⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.02.2016)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2014
ძალის დაკარგვა 16.02.2016
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №67
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016202
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,270 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2014 მიღება
16.02.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ხვიჩა ჟიშკარიანი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №67 2014 წლის 26 დეკემბერი ქ. სენაკი სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესი, დანართი №№1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ოქტომბრის №50 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეხვიჩა ჟიშკარიანი დანართი №1 სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესი        წინამდებარე წესი აწესრიგებს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური pდახმარებების, შემოსული პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსების საკრებულოსათვის წარმდგენ ორგანოს. ადგენს სოციალური დახმარების სახეებს და მათი გაცემის ძირითად პრინციპებს. თავი I სოციალური დახმარების სახეები და ოდენობა მუხლი 1🔗. სოციალური დახმარების პროგრამები  1. სოციალური დახმარების პროგრამებია:  ა) შობადობის წახალისების პროგრამა;  ბ) ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარების პროგრამა;  გ) სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა;  დ) სარიტუალო მომსახურების პროგრამა;  ე) სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების გატარების პროგრამა;  ვ) ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსების და თანადაფინანსების პროგრამა;  ზ) თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარების პროგრამა;  თ) იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების დახმარების პროგრამა;  ი) მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარების პროგრამა;  კ) დედ–მამით ობოლ ბავშვებზე დახმარების პროგრამა;  ლ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამა;  მ) ხანდაზმულთა სოციალური დახმარების პროგრამა;  ნ) აგვისტოს ომის დროს ომში დაღუპულის ოჯახზე დახმარების პროგრამა;  ო) სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამა;  პ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევის პროგრამა;  ჟ) ინდივიდუალური დახმარების პროგრამა. მუხლი 2🔗. სოციალური დახმარების ოდენობა  1. შობადობის წახალისების პროგრამა - მესამე და მეტი შვილის დაბადების შემთხვევაში ოჯახზე - 200 ლარი.  2. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარების პროგრამა - ერთ ოჯახზე სრული ზარალის შემთხვევაში 2500 ლარი, ნაწილობრივ ზარალის შემთხვევაში 1000 ლარი.  3. სადღესასწაულო დღეებში დახმარების პროგრამა:  ა) კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი ბავშვებისათვის საახალწლოდ საჩუქრების შეძენა - შესაბამისი წლის ბიუჯეტით დადგენილი ოდენობის ფარგლებში;  ბ) შობა–ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესია–მონასტრებისათვის საჩუქრის (პროდუქტები) შეძენა – შესაბამისი წლის ბიუჯეტით დადგენილი ოდენობის ფარგლებში;  გ) უმწეო ბენეფიციარებზე, რომლებიც იკვებებიან სენაკის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრში, საახალწლოდ და სააღდგომოდ საჩუქრების შეძენა - შესაბამისი წლის ბიუჯეტით დადგენილი ოდენობის ფარგლებში;  დ) დედ-მამით ობლებისათვის და 100 წელს გადაცილებულებისათვის საახალწლო საჩუქრების შეძენა -შესაბამისი წლის ბიუჯეტით დადგენილი ოდენობის ფარგლებში;  ე) საახალწლოდ და სააღდგომოდ საჩუქრების შეძენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის - შესაბამისი წლის ბიუჯეტით დადგენილი ოდენობის ფარგლებში;  ვ) სამამულო ომის ვეტერანებისათვის საზეიმო ვახშმის მოწყობა - შესაბამისი წლის ბიუჯეტით დადგენილი ოდენობის ფარგლებში.  4. სარიტუალო მომსახურების პროგრამა:  ა) გარდაცვლილი დევნილი მოქალაქის ოჯახზე - 200 ლარი;  ბ) გარდაცვლილი ომის ვეტერანის ოჯახზე - 250 ლარი.  5. 2008 წლის 8 აგვისტოს ომის დროს ომში დაღუპული ჯარისკაცის და მშვიდობიანი მოქალაქის ოჯახზე გაიცემა 500 ლარი.  6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების გატარებისათვის ერთ ოჯახზე კვარტალში გაიცემა 200 ლარი.  7. ჯანმთელობაგაუარებულ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამა:  ა) თანადაფინანსების პირობებში 18 წლამდე მოზარდებს დახმარება გაეწევა სრულად, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა;  ბ) 500 ლარამდე თანადაფინანსების შემთხვევაში ბენეფიციარებს დახმარება გაეწევა 300 ლარით; სხვა შემთხვევაში, ბენეფიციარს დახმარება გაეწევა 300 ლარს დამატებული 500 ლარის ზემოთ გადასახდელი თანხის 30 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 1800 ლარისა.  გ) მედიკამენტოზური მკურნალობის დახმარება გაიცემა 50 და არაუმეტეს 100 ლარის ფარგლებში. ლიმიტს ზემოთ (არაუმეტეს 200 ლარისა) დახმარების საკითხი განიხილება გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ დამატებითი არგუმენტებისა და გარემოებების საფუძველზე.  8. თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარების პროგრამა – ყოველთვიურად 100 ლარი ტრანსპორტირებისათვის.  9. იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების დახმარების პროგრამა – თითოეულ ბავშვზე კვარტალურად 350 ლარი.  10. მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარების პროგრამა – ხუთი და ხუთზე მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვზე ყოველკვარტალურად თითოეულ ბავშვზე 40 ლარი.  11. დედ–მამით ობოლ ბავშვებზე დახმარების პროგრამა – 18 წლამდე ასაკის თითო ბავშვზე კვარტალურად 100 ლარი.  12. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინდივიდუალური დახმარების პროგრამა:  ა) მხედველობის პრობლემების მქონე I და II ჯგუფის ინვალიდებზე წელიწადში ორჯერ ერთ მოქალაქეზე – 100 ლარი;  ბ) სმენადაქვეითებულ პირებზე წელიწადში ორჯერ ერთ მოქალაქეზე – 100 ლარი  13. ხანდაზმულთა სოციალური დახმარების პროგრამა:  ა) 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე კვარტალურად ერთ ხანდაზმულზე 100 ლარი;  ბ) სამამულო ომის ვეტერანზე (9 მაისი – გამარჯვების დღესთან დაკავშირებით) 200 ლარი.  14. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამა –სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 000–ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახზე, რომელიც ითხოვს საკუთრებაში/ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლის სახურავის სარემონტო სამუშაოებისათვის სამშენებლო მასალებს (აზბესტოცემენტის ტალღოვანი ფურცელი (შიფერი), ხის მასალა), არა უმეტეს 3000 ლარის ფარგლებში სამშენებლო მასალის გადაცემა.  15. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევის პროგრამა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (საჯარო და კერძო სკოლები) დაწყებითი – I და II კლასის მოსწავლეების პროფილაქტიკური გამოკვლევა (სქოლიოზი, კრიპტორხიზი, თიაქარი).  16. ინდივიდუალური დახმარების პროგრამა – სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქის მიმართ მატერიალური დახმარების აღმოჩენა ეკონომიური სიდუხჭირის, უმუშევრობის, დაბალშემოსავლიანობის, მარტოხელა მოხუცებულობის და სხვა მიზეზთა გამო. მუხლი 3🔗. სოციალური პროექტების დახმარების ფორმები ინიცირებული სოციალური პროექტების დაფინანსება-თანადაფინანსება ხორციელდება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. თავი II ფულადი დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 4🔗. შობადობის წახალისების პროგრამა  1. ახალშობილის ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია სენაკის მუნიციპალიტეტში, მესამე და მეტი შვილის დაბადების შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს დახმარება ახალშობილის შეძენის გამო.  2. დახმარების მისაღებად ახალშობილის ერთ-ერთმა მშობელმა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:  ა) წერილობითი განცხადება;  ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;  გ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი;  დ) შვილების (მათ შორის ახალშობილის) დაბადების მოწმობის ასლები.  3. განცხადებას ახალშობილის შეძენის გამო დახმარების მიღების თაობაზე განიხილავს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური.  4. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტით, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.  5. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი, სადაც ჩაერიცხება განმცხადებელს დახმარების თანხა. მუხლი 5🔗. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარების პროგრამა  1. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეებს უფლება აქვთ მოითხოვონ დახმარება.  2. დახმარების მისაღებად ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილმა მოქალაქემ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:  ა) წერილობითი განცხადება;  ბ) პირადობის მოწმობის ასლი;  გ) აქტი (ხანძრის შესახებ), გაცემული სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მიერ;  დ) ცნობა (ხანძრის შესახებ), გაცემული სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მიერ;  ე) ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ (განცხადების განმხილველი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში).  3. განცხადებას ხანძრის შედეგად დახმარების მიღების თაობაზე განიხილავს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.  4. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის გათვალისწინებით.  5. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი, სადაც ჩაერიცხება დახმარების თანხა. მუხლი 6🔗. სოციალური უზრუნველყოფის პროგრამიდან ბენეფიციარებზე დახმარების გაცემა  1. დახმარების მიღების მოთხოვნის უფლება აქვს:  ა) მრავალშვილიან (5 და 5-ზე მეტშვილიან 18 წლამდე ასაკის) ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია სენაკის მუნიციპალიტეტში;  ა.ა) დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა (5 და 5-ზე მეტშვილიან 18 წლამდე ასაკის) ერთ-ერთმა მშობელმა (მეუღლემ, მზრუნველმა) გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:  - წერილობითი განცხადება;  - მშობლის პირადობის მოწმობის (გარდაცვლილის შემთხვევაში - გარდაცვალების მოწმობის) ასლები;  - მეურვის (მზრუნველის) შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ გაცემული მეურვეობისა და მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მეურვის (მზრუნველის) პირადობის მოწმობის ასლი;  - მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი;  - შვილების დაბადების მოწმობის ასლები.  ბ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) მოქალაქეებს;  ბ.ა) დახმარების მისაღებად ხანდაზმული (100 და მეტი წლის ასაკის) პირის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნეს:  - ხანდაზმული პირის წერილობითი განცხადება;  - ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ასლი;  - განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი - თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრია;  გ) დედ-მამით ობოლ ბავშვებს (18 წლამდე);  გ.ა) დახმარების მისაღებად დედ-მამით ობოლი ბავშვების მეურვემ გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:  - წერილობითი განცხადება;  - ბავშვის (ბავშვების) პირადობის მოწმობის ასლი (ასლები);  - ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის განყოფილებიდან მეურვის ვინაობის შესახებ;  - მეურვის პირადობის მოწმობის ასლი.  დ) მხედველობის პრობლემის მქონე I და II ჯგუფის ინვალიდებს;  დ.ა) დახმარების მისაღებად მხედველობის პრობლემის მქონე I და II ჯგუფის ინვალიდის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის ან მისი წარმომადგენლის მიერ გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნეს:  - წერილობითი განცხადება;  - მხედველობის პრობლემის მქონე I და II ჯგუფის ინვალიდის პირადობის მოწმობის ასლი;  - წარმომადგენლის შემთხვევაში - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი პირადობის მოწმობის ასლი;  - ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.  ე) სმენადაქვეითებულ (ყრუ-მუნჯები) პირებს;.  ე.ა) დახმარების მისაღებად სმენადაქვეითებული (ყრუ-მუნჯები) მოქალაქის მიერ გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნეს:  - წერილობითი განცხადება;  - ყრუ-მუნჯი მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;  - წარმომადგენლის შემთხვევაში - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი პირადობის მოწმობის ასლი.  - ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.  ვ) სამამულო ომის ვეტერანებს (9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით).  ვ.ა) დახმარების მისაღებად სამამულო ომის ვეტერანის მიერ (9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით) გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნეს:  - წერილობითი განცხადება;  - სამამულო ომის ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი;  - სამამულო ომის ვეტერანის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  - წარმომადგენლის შემთხვევაში - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი პირადობის მოწმობის ასლი.  2. განცხადებას სადღესასწაულო დღეებში დახმარების მიღების თაობაზე განიხილავს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.  3. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტით, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.  4. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი, სადაც ჩაერიცხება განმცხადებელს დახმარების თანხა. მუხლი 7🔗. სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების პროგრამა სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების პროგრამიდან უსახლკაროდ დარჩენილ (თავშესაფრის არმქონე) პირებზე, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ადგილზე გასვლით და შესაბამისი გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე გაიცემა ოჯახზე 200 (ორასი) ლარი კვარტალურად. ოჯახის მდგომარეობა მოწმდება წელიწადში ორჯერ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ და დგება შესაბამისი ოქმი. მუხლი 8🔗. სარიტუალო მომსახურების პროგრამა  1. სარიტუალო მომსახურების თანხის მისაღებად გარდაცვლილი დევნილი მოქალაქის ოჯახის წევრის მიერ გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნეს:  ა) წერილობითი განცხადება;  ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;  გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;  დ) გარდაცვლილის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;  2. სარიტუალო მომსახურების თანხის მისაღებად გარდაცვლილი ომის ვეტერანის ოჯახის წევრის მიერ გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნეს:  ა) წერილობითი განცხადება;  ბ) გარდაცვლილის ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი;  გ) დაღუპული ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;  დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.  3. განცხადებას სარიტუალო მომსახურების თანხის მიღების თაობაზე განიხილავს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.  4. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტით, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.  5. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი, სადაც ჩაერიცხება განმცხადებელს დახმარების თანხა. მუხლი 9🔗. ჯანმთელობაგაუარებულ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამა  1. ჯანმთელობაგაუარებულ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამიდან თანხის მისაღებად თავად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნეს:  ა) განცხადება;  ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;  გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმეტაცია - ფორმა №100;  დ) ანგარიშ-ფაქტურა;  ე) კალკულაცია;  ვ) მომართვა ჯანდაცვის მომსახურეობის სააგენტოდან საყოველთაო დაზღვევის მიერ დაფინანსების ოდენობის შესახებ.  