წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობების და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2014
ძალის დაკარგვა 23.01.2018
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №92
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016261
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 945 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2014 მიღება
23.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობების და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №92 2014 წლის 26 დეკემბერი ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობების და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის  შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე  კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობები და ჩატარების წესი დანართი N1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე დანართი №1  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობები  და ჩატარების წესი  1.  კონკურსის პირობები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი ბანკი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 1. არ უნდა ხორციელდებოდეს ბანკის ლიკვიდაცია და არ უნდა მიმდინარეობდეს გაკოტრების ან სანაციის საქმე; 2. ბანკის ქონებაზე არ უნდა იყოს დადებული ყადაღა; 3.  ბანკმა უნდა უზრუნველყოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო გადარიცხვების ელექტრონული სისტემის გამართვა შემდგომი-მომსახურეობა. კონკურსში მონაწილე ბანკმა საკონკურსო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, რეკვიზიტების მითითებით; ბ) ცნობა შესაბამისი საგადასახადო და სასამართლო ორგანოებიდან ადგილმდებარეობის მიხედვით, რომ არ ხორციელდება მისი ლიკვიდაცია და არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე; გ) ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ მის ქონებაზე არ არის ყადაღა დადებული; კონკურსში მონაწილე ბანკის საკონკურსო წინადადება უნდა მოიცავდეს (და არ შემოიფარგლებოდეს) ინფორმაციას შემდეგი საკითხების შესახებ: 1. მომსახურების ტარიფები, მათ შორის წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკონკურსო პირობას წარმოადგენს: -  უნივერსალური ანგარიშის გახსნა – უფასო; - ორგანიზაციის გადარიცხვები ეროვნულ  და უცხოურ ვალუტაში-უფასო. - ორგანიზაციის ანგარიშზე ნაღდი ფულის (ეროვნული და უცხოურ ვალუტაში) შეტანა და გატანა-უფასო. - საკონვერტაციო ოპერაციები-კონვერტაციის დღეს არსებული ბანკის კომერციულ კურსთან შედარებით შეღავათიანი ტარიფებით. - ანგარიშზე ჩატარებული ოპერაციების ჩამონათვალის (ამონაწერის) მიწოდება- უფასო; - ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი პროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიციარებზე ანგარიშის გახსნა -უფასო; - ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისათვის ანგარიშის გახსნა – უფასო; - თანამშრომლებზე  საბარათე ანგარიშების გახსნა და ოვერდრაფტის დაშვება. - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის (გამგეობა, საკრებულო) თანამშრომლებზე კრედიტის (სახელფასო, იპოთეკური, სამომხმარებლო) გაცემის უზრუნველყოფა; - სარგებლის დარიცხვა საანგარიშო თვის განმავლობაში ყოველი დღის ბოლოს და მისი ასახვა ბიუჯეტის ანგარიშზე განხორციელდეს ყოველი საანგარიშო თვის ბოლო დღეს; 2. მიმდინარე ნაშთზე დასარიცხი წლიური სარგებელი არანაკლებ 10%-სა. 3. სახელფასო პროგრამის ტარიფები; 4. ფილიალებისა და სერვის-ცენტრების ქსელი, აუცილებელია მდებარეობდეს ქალაქ წყალტუბოს ტერიტორიაზე. 5. ბანკომატების ქსელი აუცილებელია მდებარეობდეს ქალაქ  წყალტუბოს ტერიტორიაზე ან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში განათავსოს ქალაქ წყალტუბოს ტერიტორიაზე. 6. დამატებითი მომსახურებები: თანამშრომლებზე აქამდე გაცემული ოვერდრაფტებისა და სახელფასე სესხების პორტირება გამარჯვებულმა ბანკმა უნდა განახორციელოს მათთვის ფინანსური პირობების გაუარესების გარეშე. 2. კონკურსში მონაწილეობის წესი 1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში დადგენილი წესით ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს. 2. კონკურსში მონაწილეობის უფლების მოპოვებისათვის პირმა რეგისტრატორს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) წერილობით შევსებული განაცხადი; ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; გ) ბანკის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საჭიროების შემთხვევაში დამატებით მინდობილობა. 3. კონკურსის ჩატარების წესი 1. კონკურს ატარებს კომისია, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.  