხედვით. ამასთან, თუ 2015 წლის იანვარში მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარსადგენი დაზუსტებული ანგარიშით მიმწოდებელს მიღებული აქვს ზედმეტი თანხები, მაშინ ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება არა უგვიანეს 2015 წლის 31 იანვრისა.  4. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №291 დადგენილებით დამტკიცებული 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ „საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტით“ და „სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტით“ გათვალისწინებული 2014 წლის დეკემბერში გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ იმავე წლის 25 დეკემბრამდე წარდგენილი დეკემბრის თვეში უკვე გაწეული მომსახურების ანგარიშის მიხედვით. ხოლო 25-დან 31 დეკემბრის ჩათვლით შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება განხორციელდეს 2015 წლის იანვარში, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროგრამის „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ (პროგრამული კოდი - 35 02 03) გათვალისწინებული ასიგნებებიდან.  5. სააგენტომ უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №291 დადგენილებით დამტკიცებული 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ „სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ შემთხვევაში, შესყიდული საქონლის (მომსახურების) სრულად ანაზღაურება საბანკო გარანტიის საფუძველზე, 2014 წლის დეკემბერში. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ 2015 წლის 1 აპრილამდე სმენის აპარატების სრულად განაწილება ვერ განხორციელდება, მაშინ მიმწოდებლის მიერ მიღებული ზედმეტი თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას 2015 წლის 1 მაისამდე.  6. სააგენტომ უზრუნველყოს 2015 წლის სახელმწიფო პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №291 დადგენილებით დამტკიცებული 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის „მინდობით აღზრდის ქვეპროგრამით“ „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით“, და „დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, რომლის ანაზღაურება 2014 წლის 14 აპრილის №291 დადგენილებით დამტკიცებული 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების პირობათა გათვალისწინებით, ვერ განხორციელდება 2014 წლის ამოწურვამდე. მუხლი 2🔗 დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები  -  2014 წლის 25 დეკემბრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დანართი N1  2014 წელს დაფინანსების წყარო 2015  წელს დაფინანსების წყარო პროგრამული კოდი „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი პროგრამული კოდი „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი 35 02 03 სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა 35 02 03 სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა