⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2016)
გაუქმებულია:

სს „საქართველოს რკინიგზისა“ და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №706
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.018326
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,013 სიტყვა · ~20 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2014 მიღება
01.01.2015 ძალაში შესვლა
01.01.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 სს „საქართველოს რკინიგზისგან“ შესასყიდი, ძირითად საქმიანობასთან (სატრანსპორტო ექსპედიცია) დაკავშირებული და მისგან გამომდინარე საქონელი და მომსახურება
2 ძირითად საქმიანობასთან (სატრანსპორტო ექსპედიცია) და მისგან გამომ­დინარე, საექსპერტო, საკონსულტაციო, საპროექტო სარეკლა­მო/მარკეტი­ნ­გული და ინფორმაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირე­ბული მომსახუ­რებები
3 ძირითადი საქმიანობიდან (სატრანსპორტო ექსპედიცია) გამომდინარე, სადგურებსა და ესტაკადებზე ვაგონ-ცისტერნების საჭიროებისამებრ გადაადგილების უზრუნველყოფის მომსახურება.
4 სამატარებლო და სამანევრო რადიოკავშირი, მისი  სათადარიგო ნაწილები და მასალები
5 სარკინიგზო საისრო ამძრავები, გარნიტურა და მათი შემადგენელი ნაწილები
6 რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის სათადარიგო ნაწილები და მასალები
7 რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის და მათი შემადგენელი კვანძების შეძენა, რემონტი, მოდერნიზაცია
8 რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის საზეთ-საპოხი (საცხები) მასალები
9 სარკინიგზო ტექნიკური საშუალებების დიაგნოსტიკური მომსახურება
10 ლიანდაგის ზედნაშენი მასალა
11 სარკინიგზო ხელოვნური ნაგებობების, ლითონის, რკინა-ბეტონის კონსტრუქციები და შეკეთება
12 რელსის სპეციფიკური საჭრელი დისკები და ბურღები
13 სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოკვლევა, დაპროექტება და ექსპერ­ტიზა
14 ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული და მისგან გამომდინარე, საექს­პერტო, საკონსულტაციო და საპროექტო მომსახურება
15 სარკინიგზო დროსელტრანსფორმატორები ზღუდარებით და შემადგენელი ნაწილები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სს „საქართველოს რკინიგზისა“ და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №706 2014 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი სს „საქართველოს რკინიგზისა“ და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სს „საქართველოს რკინიგზისა“ და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნე­ბული კომპანიების საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეცია­ლური წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილების მოქმედების ვადად განისაზღვროს პერი­ოდი ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვ­ლით. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.  პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი სს „საქართველოს რკინიგზისა“ და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  1. სს „საქართველოს რკინიგზის“ და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს.  2. ამ წესის მიზანია:  ა) შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციო­ნალური ხარჯვის უზრუნველყოფა;  ბ) შესყიდვების განხორციელებისას, შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნ­ველ­ყოფა;  გ) შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა.  3. შესყიდვების განხორციელებისას, სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, სს „საქართველოს რკინიგზის“ და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპა­ნიების მიერ შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთია­ნებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონს­ტრუქციის საკრედიტო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცე­დურები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.  4. შესყიდვა, რომელზეც არ ვრცელდება ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.  5. სს „საქართველოს რკინიგზას“ და მისი წილობრივი მონაწი­ლეობით არსებულ/დაფუძნებულ კომპანიებს და ასეთი კომპანიე­ბის წილობრივი მონაწილეობით არსებულ/დაფუძნებულ კომპა­ნიებს უფლე­ბა აქვთ, ისარგებლონ კონსოლიდირებული ტენდერით საქართვე­ლოს კანონმდებლობითა და შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენ­დერო დოკუმენტაციით დადგენილი პირობების ფარგლებში.  მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება  ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:  ა) შემსყიდველი – სს „საქართველოს რკინიგზა“ და მისი 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული იურიდი­ული პირები და ასეთი იურიდიული პირების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული იურიდიული პირები;  ბ) შესყიდვა – შემსყიდველის სახსრებით, ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა (დანართი შედგება ხუთი ნაწილისაგან, რომლებიც ცალ-ცალკე განსაზღვრავს იმ საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალს, რომელთა შესყიდვის უფლებამოსილება აქვს სს „საქართველოს რკინიგზას“, მისი 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ/დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა და ასეთი იურიდიული პირების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ/დაფუძნებულ იურიდიულ პირებს, ამ წესით განსაზღვრული პროცედურებისა და პირობების შესაბამისად.);  გ) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;  დ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველის ქმედებით ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს შემსყიდველის ინტერესებს ან მის ქონებას;  ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა);  ვ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული წინადადებისა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიების მიზნებისათვის, შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს ტერმინი „ტენდერი“.);  ზ) მონაწილეობის საკომისიო – ამ წესის მე-14 მუხლით განსაზღვრული საკომისიო, რომელიც გადაიხდება შემსყიდველის ანგარიშზე;  თ) პრეტენდენტი – პირი, რომელმაც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა მონაწილეობის საკომისიო;  ი) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის შედეგად, გაფორმებულ იქნა შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება;  კ) წინადადების ფასის კლების ბიჯი – შემსყიდველის მიერ განცხადებაში მითითებული თანხა, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.4 პროცენტიდან - 2 პროცენტამდე ოდენობით (შემდგომში – ბიჯი);  ლ) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმე­ნტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი;  მ) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ, განცხადე­ბითა და დოკუმენტაციით;  ნ) ელექტრონული ვაჭრობა„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს, სისტემის საშუალებით, შეუძლია, შეამციროს მის მიერ წარდგენილი წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზ­ნით;  ო) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენ­ტები – შემსყიდველის მიერ დოკუმენტაციით დადგენილი, პრეტენდენ­ტის მიერ ადმინისტრაციული ორგანოებიდან და სასამართლოდან წარსადგენი დოკუმენტები; ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში, თუ ღირებულება ნაკლებია ან ტოლია 200 000 ლარისა (დღგ-ის გარეშე), საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები არ მოითხოვება. მოთხოვნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და უნდა იყოს დასაბუთებული დოკუმენტაციაში, ხოლო მათი რაოდენობა – შესაძლოდ მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებათა გათვალისწინებით;  პ) წინადადების უზრუნველყოფის გარანტია – წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი გარანტირების მექანიზმი, შესყიდვის ობიექტის სავარა­უდო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტის ოდენობით (შემდგომში – გარანტია);  ჟ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგითშესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდვე­ლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია;  რ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგაშესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება არშემდგარად, როდესაც არც ერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცე­დურაში;  ს) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილიაშესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება შეწყვეტილად, როდე­საც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი;  ტ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკ­რულების ღირებულება, რომელიც მითითებულია კონკრეტული შესყიდ­ვის ელექტრონული პროცედურის შესაბამის ველში;  უ) მრავალწლიანი შესყიდვა – შესყიდვა, რომელიც გრძელდება 12 (თორმეტი) კალენდარულ თვეზე მეტი ვადით;  ფ) კომისია – შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც უფლება­მოსილია, განახორციელოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესა­ბამისად.  მუხლი 3🔗. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები  1. შემსყიდველი უფლებამოსილია:  ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);  ბ) ამ წესის შესაბამისად, მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვა­ლიფიკაცია;  გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექ­ტუ­რი მიზეზებით, აგრეთვე, შემსყიდველის ბიზნესინტერე­სები­დან გამომდინარე;  დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირო­ბების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;  ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევე­ბის არსებობისას.  2. შემსყიდველი ვალდებულია:  ა) რაციონალურად განახორციელოს შესყიდვები ბიზნესგეგმის ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;  ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ან/და მომსა­ხურების ღირებულება;  გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვე­ვაში, არა უგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, აცნო­ბოს ეს გადაწყვეტილება ყველა პრეტენდენტს. ამასთან, ამ შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენ­დენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკ­რულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები.  მუხლი 4🔗. შესყიდვების დაგეგმვა  1. შემსყიდველი შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვ­რული და სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად.  2. მრავალწლიანი შესყიდვა ყოველწლიურად აისახება შესაბამისი საბიუჯეტო წლის გეგმაში.  3. შესყიდვა არ განიხილება მრავალწლიან შესყიდვად იმ შემთხვე­ვაში, თუ მისი დაფინანსება ხორციელდება მიმდინარე წლის ბიუჯე­ტიდან, ხოლო მიწოდება ან/და ხელშეკრულების ღირებულების ანაზ­ღაურება ხორციელდება მომდევნო წლის განმავლობაში.  4. მრავალწლიანი შესყიდვების განხორციელების საკითხს, შესყი­დ­ვის პროცედურების დაწყებამდე, ითანხმებს სს „საქართველოს რკინიგ­ზის“ სამეთვალყურეო საბჭო.  მუხლი 5🔗. შესყიდვის საშუალებები  1. ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსა­ხურების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცე­დურის საშუალებით.  2. ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შემსყიდველის მიერ შესყი­დვა შესაძლოა განხორციელდეს:  ა) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით;  ბ) სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვე­ტილებით, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან ან იმავე მიმწო­დებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონ­ტრაქ­ტორისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განსახორცი­ელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპი­რველად შესყიდული ობიექტის ღირებულებას; გ) კომპანიის ბიზნეს ინსტერესებიდან გამომდინარე, შესყიდვის მიზანშეწონილობის შემთხვევაში, თუ შესყიდვა ეხება მომსახურების სფეროს, სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვე­ტილებით. 3. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ახორციელებს შემს­ყიდ­ველის ხელმძღვანელი ან/და კომისია.  მუხლი 6🔗. კომისია  1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ატარებს კომისია, რომელსაც არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყი­დველის ხელმძღვანელი.  2. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრი.  3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერ­ტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.  4. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარა­დგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვე­ტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.  5. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება, ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია, მხოლოდ, სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებით და შეცვ­ლილი, დამატებული ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით.  6. შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწე­რა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმო­წერა/წერი­ლობითი შეტყობინების გაგზავნა სავალდებულო არ არის. მიმო­წერა/წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტე­მაში ატვირთვის მომენტიდან.  მუხლი 7🔗. კომისიის აპარატი  1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნ­ველყოფის მიზნით, შემსყიდველის ხელმძღვანელის ბრძანებით, შემს­ყიდვე­ლის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში - აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმ­ჯდომარე.  2. აპარატის ფუნქციაა შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციის და შესყიდვის მიმდი­ნა­რეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა.  3. აპარატს უფლება აქვს, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავში­რებით.  4. აპარატი ვალდებულია, ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცე­დურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან სამი წლის განმავლობაში, ხოლო მრავალწლიანი შესყიდვის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან ერთი წლის განმა­ვ­ლობაში.  მუხლი 8🔗. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატა­რების შესახებ  1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხა­დების (შემდგომში - განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრუ­ლების ვადის ათვლა იწყება განცხადების სისტემაში განთავსებიდან.  2. განცხადების და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენ­დეს არანაკლებ 15 კალენდარულ დღეს განცხადებისა და დოკუმენ­ტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრუ­ლებიდან არანაკლებ ორი დღის განმავლობაში, პრეტენდენტს შეუძლია, სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი კლება­დობის პრინ­ციპით და ბიჯის გათვალისწინებით.  3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:  ა) განცხადების ნომერი;  ბ) შემსყიდველის დასახელება;  გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;  დ) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;  ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება;  ვ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით, თუ - მის გარეშე;  ზ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა;  თ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა;  ი) ბიჯის ოდენობა.  4. განცხადებაში შესაბამისი მითითების საფუძველზე, პრეტენ­დენტთა მიერ წინადადების ფასის წარდგენა ხდება დღგ-ის გათვა­ლისწინებით ან მის გარეშე.  5. განცხადებას გააჩნია დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმო­მად­გენლის მიერ შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით.  6. განცხადების სისტემაში განთავსებისთვის აუცილებელია დოკუ­მენ­ტაციის ატვირთვა სისტემაში.  7. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, განცხადება და დოკუმე­ნ­ტაცია შესაძლოა, განთავსდეს, დამატებით, რუსულ ენაზეც. თუ შესას­ყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 500 000 ლარს დღგ-ის გარეშე, მათი რუსულ ენაზე განთავსება სავალ­დებულოა.  მუხლი 9🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტა­ციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა  1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:  ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყო­ფილებდეს პრეტენდენტი;  ბ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;  გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებ­ლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს (მათი არსებობის შემთხვევაში);  დ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული წინადა­დების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრან­ს­პორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);  ე) კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორ­მა­ციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტე­ბე­ბი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ;  ვ) მითითებას შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).  2. კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყება­მდე შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითე­ბულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუ­მენტაციის გაუქმებით და შეცვლილი, დამატებული დოკუმენ­ტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექ­ტის ცვლილება.  მუხლი 10🔗. წინადადების წარდგენა  1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღე­ბად პრეტენდენტს შეუძლია, წარადგინოს წინადადება, წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრუ­ლებამდე.  2. წინადადების წარდგენამდე, ნებისმიერ პირს უფლება აქვს, სისტემაში გაეცნოს განცხადებას და დოკუმენტაციას.  3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია, მხოლოდ, სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის შემოთავაზება, გარდა ტექნიკური დოკუმენ­ტაციით მოთხოვნილი მასალისა, უნდა შეიცავდეს ამ წესით გათვალი­წინებულ გარანტიას და მონაწილეობის საკომისიოს გადახდის დამადას­ტურებელ დოკუმენტს.  4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან/და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე სულ მცირე ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადა­დების ფასის მითითების შემდეგ, დაუშვებელია ატვირთული ტექნი­კური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.  5. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით გათვალისწინებულია წინადა­დების ფასის დღგ-ის გარეშე წარდგენა, პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, შერჩევა-შეფასება ხორციელდება წარდგენილი წინადა­დების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ვალდებულია, ხელშეკ­რულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის დღგ-ის შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენ­ტი არის დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებ­ლობის მოთხოვნათა შესაბამისად.  6. ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები განისაზღვრება მოქმე­დი კანონმდებლობით.  მუხლი 11🔗. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენ­დენ­ტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი  1. შემსყიდველი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლება­მოს­ი­ლია, განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებ­დეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები.  2. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენ­დენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოც­დი­ლებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკით­ხების მიმართ.  3. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალ­დებ­უ­ლებას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, გამოიწვევს მის დის­კვა­ლიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი შეუსაბამობა გამოწვე­ულია პრეტენდენტის არაკეთილსინდისერი ქმედებით. პრეტენ­დენ­ტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუს­ტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუ­ჭე­ბადი ნივთია და/ან მისი ბუნებიდან გამომდინარე დაბრუნება შეუძ­ლებელია.  4. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენ­ტების წარდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენ­დენტ­თა მდგომარეობასთან/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკა­ვ­შირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები და სხვ.).  5. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში:  ა) მითითებულ იქნეს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდე­საც არ არსებობს შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუა­ლე­ბები. ასეთ შემთხვევებში, შესყიდვის ობიექტის აღწერისას, აუცილებ­ლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორებიცაა: „მსგავსი“, „ეკვივალენტური,“ „ანალოგი“ და სხვა;  ბ) გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც ორაზროვანია და უშვებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.  მუხლი 12🔗. შერჩევა/შეფასება  1. კომისიის მიერ პრეტენდენტთა შეფასება ხდება წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში), ამავე პუნქტით გათვალი­წინებული თანმიმდევრობით.  2. პრეტენდენტის წინადადების ფასის შეფასება ხდება ელექტრო­ნული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ. შემსყიდველი, შერჩევის პირველ ეტაპზე, ადგენს დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ ატვირთუ­ლი მონაწილეობის საკომისიოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენ­ტისა და გარანტიის შესაბამისობას ტექნიკურ დოკუმენტა­ციასთან, ხოლო, თავის მხრივ, პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდვე­ლის მიერ წინასწარ ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში უზრუნ­ველყოს გარანტიის დედნის წარდგენა.  3. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი.  4. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვე­ვაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკუ­რი დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტა­ციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენ­დენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვა­ლისწინებული შემთხვევებისა.  5. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს; ასევე, პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომისას, როგორებიცაა: არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსა­ხულების შეუსაბამობა, რომელიც შესაძლებელია, შესწორდეს დაზუსტე­ბის გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალის­წინებით.  6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკუ­რი დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვ­რავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს სამი სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ელექტრონული დოკუმენტის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველს უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარ­დგე­ნის მოთხოვნამდე. 7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვ­ნებს, კომისია მიმართავს მას საკვალიფიკაციო მონაცემების დამადას­ტუ­­რებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუ­საზ­­ღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს ხუთი სამუშაო დღისა.  8. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემები შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენ­ტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღ­რიცხვის ან/და ფასების ცხრილის მოთხოვნა უნდა განხორ­ციელდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენის მოთ­ხოვ­ნასა და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად.  9. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენ­ტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუ­მენ­ტების ასლების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშ­ვე­ობოთ.  10. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხა­დებას ან/და დოკუმენტაციას, ან მის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ ამ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხა­დებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს. თუ წინადა­დების მომდევ­ნო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადა­დების ფასი ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად მნიშვნე­ლოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, კომისიას უფლება აქვს, შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცე­დურა.  მუხლი 13🔗. დისკვალიფიკაცია  1. კომისია ახდენს მიმწოდებლის ან/და პრეტენდენტის დისკვა­ლიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვა­ლიფიკაციის შესახებ ოქმი ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.  2. მიმწოდებელი ან/და პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფი­კაციას შემდეგ შემთხვევებში:  ა) თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-12 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას;  ბ) საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება შესყიდვის ელექტ­რონული პროცედურის ჩატარების შესახებ დოკუმენტაციით განსაზღვ­რულ მოთხოვნებს;  გ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე;  დ) თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ამ წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში;  ე) თუ ის, ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არ წარადგენს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გარანტიის დედანს ან წარადგენს დაგვიანებით;  ვ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას;  ზ) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარადგენს ხელშეკ­რულების შესრულების გარანტიას და/ან ფასების ცხრილს/ხარჯთაღ­რიცხვას, უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე.  3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს წინადადების ვადის დასრუ­ლების დროისთვის არ ექნება ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა სრული დაცვით ატვირთული მონაწილეობის საკომისიოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და გარანტია, პრეტენდენტის შემოთავა­ზება არ განიხილება და კომისიას შეუძლია, მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს.  მუხლი 14🔗. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში წარდგენილი გარანტია და მონაწილეობის საკომისიო  1. პრეტენდენტი ვალდებულია, წარადგინოს გარანტია ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. გარანტია შესაძლოა, გაცემულ იქნეს როგორც საბანკო, ისე - სადაზღვევო დაწესებულების მიერ.  2. გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტს.  3. გარანტია დაბრუნებას ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ ხელ­შეკ­რულების დადების ან შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწო­დებლისაგან/პრეტენდენტისაგან შესაბამისი მოთხოვნიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში.  4. გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება, თუ:  ა) გამარჯვების შემდეგ უარს იტყვის ან სხვაგვარი ქმედებით უარს განაცხადებს შემსყიდველთან ხელშეკრულების გაფორმებაზე; ბ) პრეტენდენტი გამარჯვების შემთხვევაში, არ წარადგენს ხელშეკ­რულების შესრულების გარანტიას;  გ) მოხდება მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო;  დ) პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე.  5. მონაწილეობის საკომისიოს ოდენობა შეადგენს 450 ლარს.  6. მონაწილეობის საკომისიო უკან დაბრუნებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველმა, ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება შესყიდ­ვის ელექტორნული პროცედურის შეწყვეტის თაობაზე.  მუხლი 15🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა  1. ამ წესის შესაბამისად გამარჯვებული პრეტენდენტის წინადა­დებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.  2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენ­ტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს.  3. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენ­დენტის წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცე­დურა ამ წესის შესაბამისად.  4. გარანტირების მექანიზმის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ:  ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშს­წორება. ასეთ შემთვევაში, გარანტირების მექანიზმის გამოყენება აუცილებელია არანაკლებ წინასწარ გადასახდელი თანხის სრული ოდე­ნობით;  ბ) ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენისაგან შესაძლებელია, გათავისუ­ფლდეს პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის/მომსახურების ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით.  5. ხელშეკრულების შესრულების გარანტია, ერთ პირთან მოლაპა­რა­კების გზით შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია, წარედგინოს შემსყიდველს ხელშეკრულების დადების შემდგომ, ხოლო შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებამდე.  6. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადა­სი­ნჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.  7. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება, ამ წესით განხორციელე­ბულ შესყიდვებზე უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გეგმის, ფაქტობრივი გადახ­დებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშების წარ­დგე­ნა. დანართი   სს „საქართველოს რკინიგზის“ და მისი 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული იურიდიული პირების (შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსი“, შპს „ჯიარ ტრანზიტ ლაინი“, შპს „ჯორჯია ტრანზიტი“) და ასეთი იურიდიული პირების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული იურიდიული პირ(ებ)ის (შპს „ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა“) მიერ შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი სს „საქართველოს რკინიგზა“ 1 სახანძრო მატარებლებისა და მისი აგრეგატების სათადარიგო ნაწილები და რემონტი/მოდერნიზაცია 2 აღმდგენი მატარებლებისა და რკინიგზაზე მოსიარულე ამწეების სათადარიგო ნაწილები და რემონტი 3 სარკინიგზო ავტომატრიცების, მანქანა-მექანიზმების, დრეზინების, სარკინიგზო ამწეებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვა, რემონ­ტი/მოდერ­ნიზაცია 4 სარკინიგზო საკონტაქტო ქსელისა და ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენები და მათი ფუნდამენტები 5 სარკინიგზო საკონტაქტო ქსელის  ელექტროგადამცემი ხაზები, სამაგრი დეტალები, საკიდი კვანძები და დამჭერი კონსტრუქციები 6 სარკინიგზო ელექტროტექნიკური აპარატურა და მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები, რემონტი  7 სარკინიგზო მზომი ხელსაწყოები   8 სარკინიგზო სპეციალური სამონტაჟო საშუალებები და მოწყობილობები  9 სარკინიგზო სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების სათადა­რიგო ნაწილები და მასალები 10 სარკინიგზო სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების საკაბელო პროდუქცია 11 სამატარებლო და სამანევრო რადიოკავშირი, მისი  სათადარიგო ნაწილები და მასალები 12 სამატარებლო და საგადასასვლელო შუქნიშნები, მათი შემადგენელი ნაწილები 13 სარკინიგზო საისრო ამძრავები, გარნიტურა და მათი შემადგენელი ნაწილები 14 სარკინიგზო ელ. ცენტრალიზაციის და ბლოკირების საკაბელო ქუროები და ყუთები 15 სარკინიგზო დროსელტრანსფორმატორები ზღუდარებით და შემადგენელი ნაწილები 16 რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის სათადარიგო ნაწილები და მასალები 17 რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის და მათი შემადგენელი კვანძების შეძენა, რემონტი, მოდერნიზაცია 18 ტვირთის გადასაზიდი მოწყობილობების ან ტარის და მათი შემადგენელი ნაწილებისა და კვანძების შეძენა, რემონტი და მოდერნიზაცია 19 დიაგნოსტიკური და გამოსაცდელი მოწყობილობების, მათი სათადარიგო ნაწილებისა და კვანძების შეძენა, რემონტი და მოდერნიზაცია 20 რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის საზეთ-საპოხი (საცხები) მასალები 21 მანქანა-მექანიზმებისა და დაზგა-დანადგარების, მათი ნაწილებისა და კვანძების დიაგნოსტიკა, რემონტი, მოდერნიზაცია და შეძენა 22 ტექნიკური საშუალებების რემონტი, მომსახურება და შეძენა და მათი განლაგებისათვის საჭირო საშუალებებისა და კომუნიკაციების მომზადება 23 სარკინიგზო ტექნიკური საშუალებების დიაგნოსტიკური მომსახურება 24 ვაგონ-ცისტერნების გარეცხვა-გაორთქვლა, დეგაზაცია 25 სარკინიგზო მოწყობილობების სპეციფიკური პროგრამული უზრუნველ­ყოფა 26 ვაგონებისა და კონტეინერების  საკეტ-საპლომბი მოწყობილობები 27 ლიანდაგის ზედნაშენი მასალა 28 სარკინიგზო ხელოვნური ნაგებობების, ლითონის, რკინა-ბეტონის კონსტრუქციები და შეკეთება 29 სალიანდაგო მანქანა-მექანიზმები, სათადარიგო ნაწილები და შეკეთება 30 უპირაპირო რელსების შედუღება და ლიანდაგში არსებული რელსებისა და ჯვარედინების აღდგენა 31 რელსის სპეციფიკური საჭრელი დისკები და ბურღები 32 სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოკვლევა, დაპროექტება და ექსპერტიზა 33 ლიანდაგმზომი ვაგონი, სათადარიგო ნაწილები და რემონტი 34 სარელსო დეფექტოსკოპია, სათადარიგო ნაწილები და რემონტი 35 სარკინიგზო ტექნოლოგიური კავშირგაბმულობის სპეციფიკუ­რი  მომსახუ­რება 36 რკინიგზის ძირითად საქმიანობასთან ან ფასიანი ქაღალდების ან/და კაპიტალის ბაზრის ტრანზაქციებთან, თბილისის შემოვლითი რგინიგზის ან/და მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებული და მათგან გამომ­დინარე, საექსპერტო, საკონსულტაციო და საპროექტო მომსახურება 37 ფინანსური და სხვა რისკების ჰეჯირების მომსახურება 38 საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად აუდიტო­რული მომსახურება 39 პერსონალის სწავლებისა და ტრეინინგების მომსახურება შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსი“ 1 რკინიგზის თბომავლის სათადარიგო ნაწილები და მასალები 2 რკინიგზის თბომავლის წყვილთვლების გაჩარხვა და მიმდინარე რე­მონტი 3 ტვირთის გადასაზიდი მოწყობილობების ან ტარის და მათი შემადგენელი ნაწილებისა და კვანძების შეძენა, რემონტი და მოდერ­ნიზაცია 4 ვაგონისა და კონტეინერების საკეტ-საპლომბი მოწყობილობები 5 საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად აუდი­ტორული მომსახურება 6 მულტიმოდალური გადაზიდვების საინვენტარო პარკის შეძენა და რემონტი, პარკის საზღვაო რეგისტრში დარეგისტრირება, კონტეინერის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების მომსახურება 7 ტექნიკური საშუალებების მომსახურების შეძენა და მათი განლაგე­ბისათვის საჭირო საშუალებებისა და კომუნიკაციების მომზა­დება 8 სარკინიგზო გადაზიდვების, სარკინიგზო სადგურებისა და ჩიხის მომსა­ხურების შესყიდვა 9 საზღვაო ხაზებიდან სატერმინალო და სხვა მომსახურებების შესყიდვა 10 კონტეინერმზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურების შესყიდვა 11 საკონტეინერო და სავაგონო ტვირთების გადაზიდვებისათვის სხვა­დასხვა საექსპედიტორო მომსახურების შესყიდვა შპს „ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა“ 1 სარკინიგზო საკონტაქტო ქსელის  ელექტროგადამცემი ხაზები, სამაგრი დეტალები, საკიდი კვანძები და დამჭერი კონსტრუქციები 2 სარკინიგზო მზომი ხელსაწყოები 3 სარკინიგზო სპეციალური სამონტაჟო საშუალებები და მოწყობილობები  4 სამატარებლო და სამანევრო რადიოკავშირი, მისი  სათადარიგო ნაწილები და მასალები 5 სარკინიგზო საისრო ამძრავები, გარნიტურა და მათი შემადგენელი ნაწილები 6 რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის სათადარიგო ნაწილები და მასალები 7 რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის და მათი შემადგენელი კვანძების შეძენა, რემონტი, მოდერნიზაცია 8 რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის საზეთ-საპოხი (საცხები) მასალები 9 სარკინიგზო ტექნიკური საშუალებების დიაგნოსტიკური მომსახურება 10 ლიანდაგის ზედნაშენი მასალა 11 სარკინიგზო ხელოვნური ნაგებობების, ლითონის, რკინა-ბეტონის კონსტრუქციები და შეკეთება 12 რელსის სპეციფიკური საჭრელი დისკები და ბურღები 13 სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოკვლევა, დაპროექტება და ექსპერ­ტიზა 14 ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული და მისგან გამომდინარე, საექს­პერტო, საკონსულტაციო და საპროექტო მომსახურება შპს „ჯიარ ტრანზიტ ლაინი“ 1 სატერმინალო მომსახურება 2 სურვეიერის მომსახურება 3 ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული და მისგან გამომდინარე, საექსპერტო, საკონსულტაციო და საპროექტო მომსახურება შპს „ჯორჯია ტრანზიტი“ 1 სს „საქართველოს რკინიგზისგან“ შესასყიდი, ძირითად საქმიანობასთან (სატრანსპორტო ექსპედიცია) დაკავშირებული და მისგან გამომდინარე საქონელი და მომსახურება 2 ძირითად საქმიანობასთან (სატრანსპორტო ექსპედიცია) და მისგან გამომ­დინარე, საექსპერტო, საკონსულტაციო, საპროექტო სარეკლა­მო/მარკეტი­ნ­გული და ინფორმაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირე­ბული მომსახუ­რებები 3 ძირითადი საქმიანობიდან (სატრანსპორტო ექსპედიცია) გამომდინარე, სადგურებსა და ესტაკადებზე ვაგონ-ცისტერნების საჭიროებისამებრ გადაადგილების უზრუნველყოფის მომსახურება.