2. კომისიას თავმჯდომარეობს გამგებლის გადაწყვეტილებით გამგეობის ერთ-ერთი თანამდებობის პირი. კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის უფროსი (უფროსები) და/ან განყოფილების უფროსი (უფროსები), და/ან მთავარი სპეციალისტი (სპეციალისტები), და/ან წამყვანი სპეციალისტი (სპეციალისტები), და/ან უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები), და/ან საკრებულოს წევრი (წევრები). კომისიაში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია მოწვეულ იქნან სხვა პირებიც. 3. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია იმ პირს, რომელმაც დადგენილი წესით გაიარა რეგისტრაცია და მიიღო კონკურსში მონაწილის ბილეთი. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციას ახდენს რეგისტრატორი. 4. კონკურსის დაწყებამდე კომისია ამოწმებს მონაწილეთა კონკურსზე დაშვების კანონიერებას. 5. კონკურსს ატარებს კომისია. კომისიის თავმჯდომარე  ვაჭრობის დაწყებისას აცხადებს ლარში ანგარიშების ყოველდღიურ ნაშთზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის საწყის ოდენობას და ბიჯს. 6. კონკურსზე ვაჭრობის (საჯარო ვაჭრობა) დასაწყისად ითვლება საპროცენტო სარგებლის საწყისი ოდენობის გამოცხადების მომენტი. 7. ვაჭრობის დროს კონკურსის თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს მოახდინოს განცხადების (ბიჯი) შეთავაზება ფასის თაობაზე, რომელიც არ უნდა იყოს დაწესებულ ბიჯზე ნაკლები. 8. თუ კონკურსში მონაწილეობს მხოლოდ ერთი მონაწილე, სავალდებულოა მის მიერ ფასის თაობაზე ერთი განცხადების (ბიჯი) შეთავაზება მაინც. 9. ვაჭრობა დამთავრებულად ითვლება, თუ კომისიის თავმჯდომარემ სამჯერ მოითხოვა საბოლოო განცხადების (ბიჯი) შეთავაზება ფასის თაობაზე და ასეთი ვერ მიიღო. 10. ვაჭრობაში გამარჯვებულად ავტომატურად ითვლება, ვინც კომისიას შესთავაზა ბოლო  განცხადება ფასის თაობაზე. გამარჯვებულს აცხადებს კომისიის თავმჯდომარე. 11.კონკურსს დასრულებულად აცხადებს კომისიის თავმჯდომარე. 12.კონკურსის ჩატარებას სავალდებულოა ესწრებოდეს კომისიის არანაკლებ ნახევარზე მეტი. 13. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კონკურსის ჩატარებას საერთო კოორდინაციას უწევს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 14. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯაროობას, კომისიის წევრების ინფორმირებას კონკურსის დროის, თარიღისა და ადგილის შესახებ, საჯარო ვაჭრობის მიმდინარეობის შესახებ ოქმის შედგენას და საჯარო ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას. 15. საჯარო ვაჭრობის დაწყებამდე კომისია ამოწმებს დაინტერესებული პირის კონკურსის მონაწილედ რეგისტრაციის კანონიერებას, ასევე საჯარო ვაჭრობაზე გამოცხადებული პირის ვინაობას და რწმუნდება, რომ დაინტერესებული პირის კონკურსის მონაწილედ რეგისტრაცია განხორციელდა კანონიერად, ხოლო საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებული პირი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს საჯარო ვაჭრობაში როგორც კონკურსის მონაწილემ ან/და კონკურსის მონაწილის წარმომადგენელმა. 16. თუ კომისია დაადგენს, რომ დაინტერესებული პირის კონკურსის მონაწილედ რეგისტრაცია განხორციელდა კანონდარღვევით, ასევე საჯარო ვაჭრობაში მონა-წილეობის მისაღებად გამოცხადებული პირი არაუფლებამოსილია საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობა მიიღოს, როგორც კონკურსის მონაწილის წარმომადგენელმა, კომისია საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებულ პირს უარს ეტყვის საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობაზე. 17. საჯარო ვაჭრობის შესახებ კომისიის მიერ დგება საჯარო ვაჭრობის მიმდინარეობის შესახებ ოქმი. 4. გარიგებათა გაფორმების წესი 1. საჯარო ვაჭრობის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულთან მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის ურთიერთობის ძირითად დოკუმენტს; 2. ხელშეკრულების გაფორმება უნდა განხორციელდეს საჯარო ვაჭრობის მიმდინარეობის შესახებ ოქმის დამტკიცების თაობაზე შესაბამისი აქტის გამოცემიდან არა უგვიანეს 03 (სამი) სამუშაო დღისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში კონკურსის შედეგები უქმდება, რომელიც არ საჭიროებს დამატებითი წერილობითი გადაწყვეტილების მიღებას. 3. მხარეთა შორის დასადებ ხელშეკრულებაში სავალდებულოა გათვალის-წინებული იქნას კონკურსის პირობები, საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები და სხვა მონაცემები გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით. 4. ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. 5. კონკურსში გამარჯვებულ ბანკთან ორგანიზაციის თანამშრომელთა სახელფასო პროექტით მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება ორგანიზაციისათვის არ ატარებს სავალდებულო ხასიათს და იგი შეიძლება გაფორმდეს დამატებით მხოლოდ ორგანიზაციის გადაწყვეტილებით. სახელფასო პროექტით მომსახურება განიხილება ბანკსა და ორგანიზაციას შორის დამოუკიდებელ ურთიერთობად. 6. კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია წარმოებს ზონარგაყრილ და დანომრილ რეგისტრაციის ჟურნალში.