2. განცხადებას ჯანმთელობაგაუარებულ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამიდან თანხის მიღების თაობაზე განიხილავს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.  3. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტით, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.  4. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი, სადაც ჩაერიცხება განმცხადებელს დახმარების თანხა. მუხლი 10🔗. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამა 1. მოქალაქემ, რომლის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს 70 000–ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა, საკუთრებაში/ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლის სახურავის სარემონტო სამუშაოებისათვის საამშენებლო მასალების (აზბესტოცემენტის ტალღოვანი ფურცელი (შიფერი), ხის მასალა) მისაღებად, განცხადებით უნდა მიმართოს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას. განცხადებას უნდა დაურთოს:  ა) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;  ბ) სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;  გ) საცხოვრებელი სახლის საკუთრების/ფაქტობრივი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;  დ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა.  2. წარმოდგენილი განცხადებების და თანდართული დოკუმენტების განხილვა განხორციელდეს ერთობლივი კომისიის (შემდგომში - კომისიის) მიერ. კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს 7 წევრით, მათ შორის საკრებულო კომისიაში წარმოდგენილ იქნეს არანაკლებ 3 წევრით. კომისია სხდომის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას თითოეულ ოჯახზე არა უმეტეს 2500 ლარის ფარგლებში სამშენებლო მასალის გამოყოფის თაობაზე.  3. კომისიის სხდომის ოქმი დასკვნასთან ერთად წარედგინება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე გამოყოფილი სამშენებლო მასალის გადაცემა განხორციელდეს სათანადო მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე.  4. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამის ფარგლებში გადასაცემი სამშენებლო მასალის შეძენა განხორციელდეს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. მუხლი 11🔗. ინდივიდუალური  დახმარების  პროგრამა  1.  მოქალაქემ, რომელიც ეკონომიური სიდუხჭირის, უმუშევრობის, დაბალშემოსავლიანობის, მარტოხელა მოხუცებულობის და სხვა მიზეზთა გამო ითხოვს მატერიალურ დახმარებას, განცხადებით უნდა მიმართოს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას. განცხადებას უნდა დაურთოს:  ა) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;  ბ) პირადი საბანკო ანგარიშის ნომერი;  გ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა;  დ) განცხადებაში მთითებული გარემოების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.  2. წარმოდგენილი განცხადებების და თანდართული დოკუმენტების განხილვა განხორციელდეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი შესაბამისი ერთობლივი კომისიის მიერ, რომელიც სხდომის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას.  3. ეკომისიის სხდომის ოქმი დასკვნასთან ერთად წარედგინება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.  4. მატერიალური დახმარება განმცხადებელს ჩაერიცხება წარმოდგენილ საბანკო პირადი ანგარიშის ნომერზე. თავი III სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 12🔗. სოციალური დახმარების  თაობაზე შემოსული განცხადებების რეგისტრაციაზე,  სოციალური დახმარების  დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ორგანო 1. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას ქრონოლოგიურად სპეციალურ, დანომრილ, ბეჭედდასმულ და ზონარგაყრილ ჟურნალში. 2. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით, მათ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად ეგზავნება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს. 3. სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. 4.  სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური პასუხისმგებელია ასევე სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ (კომპიუტერულ) დამუშავებაზე. მუხლი 13🔗. კომისიის მიერ განცხადებების განხილვა 1. სენაკის მუნციპალიტეტის გამგეობაში შემოსულ განცხადებებს კომისია განიხილავს სხდომაზე საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ. 2. საჯარო პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის მიერ სოციალური დახმარების გაცემის საკითხთა განხილვაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დაინტერესებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მუხლი 14🔗. კომისიის მიერ განცხადებების განხილვის წესი სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, ასევე შესაბამისი კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. მუხლი 15🔗. კომისიის სხდომის ოქმები 1. კომისიის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი, რომელიც ინახება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. 2. კომისიის სხდომის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს ამავე კომისიის მდივანი.