„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №718 |
|
2014 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1288) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: ა) მინისტრის აპარატი; ბ) ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტი; გ) კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონალური პროგრამების დეპარტამენტი; დ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ვ) კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტი; ზ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტი; თ) იურიდიული დეპარტამენტი; ი) ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტი; კ) პროექტების განხილვისა და მონიტორინგის დეპარტამენტი.“. 2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტი შეიმუშავებს სამინისტროს პოლიტიკას დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში შემავალი დარგების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიული დაგეგმვის მიზნით, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ა) საქართველოს პროფესიული ხელოვნების დარგების (თეატრალური, კინო, მუსიკალური, სახვითი, ქორეოგრაფიული), საქართველოს ეროვნულ უმცირესობათა კულტურის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შემოქმედების, განვითარების და ხელშეწყობის პრიორიტეტების და პროგრამების შემუშავება, მიღწევების პოპულარიზაცია და მონიტორინგი; ბ) ლიტერატურის განვითარების და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის შემუშავება, პოპულარიზაცია და მონიტორინგი; გ) სახელოვნებო განათლების სტრატეგიის, სტანდარტების და პროგრამების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი; დ) სახელოვნებო განათლების დაწესებულებების პედაგოგიური კადრების ტრენინგების, პროფესიული დაოსტატების, კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების ფორმების შემუშავება და აღნიშნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი; ე) კულტურის სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული (არაფორმალური განათლება) პროგრამების შემუშავება და ინიცირება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში „უმაღლესი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით სამინისტროსათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში მონაწილეობა; ზ) სამინისტროს სისტემაში არსებული სახელოვნებო განათლების დაწესებულებების და სახელოვნებო ორგანიზაციების მუშაობის კოორდინაცია, მონიტორინგი და კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური დახმარების გაწევა; თ) სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება სამინისტროს სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების განვითარების ხელშეწყობის, ანგარიშგებისა და კოორდინაციის მიზნით; ი) ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველისა და ეროვნული პრემიების მინიჭების საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა; კ) კულტურისა სფეროს მუშაკების წახალისების შესახებ მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა; ლ) საქართველოს ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე სამინისტროში შემოსული პროექტების განმხილველი კომისიის მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.“. 3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონალური პროგრამების დეპარტამენტი საქართველოს ფარგლებს გარეთ და საქართველოს რეგიონებში ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით შეიმუშავებს სამინისტროს პოლიტიკას შემდეგ მიმართულებებზე: ა) ქართული კულტურის პოპულარიზაციის სტრატეგიის, პრიორიტეტების და საერთაშორისო და რეგიონალური პროგრამების შემუშავება და მონიტორინგი; ბ) სახელმწიფო ცერემონიების, კულტურული ღონისძიებების, გამოჩენილ შემოქმედთა საიუბილეო ღონისძიებების, შემოქმედებითი კოლექტივების, ცალკეულ ხელოვანთა და შემსრულებელთა საკონცერტო და საგასტროლო ღონისძიებების დაგეგმარება, პოპულარიზაცია, განხორციელება და მონიტორინგი; გ) კულტურის სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული (არაფორმალური განათლება) პროგრამების შემუშავება და ინიცირება.“. 4. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი შეიმუშავებს სამინისტროს პოლიტიკას , რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ა) სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის და სტრატეგიის განსაზღვრა და კოორდინაცია; ბ) კულტურის პოლიტიკის მოკლე და გრძელვადიან გეგმებზე მუშაობა; გ) კულტურის სფეროში მიმდინარე ევროინტეგრაციის პროცესების კოორდინაცია; დ) ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების კომპეტენციის ფარგლებში შესრულების უზრუნველყოფა; ე) ევროკავშირის კულტურულ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა; ვ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა. საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია; თ) სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის კუთხით; ი) სამინისტროს საერთაშორისო სტრატეგიულ დოკუმენტებზე მუშაობა, სფეროს განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება; კ) უცხოეთში საქართველოს საელჩოებთან და საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან აქტიური თანამშრომლობა; ლ) სამინისტროს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველყოფა და ანალოგიურ ღონისძიებათა საქართველოში მოწყობა; მ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის მიზნით ხელშეკრულებებისა და შეთანხმების აქტების პროექტების მომზადება; ნ) კულტურის სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული (არაფორმალური განათლება) პროგრამების შემუშავება და ინიცირება.“. 5. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტი შეიმუშავებს სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ა) საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და მართვის პოლიტიკის განსაზღვრა; ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, მართვისა და პოპულარიზაციისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების სტრატეგიული დაგეგმვა და მათი მონიტორინგი; გ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საერთაშორისო კონვენციებისა და ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა; დ) კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და მართვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით, სახელმწიფო, საერთაშორისო, საზოგადოებრივ და კერძო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა; ე) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული (არაფორმალური განათლება) პროგრამების შემუშავება და ინიცირება; ვ) იუნესკოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში მყოფ ძეგლთა დაცვისა და ეფექტური მართვის მექანიზმების დანერგვა; ზ) საქართველოში არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენისა და შენარჩუნების ღონისძიებათა განხორციელება და მათი ხელშეწყობა; ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ექსპერტიზა, აღრიცხვა, პასპორტიზაცია, კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა; თ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა, მისი შესწავლისა და მოვლა-პატრონობის მეთოდოლოგიის შემუშავება; ი) კულტურული მემკვიდრეობის (კულტურული ფასეულობის) საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის კონტროლი და რეგულირება, კულტურული მემკვიდრეობის სფეროს ადმინისტრაციულ წარმოებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის სათათბირო ორგანოებთან თანამშრომლობა; კ) კომპეტენციის ფარგლებში არქეოლოგიური სამუშაოების, ძეგლზე სამუშაოების და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მიწისა და სამშენებლო სამუშაოების რეგულირება და ზედამხედველობა, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამართალდარღვევათა აღკვეთისა და გამოვლენილ სამართალდარღვევებზე რეაგირების მიზნით შესაბამის ადმინისტრაციულ, სამართალდამცავ და საბაჟო ორგანოებთან თანამშრომლობა; ლ) ერთიანი სამუზეუმო სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, საქართველოს მუზეუმების სახელმწიფო რეესტრის წარმოება, ქვეყნის მასშტაბით სამუზეუმო საქმიანობის რეგულირება, სამუზეუმო კოლექციების დაცვისა და პოპულარიზაციისათვის ზრუნვა; მ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება სამინისტროს სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების განვითარების ხელშეწყობის, ანგარიშგებისა და კოორდინაციის მიზნით.“. 6. მე-8 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტი შეიმუშავებს სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ა) სამინისტროს სტრატეგიული გეგმებისა და პრიორიტეტული ამოცანების რეალიზაციისათვის საჭირო ფინანსური რესურსების საშუალო და გრძელვადიანი დაგეგმვა; ბ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებებისათვის სამინისტროს წინადადებების მომზადება; გ) ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტების შედგენა, წარდგენა და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულება; დ) სამინისტროს ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა; ე) წლიური ფინანსური შედეგების მიხედვით გაწეული ხარჯების ანალიზი; ვ) საქართველოს საკანონმდებლო ბაზასთან ჰარმონიზაციით სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების საერთაშორისო გამოცდილების გამოყენება; ზ) სამინისტროს წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშებისა და ნაერთი ბალანსის შედგენა; თ) სამინისტროს მიმდინარე საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება; ი) სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა მატერიალური და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით ფინანსური რესურსების ოპტიმალური წინადადებების შემუშავება; ლ) სამინისტროში სამინისტროს მიერ რეალიზებული პროექტების ფინანსური იდენტურობის ანალიზი; მ) პრიორიტეტების მიხედვით პროგრამების შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად ფინანსურ-ეკონომიკური ანალიზი და ეფექტიანობის შეფასება.“. 7. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. პროექტების განხილვისა და მონიტორინგის დეპარტამენტი ახორციელებს სამინისტროს პოლიტიკას შემდეგ მიმართულებებზე: ა) სამინისტროს დარგობრივი დეპარტამენტების მიერ შემუშავებული/ინიცირებული პროგრამების განხილვა, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირების და სამინისტროს სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სამინისტროში შემოსული სააპლიკაციო განცხადებების/პროექტების განხილვა; ბ) დარგობრივი დეპარტამენტების სტრატეგიის, პრიორიტეტების და პროგრამების დაგეგმვის კომპონენტში მონაწილეობა; გ) სამინისტროში შემოსული სააპლიკაციო განცხადებების/პროექტების განხილვისა და დამუშავების შემდეგ მათი წარდგენა საქართველოს კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიისათვის; დ) სამინისტროში შემოსული სააპლიკაციო განცხადებების/პროექტების შესრულების მონიტორინგი, ზედამხედველობა და კოორდინაცია; ე) დარგობრივ და შესაბამის დეპარტამენტებთან კონსულტაციის გავლა სტრატეგიასთან, პრიორიტეტებთან, პროგრამებთან და კონკრეტული პროექტების შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებით; ვ) მიმდინარე და განხორციელებული პროექტის შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია, ანალიზი და ანგარიშგება; ზ) სისტემატიზირებული ინფორმაციის საფუძველზე მუდმივმოქმედი კომისიისათვის და დარგობრივი დეპარტამენტებისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა კონკრეტულ პროექტებთან, პროგრამებთან, პრიორიტეტებთან და სტრატეგიასთან დაკავშირებით; თ) საქართველოს კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მოწონებული პროექტის შესახებ ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტის პროექტის მომზადება; ი) ხელშეკრულებების კოორდინაცია, ზედამხედველობა და შესრულების მონიტორინგი; კ) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი.“. 8. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ზოგადი უფლება-მოვალეობებია: ა) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს შორის კოორდინირებული მუშაობა, კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტების საკანონმდებლო, კანონქვემდებარე და ადმინისტრაციული აქტების პროექტების, ასევე ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების შემუშავებაში მონაწილეობა/ვიზირება და დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; ბ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და ანგარიშგება; გ) სისტემატიზირებული ინფორმაციის საფუძველზე პრიორიტეტების და პროგრამების შემუშავება, დაგეგმვა და მონიტორინგი და შესაბამისი დეპარტამენტებისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა; დ) პროექტების განხილვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე შემოსულ მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, მათ შორის პროექტის შინიაარსობრივ შესაბამისობასთან ხელშეკრულების საგანთან და მიღება-ჩაბარების აქტთან; ე) კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება კურატორი მინისტრის მოადგილისთვისა და მინისტრისათვის; ვ) სამინისტროსა და დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან.
|
|